მაროტა : “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონტე დარჩეს”
ტურინის “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი, ჯუზეპე მაროტა იმედოვნებს, რომ ანტონიო კონტე მუშაობას დაკავებულ თანამდებობაზე გააგრძელებს : “დღეს არანაირ სიახლეს არ ელოდოთ, შესანიშნავად ჩატარებული სეზონის შემდეგ მთელ ტურინი ზეიმობს.ხვალ დილიდან კი მომავალ სეზონზე ფიქრს ვიწყებთ, უპირველეს ყოვლისა უნდა გაირკვეს მთავარი მწვრთნელის საკითხი.ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და იმედი გაქვს, ანტონიო ჩვენთან დარჩება.ყოველ შემთხვევაში, ხელმძღვანელობა გააკეთებს მაქსიმუმს, რომ კონტე შეინარჩუნოს.ვნახოთ, ორმხრიგი მოლაპარაკებების შემდეგ ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი.ალექსის სანჩესი ? – შესანიშნავი ფეხბურთელია, მის ხილვაზე რომელი უმაღლესი დონის კლუბი იტყოდა უარს.ჩილელი ჩვენს ინტერესთა სფეროში შედის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მისი ფასი, ძალიან ძვირი ღირს.”
ეს რა ჟმოტია რა მართლა