ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალექსის სანჩესი : “იუვენტუსი” – მხოლოდ კონტესთან ერთად

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ჩილელი ფორვარდის, ალექსის სანჩესის შეძენით საკმაოდ სერიოზულად ინტერესდება.მუნდო დეპორტივოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კარიერის ბიანკონერებში გაგრძელების წინააღმდეგი არც თავად 25 წლის ვინგერია, თუმცა იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ბებერი ქალბატონის შემოთავაზებას, თუ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტე დარჩება.მიმდინარე სეზონში სანჩესი მოედანზე 33-ჯერ გამოჩნდა და 18 გოლი გაიტანა, ამჟამად მისი სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.ჯუზეპე მაროტას ჩილელის შეძენა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სურს, თუმცა როგორც სჩანს, უპირველეს ყოვლისა კონტეს დარჩენა/არ დარჩენის საკითხი უნდა გადაწყდეს.შეგახსენებთ, რომ “უდინეზეს” ყოფილი შემტევის მიმართ ინტერესს ლონდონის “არსენალიც” იჩენს.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

26 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
AKAKI nozadze
10 years ago

მიდი ატლე გაუძელი რა სამი წუტი იმედია არდა და კოსტა იქნებიან ფინალისთვის

10 years ago

მადლობა :c:

Samtrediel90
10 years ago
Reply to 

არაფრის :davliot:

10 years ago

მე ბარსამ მინდა მოიგოს, ატლეტიკო მერე რეალს უფრო მოუგებს ლიგის ფინალს. :mrgreen:

Samtrediel90
10 years ago
Reply to 

არა მე ატლეტიკო არ მინდა უტიტულოდ რო დარჩეს წელს ამიტო ჯობია დღესვე გაინაღდონ 1 ტიტული :lool:

10 years ago
Reply to  Samtrediel90

:mrgreen: ლინკი მომეცი შენ რაზეც უყურებ რა.

Samtrediel90
10 years ago

გამოიღე ბარსსსსააააააააააააააა
კოშტა და არდა როგორ დაემტვრათ რაა იმედია მოიგებენ მაინც

Samtrediel90
10 years ago

კი სულ არაფერს ჯობია სანჩესის მოყვანა მარა დარწმუნებული ვარ 100 პროცენტით რო ეგ ის არაა ვინც იუვეს ჭირდება და ვინც რეალურად გააძლიერებს… ცოტა სხვა დონის გვჭირდება ჩვენ..

აეეე გოოოოლლ ატლეტიკოოოოოოოოოოო :vashaa:

10 years ago

ხო მეც მაგ აზრზე ვარ, უბრალოდ მაგრად მეზარება ეხლა ჯოვინკოს და სანჩესის შედარება, სისულელეა ჩემი აზრით :mrgreen:

Samtrediel90
10 years ago
Reply to 

რატოა სისულელე პარმაში რო თამაშობდა ჯოვინკო იმაზე მაგარი იყო ბევრით სანჩესი უდინეზეში? და ბარსაში რაცაა კი ხედავ… ჯოვინკოს იუვეში არ მიეცა თავის ადგილზე თამაშIს შანსი თორე არ ილაპარაკებდით ეგრე

10 years ago
Reply to  Samtrediel90

რა ლინკზე უყურებ ბარსას თამაშს დააგდე რა, ბანი დაადეს ყველაფერზე გოოოოლ.რუ ზე )))

Samtrediel90
10 years ago
Reply to 

http://livefootball.ws/2019-barcelona-atletico-madrid.html
აგერ ოღონდ სოპკასტებია მარტო

nika chigladze
10 years ago

სანჩესი უეჭველი გვინდა მე ჯოვინკოს არც შევადარებდი. ბეჭი რომ წაკრა ოდნავ ძირს აგდია ხოლმე ვერცერთ ძალისხმიერ ორთაბრძოლას ვერ იგებს

Samtrediel90
10 years ago

ახლა გაუვარდა მაინც და მაინც ამ მახინჯს :lool: რაღა გააჩერებს აბა აქაურ ფანებს აწი :lool:

10 years ago
Reply to  Samtrediel90

:lool: :lool: :lool:

Samtrediel90
10 years ago

აი ტავს დავდებ რო თუ გადავიდა კონტე ფლანგებზე ჯოვინკომ თუ უფრო მაგრა არ ითამაშოს ვიდრე ამ სანცესია თუ ალექსი თუ ვიღაცა :lool:

Samtrediel90
10 years ago

BrainWasheR
რას ვღადაობ… რაში არ მეთანხმები მითხარი აბა და დამისაბუთე რატომ თუ არ დაგეზარება…
ოღონდ ის მიზეზი არ გინდა ”იტალიაში რეებს შვრებოდა” :chuvak:

AKAKI nozadze
10 years ago

აუ ეს უეჭველი გვინდა ტოოო :love: მიდით რა მაგრად მევასება ეს…. ისე ორი ნაკრების ბირთვი გახდება იუვე იტალიის და ჩილესი :D:D :forza:

AKAKI nozadze
10 years ago
Reply to  AKAKI nozadze

ოღონდ ისლა არ გვინდა

Samtrediel90
10 years ago

აი პროსტო ამიხსენით რა ჩემ ფეხებად გვინდა ეს,ან რატო მოგწონთ ყველას,რას ხედავთ ამაში განსაკუთრებულს ისეთს რო ოგონდ მოიყვანონ და სხვა არც გაინტერესებთ…
ამის ბზრიალა დედავატირე,ტიპი საშუალოზე დაბალი დონისაა,3 წელია ბარსაშია და კაპიკის საქმე არააქ გაკეთებული… თან 30 მილიონადო :blin:
30 მილიონად დიმარიას იყიდი ბოლობოლო,ბევრად მაღალი კლასისა და დონისაა ამ გლეხთან შედარებით,მართალია ცალფეხაა და დიდად არც არგენტინელი მიყვარს მაგრამ რა შედარებაა

10 years ago
Reply to  Samtrediel90

:| ღადაობ ?

10 years ago

აი ეს რო ვერ იყიდოს ეხლა მაროტამ ჭკუიდან გადავალ :mrgreen:
სულ 35 ამდე რო აუწიონ ფასი მაინც უნდა იყიდონ

d a v i d
10 years ago

აუცილებლად გვჭირდება ეს იგროკი :love:

irakli28
10 years ago

კაი ბიჭია ეს :up: :up: მანჯუკიჩის ტრანსფერს ეს ჯობია

snuff-juve
10 years ago

კაია ეს უნდა ვიყიდოთ როგორმე :up:

| Newsphere by AF themes.
26
0
Would love your thoughts, please comment.x