ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : ” კონტეს გარეშე ” იუვენტუსი ” ვერ წარმომიდგენია ”

” ანტონიო კონტე იმ სპეციალისტთა რიცხვში შედის , რომლებიც მხოლოდ გამარჯვებისთვის ცოცხლობენ . ვფიქრობ , თავში აზრადაც კი არ მოუვა არასოდეს რომ შეიძლება დამარცხდეს . მას მყარი სურვილი აქვს , განაგრძოს პროგრესირება . სწორედ ანტონიო გახდა ” იუვენტუსის ” დაბრუნების მთავარი საკვანძო ფიგურა . მისი ძალისხმევა , ფსიქოლოგიური სიმტკიცე არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას , პირიქით არანორმალურად გვმუხტავს და გვიბიძგებს გამარჯვებისკენ . კონტეს გარეშე დღევანდელი იუვე ვერც კი წარმომიდგენია , რადგან ბოლო პერიოდთან შედარებით , მის ხელში არნახული პროგრესი განვიცადეთ . ეჭვიც არ მეპარება , რომ მომავალში ეს პროგრესი გაგრძელდება . ყოველთვის უნდა გვწამდეს საკუთარი თავის , რადგან სხვა თუ არაფერი საფეხბურთო ელიტაში ვართ დაბრუნებულნი . კლუბის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება , ყოველ ეჭვ გარეშე გუნდის საკითელდღეოდ იქნება მიღებული . ანტონიოს წვლილი კი უსაზღვროა , რადგან მან მშვენივრად იცის თუ როგორ გამოიღოს მაქსიმუმი თითოეული მოთამაშისგან . როდესაც ამ სიტყვებს ვიძახი , საკუთარ თავსაც ვგულისხმობ … “

” მას საკუთარი სტილი გააჩნია და ცოტათი ალბათ უხეშიც კი . ” კალიარისთან ” შეხვედრამდე გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი გარკვეულ საკითხებზე , თუმცა მან მოკლედ მომიჭრა : ” არა , არა , არა , არა , არა არ მჭირდება პაუზა , უმჯობესია ვიდეოს ვუყუროთ ” . რამდენიმე წუთის განმავლობაში ლაპარაკიც კი დამავიწყდა . შენ უბრალოდ ამბობე ” ოქეი ” – ს და ჩუმდები , არადა 36 წლის გუნდის კაპიტანი ხარ … მაგრამ ცივ გონებაზე ანალიზებ , რომ ეს ყოველივე ისევ ჩვენს საკითელდღეოდ გაკეთდა . რადგან მან აგვარიდა თავიდან უაზრო ფიქრები , რომლებსაც შეეძელო ჩვენი მიზნისთვის : 102 ქულისთვის ბზარი გაეჩინა . ასე რომ რამდენიმე დღის შემდგომ ბევრი ვიცინეთ ამ ფაქტზე ” .

” ვფიქრობ , ფლორენციაში განცდილმა მარცხმა გამოგვაფხიზლა და მას შემდგომ ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ . გუნდი აღწევდა წარმატებას და პარალელურად ჩემი პირადი საქმეებიც იდეალურად ვითარდებოდა . ვეჭვობ , კრიტიკოსების გაჩუმება მოვახერხე , რომლებიც ერთხმად ლაპარაკობდნენ იმ მინუსებზე რაც სეზონის წინ ფიქსირდებოდა ჩემი მხრიდან . მაგრამ საუკეთესო ხერხით შევძელი საკადრისი პასუხის გაცემა . ამით დავადასტურე , რომ საჭიროებისამებრ გუნდს შეუძლია ენდოს 36 წლის მეკარეს ” .

” მართალია აძური უმთავრეს ფავორიტებში არ მოიაზრება , მაგრამ მეორე ეშელონში ყოფნა ნამდვილად დავიმსახურეთ იმ მიღწევებით რასაც ბოლო წლებში მივაღწიეთ . იყო ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი , ხოლო კონფედერაციაზე ბრინჯაო . ეს ყოველივე კი აჩვენებს მთავარს – გუნდი სწორ გზაზე იმყოფება . იმედი გვაქვს , რომ ფორმის პიკზე გავალთ მუნდიალის მიმდინარეობისას . იმისათვის , რომ მსოფლიოს თასი მოიპოვო უნდა დაამარცხო ისეთი ნაკრებები როგორებიც არიან ბრაზილია , ესპანეთი , არგენტინა , გერმანია – ეს კი ჩვენს საქმეს ერთი ორად ართულებს . მაგრამ თუ მოვახერხეთ იმდენად შორს გასვლა , რომ რომელიმე ამ ჩამოთვალილ ნაკრებს დავუპირისპირდებით , ისინი არ იქნებიან მოხარულნი ამ ფაქტით . იტალიას ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია თავსატეხის შექმნა . მოკლედ რომ ვთქვათ , ყველაფერს დრო გვიჩვენებს ” …

 

წყარო : Football-Italia

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
AKAKI nozadze
10 years ago

:love: ნუმერო უნო

MAXSIMUS
10 years ago

ჯიჯი შენ # 1 ხარ! :love: :up: წარმატებები მსოფლიოზე ფორცა იტალია :italy: :italy: :italy:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x