ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვერატი : “პოგბასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნება იქნება”

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “პსჟს” ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ პრესასთან საუბარში ნაკრებზე და პოლ პოგბაზე ისაუბრა: “ეროვნული ნაკრები ? – სკუადრა აძურაში უმაღლესი დონის ფეხბურთელები ირიცხებიან და ამაყი ვარ, ამ გუნდის წევრი მეც ვარ.ახლა მთავარი დავალება წინაა, ვეცდები 23-კაციან განაცხადში მოვხვდე და მუნდიალზე ვითამაშო – ეს ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა.რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ იტალიის ნაკრები ძლიერ მეტოქეებთან საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს, პლეიოფში უნდა გავიდეთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.პირლოსთან შედარება ? – ახლა ოდნავ სხვა პოზიციაზე მიწევს თამაში, მეტოქის კართან უფრო ახლოს.ანდრეას დონეს რომ მივაღწიო, ბევრი მუშაობა მომიწევს.ერთადერთი, რაც ახლა პირლოსთან მაკავშირებს, ის არის, რომ ორივეს ბურთის კონტროლი გვიყვარს, მის თამაშს ვაკვირდები და ბევრს ვსწავლობ, საოცარი ფეხბურთელია.საფრანგეთში გადმობარგება ჩემი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო.ლიგა 1 – ის საუკეთესო ახალგაზრდა გავხდი, ეს დიდი მიღწევაა, ამაყი ვარ.პოგბა ? – დარწმუნებული ვარ, რომ “იუვენტუსი” მისგან საოცარ ნახევარმცველს შექმნის, პრინციპში ის უკვე არის უძლიერესი მოთამაშე, თუმცა მომავალში კიდევ უფრო ძლიერი გახდება.ბებერ ქალბატონს ასეთი მოთამაშეების შეძენა უფრო სურს, ვიდრე გაყიდვა.მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნება იქნება, რა თქმა უნდა, ამის სურვილი მაქვს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jibojuve
10 years ago
jibojuve
10 years ago
Reply to  jibojuve

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

arseni
10 years ago

ატლეტიკო მადრიდი არის ახალი სიტყვა თანამედროვე ფეხბურთში

FeNoMeNo-9
10 years ago
Reply to  arseni

უფრო სწორედ სიმეონე. წარმოუდგენელი შეძლო მაგ კაცმა. ევროპას მისი სახით კიდევ ერთი ინოვატორი ახალგაზრდა მწვრთნელი შეემატა!

ალეკო კოკაია

ხოდა თუ სურვილი გაქვს გადმოდი ჩვენთან და სულელური კომენტარების კეთებას თავი დაანებე :forza: :forza:

AKAKI nozadze
10 years ago

+1111 და კავანიც გამოიყოლოს

AKAKI nozadze
10 years ago

უნდა დაგვეთრია ეს თავის დროზე რაა…

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x