ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “ეს იუვენტუსი ყველას ემახსოვრება”

38 მატჩში დაგროვებული 102 ქულა, საოცარი შედეგია, თუმცა ანტონიო კონტეს გუნდმა ეს შეძლო და 2013/14 წლების სეზონი ისტორიაში ოქროს ასოებით შეიტანა : “არ მეგონა, თუ ქულათა ამ რაოდენობას დავაგროვებდით.ჩვენი მთავარი მიზანი ზედიზედ მესამე სკუდეტოს მოგება იყო, სწორედ ამაზე ვიყავით კონცენტრირებულნი.როცა მათემატიკურად უკვე ვერავინ დაგვეწეოდა, მაქსიმუმი გავიღეთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა აგვეღო.არ დავიღლები მადლობების გადახდით, ბიჭებმა საოცარი მატჩები აჩვენეს, გულშემატკივრები კი მუდამ გვერდით გვედგნენ.ისტორიული, რეკორდული რიცხვებია, 102 ქულა, 19 საშინაო გამარჯვება 19-დან, საუკეთესო დაცვა და საუკეთესო შეტევა – ამ ფორმაციის “იუვენტუსი” მუდამ გაახსენდებათ.საიდუმლო ? – გუნდური სული, მთელი სეზონის განმავლობაში.”რომას” სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, ამან კიდევ უფრო გაგვაძლიერა და სტიმული მოგვცა.გუნდური ერთიანობა და გამორჩეული მოთამაშე ? – არ მინდა, რისკზე წავიდე, თუ ერთი კონკრეტული გვარის მოსმენა გსურთ, რუბინიოს ვიტყვი.სამი წლის განმავლობაში მას ძალიან ცოტა თამაში უწევს, მაგრამ განსაკუთრებით დასაფასებელი მისი მონდომებაა, თანაგუნდელებს ყოველთვის გვერდით უდგას და ეხმარება, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენს თამაშობს.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha tsasidze
10 years ago

არის ამის შანსიც ახალგაზრდების დამატების შემდეგ

lasha tsasidze
10 years ago

მიდი კონტე და მოაკეტინე შენს კრიტიკოსებს !!!!!!! მეტი რაღა ქნას ამ კაცმა შარვალს ვერ ჩაიხდის და ტიტველა ტრაკს ვერ დაგვანახებს

AKAKI nozadze
10 years ago
Reply to  lasha tsasidze

:lool: :lool: მართალია ამ სასტავით არამგონია სხვა ნებისმიერმა მწრტვნელმა ლიგა დადოს

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x