პოგბა საფრანგეთის ნაკრების სახელით მუნდიალზე ითამაშებს
ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ნახევარმცველი, პოლ პოგბა ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე ითამაშებს.საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, დიდიე დეშამმა საბოლოო, 23-კაციანი განაცხადი გუშინ დაასახელა და პოგბა იტალიის ჩემპიონატის ერთადერთი წარმომადგენელია მამლებში.მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში ბიანკონერების შუახაზელი მუდმივად იყო დეშამის საწყის თერთმეტეულში, შესაბამისად, ბრაზილიაში იგი ძირითადი შემადგენლობის წევრად უნდა მოვიაზროთ.
პოგბა მაგარია არ უნდა გაყიდონ არცერთ ვარიანტში მსოფლიოზე თავს გამოიშენს და მთხოვნელიც ბევრი ეყოლება
ამის ფასი კიდე უფრო აიწევს ამ მსოფლიოს მერე