ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

საუკეთესო თერთმეტეული “სერია ა”-ში, რომლებიც თავის ახალ კლუბში პირველ წელს თამაშობენ – 2013/2014

რამდენიმე ტრანსფერის შემდეგ “სერია ა”-ს კლუბები უფრო საინტერესონი გახდნენ, განსაკუთრებით “ნაპოლი” და “რომა”. მოდით ვნახოთ საუკეთესო თერთმეტეული, თავიანთ ახალ კლუბებში.

მორგან დე სანკტისი, “ნაპოლიდან” “რომაში”, €500,000

“რომას” ახალი იტალიელი ვეტერანი, რომელიც ამ სეზონში საკმაოდ საიმედოდ გამოიურებოდა. 21 მატჩი გოლის გაშვების გარეშე. მას კარიერაში 540 მატჩი დაუგროვდა, მის შემცვლელად კი ლუკას სკორუპსკი განიხილება, 23 წლის სკორუპსკიმ სეზონის ბოლო მატჩი ჩაატარა “იუვენტუსთან” და პაბლო ოსვალდოს დარტყმით მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

ფაუზი გულამი, “სენტ-ეტიენიდან” “ნაპოლიში”, €6,000,000

23 წლის ალჟირელი მარცხენა მცველი საკმაოდ კარგად მოერგო იტალიას. “სენტ-ეტიენიდან” “ნაპლიში” კარგად თამაში არ გასჭირვებია და დაიმკვიდრა ადგილი ნეაპოლელების სასტარტო შემადგენლობაში. მისი მთავარი კოზირი მახვილი პასი, ჩაჭრის ინსტიკტი და ბლოკია. მისი პოზიციის მიუხედავად ნაკლებად უშვებს შეცდომებს, რაც აშკარად მოეწონა რაფა ბენიტესს.

უგო კამპანიარო, “ნაპოლიდან” “ინტერში”, უფასოდ

არგენტინელი ვეტერანი საკმაოდ კარგად გამოადგა “ინტერის” დაცვის ხაზს. მას მატჩში საშუალოდ 2.8 ბურთის ჩაჭრა ჰქონდა, რაც ფენომენალური შედეგია. ვალტერ მაცარის ერთ-ერთი ფავორიტი მცველი, რომელიც “ინტერშიც” და “ნაპოლიშიც” მისი დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრი იყო და გახლავთ.

მედჰი ბენატია, “უდინეზედან” “რომაში”, €13,500,000

ალბათ ამ მცველის გამოტოვება უდიდესი უსამართლობა იქნებოდა. სეზონის საუკეთესო მცველი და საუკეთესო შენაძენი. აშკარაა, რომ მას დაცვასთან ერთად გოლების გატანაც კარგად გამოსდის- 5 გოლი 27 წლის მაროკოელის ანგარიშზეა. მას ტიაგო სილვას ამგვანებენ თამაშის წაკითხვით, ასევე თავს არ ზოგავს მეორე სართულზე ბრძოლებისთვის.

მაიკონი, “მანჩესტერ სიტიდან” “რომაში”, £3,000,000

ერთ დროს მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველი. მისი “სიტიში” გადასვლა აშკარად შეცდომა იყო, მაგრამ ბრაზილიელმა ძალები “რომაში” მოიკრიბა და კვლავ დაბრუნდა ბრაზილიის ნაკრებში, ახლა ის გამოძახებულია მსოფლიო ჩემპიონატზე ლუის ფელიპე სკოლარის მიერ. მოთამაშე თავს არ ზოგავს, ერთვება შეტევებში, ბრუნდება უკან, იტანს გოლებს, როგორც ფორვარდი, უბრალოდ წლის საუკეთესო თავის პოზიციაზე!

კევინ სტროტმანი, “პსვ”-დან “რომაში”, €17,000,000

კევინ სტროტმანი აშკარად სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო იყო სანამ თამაში მოასწრო, უბრალოდ მან უმძიმესი ტრამვა მიიღო აპრილის თვეში, რის გამოც მან დარჩენილი სეზონი გამოტოვა და ახლა მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს, არა და ის აშკარად საუკეთესო ჰოლანდიელია თავის პოზიციაზე. 5 გოლი და 6 ასისტი, ეს მისი მონაგარია, აღსანიშნავია, რომ ის გამოირჩეოდა ლამაზი თამაშის სტილით. მოკლე და გრძელი პასები, ერთ-ერთი უჭკვიანესი ნახევარმცველი ჩემპიონატში.

ერნანეში, “ლაციოდან” “ინტერში”, €20,000,000

აშკარად ჩანდა, რომ ერნანეშში იმაზე მეტი გადაიხადეს ვიდრე ღირდა, მაგრამ მან “ინტერში” უფრო კარგი თამაში აჩვენა. ზამთრის შენაძენი მხოლოდ 2 გოლით შემოიფარგლა, მაგრამ შემტევ და დაცვით პოზიციებში ნამდვილად ლიდერი იყო. ბრაზილიის შემადგენლობაში ლუის ფელიპე სკოლარის ფავორიტი, არა მაგრამ საჭირო ფეხბურთელია. მისი მთავარი კოზირი შორიდან დარტყმაა.

გერვინიო, “არსენალიდან” “რომაში”, £8,000,000

გერვინიო ლონდონურ კლუბში აშკარად ზედმეტი ტვირთი იყო, მაგრამ რუდი გარსიამ აშკარად გაიგო როგორ გამოეყენებინა ეს ფეხბურთელი და სწორედაც, რომ თავის პოზიციაზე უკონკურენტო გახდა “რომას” შემადგენლობაში, ის დარბის ყველაზე მეტს და არიგებს პასებს საჯარიმოში, ასევე იტანს გოლებს, 10 ასისტი, ის სეზონში ასისტებით ალესიო ჩერჩის და ფრანჩესკო ტოტის გაუსწორდა.

ჟოზე კალეხონი, “რეალ მადრიდიდან” “ნაპოლიში” €10,000,000

ეს ფეხბურთელი მადრიდულმა კლუბმა “გამოაგდო”. აშკარა იყო, რომ ის იჩაგრებოდა, მაგრამ მან “ნაპოლიში” ბევრი რამ დაამტკიცა, ჯამში სეზონში 20 გოლი დაუგროვდა, ამ წელიწადში მან მეტი გოლი გაიტანა ვიდრე “რეალის” ბოლო 2 სეზონში. ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ფეხბურთელი იტალიაში, ორივე ფლანგზე თამაში, ასევე ფორვარდად, შედის საჯარიმოში და დარბის მთელ ფლანგზე, განა არის სხვა რამ საჭირო ვინგერისთვის? ის 27 წლისაა, მაგრამ მისი კარიერა უკან-უკან მიდის…

კარლოს ტევესი, “მანჩესტერ სიტიდან” “იუვენტუსში”, £9,000,000

ინგლისში ის ფეხბურთისგან დაღლილი იყო, იტალიაში კი ისევ ლიდერად იქცა, ასევე გადაჭრა მისი უმთავრესი პრობლემა რასაც ევროპული გოლი ჰქვია. მისი მთავარი კოზირი ისაა, რომ ის ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება და ბოლომდე იბრძვის, შეიძლება ის ყველაზე მშრომელი ფეხბურთელია მთელ ევროპაში!

ლუკა ტონი, “ფიორენტინადან” “ვერონაში”, უფასოდ

ლუკა ტონი ამ სეზონში ახლიდან დაიბადა, 20 გოლი “სერია ა”-ში. ის საუკეთესო გამტანებში მესამეზე გავიდა, 36 წლის ფორვარდი ყველაფრის და მიუხედავად საჯარიმოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ფეხბურთელს წარმოადგენს.

ყველას უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის :love:

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sink
10 years ago

მოკლედ გავაკეთე ორიგინალური საიტი საიტი არის ყველა გუნდის ფეხბურთის კალათბურთის და ასე შემდეგ მწერლობის მსურველებმა მომწერეთ პმში და მისამართს იქ გეტყვით.

Luka Makharashvili
10 years ago
Reply to  sink

დამილინკე ეგ საიტი
:kenwvla: :forza:

ALLENATORE
10 years ago

))))) იმობილეე სადაა?? )) :D:D ან ჰერნანესს რა უნდა აქ )) LD მითუმეტეს გონალონსს :D:D ) მაგარი ბანძი 11 ეულია ) :D:D )

AKAKI nozadze
10 years ago

სგ კარგი სტატიააა ისე ლორენტეს მართლა ეკუთვნის აქ ყოფნა

ალეკო კოკაია

კი მარა ლორენტემ რა დააშავა?ვიზე ნაკლებია?

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x