ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გვარდიოლა : “წარმატებები მარიოს, ახალ კლუბში”

სატრანსფერო ბაზარზე სიტუაცია უფრო და უფრო საინტერესო ხდება.დღეს ოფიციალურად გაცხადდა, რომ მიუნხენის “ბაიერნს” ხორვატი ფორვარდი, მარიო მანძუკიჩი დატოვებს, რომლის მიმართ ინტერესს ტურინის “იუვენტუსიც” იჩენს.გამოცემა “ბილდის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეკორდმაისტერების მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მანძუკიჩი გერმანიის თასის განაცხადში არ შეიყვანა და საკუთარი გადაწყვეტილება ასე ახსნა : “დიახ, მარიოს შეეძლო ეთამაშა, მაგრამ მე სხვანაირად გადავწყვიტე.წარმატებები მინდა ვუსურვო მანძუკიჩს, უკვე ახალ კლუბში”. ფაქტია, რომ ესპანელი თავკაცი ხორვატზე ამბობს უარს და გუნდში ნომერ პირველ ფორვარდად რობერტ ლევანდოვსკის განიხილავს, რომელიც მიუხენელებს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება.”ვოლსბურგის” ექს-შემტევის მიმართ ინტერესს გარდა ბებერი ქალბატონისა, “ბარსელონა” და “ჩელსიც” იჩენენ, მისი სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nika chigladze
10 years ago

ამას სანჩესი ჯობია ბევრად თან მგონი ადრე გაიბლატავა იუვეს უნდოდა ჩემი ყიდვა და მე ბაიერნში გადავედიო

AKAKI nozadze
10 years ago

აუ ეს არა სანჩესი უეჭველი

neko_neko.
10 years ago

მანჯუკიჩი კი არა ტევესი დააყენე წინ ცენტრალურ ფორვარდად და სანჩესი ნანი იყიდე ლორენტეც რჩება და ვის რა ჩემ ისლად უნდა მანჯუკიჩი გაუშვით არსენალში მაგათ უნდათ მგონი

d a v i d
10 years ago

ეს ნამდვილად არ მინდა ვიხილო იუვეში… ამას ჯობია ძაძა დავაბრუნოთ…

irakli28
10 years ago

აუ ეს არ მოათრიოთ რაააააა :blin: :blin: :blin: :blin: არაფერში არ გვჭირდება

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x