კონტე მალე დროგბას გააოფიციალურებს?
ანტონიო კონტე ტრანსფერების გაკეთებას ითხოვს, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი შეიძლება გამოცდილი, ვეტერანი, მაგრამ ასაკ-შეუმჩნეველი დიდიე დროგბა აღმოჩნდეს. 36 წლის კოტ’დიუარელის მიმართ ტურინელები დიდი ხანია ინტერესს იჩენენ. აფრიკელის მოსვლის შანსს ის უფრო ზრდის, რომ მისი კონტრაქტი იწურება. აფრიკელის ტრანსფერს ასევე გადმოსცემს ჯანლუკა დი მარციო, Football Italia, Bleacher Report. კოტ’დიუარელის გადმოსვლის შანსს ისიც ზრდის, რომ ტურინი მის მიმართ დიდი ხანია ინტერესს იჩენს, გთავაზობთ Football Italia-ს 2013 წლის 5 იანვრის სტატიას : “დიდიეს ჩინურ კლუბთან ყველანაირი ხელშეკრულება დაერღვა, მისი იტალიაში გადასვლის შანსი ნამდვილად არსებობს! ყველაზე დიდი შანსი კი “მილანსა” და “იუვენტუსს” აქვს.”-აცხადებს დროგბას აგენტი. ასევე არსებობს ჭორები, რომ “სინიორას” ხელმძღვანელობამ დროგბას ანელკა არჩია, რომელიც კლუბში უქმად იყო, დროგბა კი ერთ-ერთი უმთავრესი პერსონაჟი იყო “იუვენტუსის” ევროტურნირიდან გამოვარდნის დროს…
Football Italia, Bleacher Report, GianlucaDiMarzio
პაოლო როსი ჟაირზინიო პელე ეუსებიო ბარემ:დ პლატინიც
არ ღირს ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა…სავარაუდოდკონტეც ამიტომ დარჩა..ანუ უტხრეს 1 წლით დროგბას დათანხმდი და მომავალ წელს დავხარჯავთ ფულსო…1 წელი კი ნაღდად გამოგვადგება მარტო ლიგაზე რომ ათატამშონ…ისევე როგორც ევრა
დროგბაა :D:D: ))) ისე ეს ბებერი ბევრს აჯობებს ) მაგრამ პერსპექტივაზე არ ფიქრობენ )) :D:D პლატინისაც ჩააცვით მაისური ათამაშეთ და ეგაა:D::D
სისულელეა. დამერწმუნეთ, რომ სისულელეა
აბა თქვენ იცით,დროგბა კარგია,ახლა იქნებ როჟე მილასაც ვთხოვოთ დაბრუნდეს ფეხბურთში,მერე ჟორჟ ვეა და ეგაა,თავდასხმა დაკომპლექტდება
