ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

არასოდეს თქვა არასოდეს… ორი იუვენტუსი

რა დასამალია და მეც თქვენსავით, ჩემო ძმებო და დებო, ჩემო იუვენტინოებო, ევროპა-ლიგიდან გამოვარდნამ უზომოდ დამწყვიტა გული. ისის იყო, სტამბოლური თოვლი დადნა და ის ჭყაპიც მიმავიწყდა ტურინული ფინალის მოლოდინში, რომ ლისაბონელი „არწივებიც“ თავზე გადაგვაფრინდნენ. კი ბატონო, აქეთ 102 ქულა და რამე, თუმცა… აი, ეს „თუმცა“ მჭამდა და მხრავდა კარგა ხანს. ეს დღეებია ცოტა გამინელდა რამსები და მეც მივუჯექ კლავიატურას.
არ უარვყოფ, რომ ევროპელ ბრაზილიელებთან წაგების დღიდანვე გადაწყვეტილი მქონდა სენიორ ანტონიოზე არცთუ თბილი წერილი „გამომეცხო“. პირდაპირ ვიტყვი, ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ კონტეს თავკაცობით ჩვენ ბებერ კონტინენტზე პირველობა არ გვიწერია. რა ვქნა, ასე ვფიქრობ ნაბენფიკევს და რომ არ ვთქვა თქვენი უპატივცემულობა იქნება, ე.ი. რაც აქამდე მიწერია ნიღაბი და ფასადი ყოფილა, ერთს ვფიქრობდი და მეორეს ვამბობდი. არა, ამას ვერ გაკადრებთ ჩემებურებო!


რაც მიტრიალებს ტვინში ალალად გეუბნებით. ასეა ეს!
მოკლედ, გადავწყვიტე ანტონიოზე დამეწერა და გონებაში როცა მონახაზის შედგენას შევუდექი, ამ დროს გადავაწყდი ფეხბურთზე და ზოგადად სპორტზე მწერალ ქართველთაგან ერთ-ერთი საუკეთესოს, ჭეშმარიტი საფეხბურთო ესთეტის – აკა მორჩილაძის ძველ წერილს. გაგახსენდათ ალბათ აკას სვეტები ძალიან მაგარ გაზეთ „სარბიელში“. ჰოდა, ერთ ისეთ სტატიას შევეფეთე, შორეულ 1996 წელს დაწერილს, რომ პირი ღია დამრჩა. წავიკითხე თუ არა, გავიფიქრე და მთელი გულწრფელობით ვისურვე, ნეტა ისე მწარედ ვცდებოდეთ მე და ყველა ის იუვენტინო, ვინც კონტეს ხელში ევროპულ ხედებს ვერ ხედავს, როგორც „სარბიელის“ ცნობილი მესვეტე შემცდარა თავის დროზე.
თუ არ წაიკითხე, მონაყოლით შეიძლება ვერც დაიჯერო, რომ მორჩილაძის წერილი, რომელიც თავის მხრივ ინგლისური ფეხბურთის და საკლუბო ვარიანტში გამორჩევით „ლივერის“ და „მანიუს“ მეხოტბეა, მრავალთა აზრით ყველა დროის ერთ-ერთ უდიადეს მწვრთნელს – გადამდგარ შოტლანდიელ გენიოსს – რინუს მიხელსის, ელენიო ერერას და ვალერი ლობანოვსკის დარ კოლოსთა რიგში ამაყად მდგარ სერ ალექს ფერგიუსონს შეეხება. მაშ ასე, გავეცნოთ ნაწერს(მცირედ შევამოკლე) და გულისთქმასაც მიმიხვდებით. დასკვნები კი თავად გამოიტანეთ კონტესთან მიმართების ამბავში.
„14.09.1996
არასოდეს თქვა არასოდეს…
ორი მანჩესტერი
ამ განთქმულ კინოსურათს მე ასე გადავაკეთებდი – არასოდეს სთქვა „მანჩესტერ იუნაიტედი“. გამორჩევით მაშინ, როცა ეს გუნდი კარგა მანძილით გასცდება იმ მოხდენილ „ოლდ ტრეფორდს“, ლა მანშს გადაცურავს და კონტინენტზე გადავა.
როგორც კი ალექს ფერგიუსონის გუნდი ევროპის რომელიმე ქალაქში მოხვდება სათამაშოდ(გინდა ეს ქალაქი სტალინგრადი იყოს), იქ მთავრდება მანჩესტერული ფეხბურთი. გინდა თუ არა, უშველებელი ხმაურის, პომპეზურობის და არტისტული მიხრა-მოხრის მიუხედავად, ინგლისის საკლუბო ლიდერი ნაციონალური მნიშვნელობის გუნდად რჩება.
ჩანს, ერიკ კანტონაც მხოლოდ და მხოლოდ კუნძულის მოთამაშე ყოფილა და მეტი არაფერი. წინა უიქენდზე მან ურთულესი გოლი შეაგდო „ლიდსის“ კარში, „დელე ალპიზე“ კი , როგორც იმერლები იტყვიან, ცივი მჭადი უვარდებოდა ხელიდან.
ამ გუნდის, ამ მართლაც ალისფერი კოხტაპრუწების სიდიადე, მხოლოდ კუნძულით შემოიფარგლება. როგორ შეედრება „ემიუ“ ოდინდელ „ლივერპულს“, რომელიც შინაც და გარეთაც პირველი იყო და ყველაფერს ფშვნიდა?
მაშ, არსებულა ორი მანჩესტერი – კუნძულისა და ევროპისა. ერთი მაგარი და მეორე თხლე. ევროპის მანჩესტერი ისეთი გუნდია, ე.წ. „იქსდვას“ რომ ვერ შებედავ, კუნძულისა – პირიქით.
რაშია მანჩესტერის ორსახოვნების საიდუმლო?
ასე მგონია, რომ ეს საიდუმლო თავად გუნდის მწვრთნელშია. სხვანაირად როგორ წარმოიდგენ, რომ ინგლისის მარადიული ჩემპიონი ხან თურქმა ამარცხოს, ხან რუსმა, ხან კიდევ ვიღაც ოხერმა?
ალექს ფერგიუსონი თავისი გაქანებით ერთი საშუალო მენეჯერია. მას ვერ შევადარებთ ვერც ჯორჯ გრემს, ვერც კენი დალგლიშს და ვერც კევინ კიგანს. მაგრამ ეშმაკი შოტლანდიელი ჯერჯერობით ერთადერთი კაცია კუნძულზე, ინგლისურ ფეხბურთს რომ გასაღები მოარგო. ფერგიუსონი არც გულიტის მსგავსი ავანგარდისტია და არც ვენეიბლზის დარი შემოქმედი. უბრალოდ, ფერგიმ ხაზი დაიჭირა – მან შეიმუშავა ინგისურ კლუბებთან მოგების ფორმულა…
ის, რაც კუნძულს ერგება, კონტინენტზე არ გამოდგება. კონტინენტზე ასეთი „მანჩესტერები“ ასობით უნახავთ. ევროპაში ჩამოსულ „კოხტაპრუწებს“ წამსვე სუროგატიული იერი დაედებათ ხოლმე.
ფერგიუსონი არც კაპელოა და არც ჰოჯსონი(დღეს უბრძენესი ინგლისელი). ის, უბრალოდ, წითელცხვირა ალექსია და არ დაუჯეროთ, როცა ამბობს: „მე უკვე ვიცი, როგორ ვითამაშო ევროპაში. იუვეს მაგრად დავხვდებით“. დიახ, მანჩესტერმა თავი მოიკლა, იომა და ოფლი დაღვარა, მაგრამ მაინც წააგო, რადგან იუვეს ფილოსოფია სხვაა, ვიდრე „ლიდსისა“. ევროპის ჩემპიონს ფლანდრიული „შტუჩკებით“ ვერ გააცურებ – მისთვის კანტონას კუნძულური ტრიუმფი დიდი არაფერია. ევროპაში მოსული მანჩესტერი უკეთეს შემთხვევაში განწირულ მებრძოლად გვევლინება, უარესში – უსახურ და სამარცხვინო ბრბოდ.
რატომ? აკი გითხარით – მისი ფეხბურთის გასაღები მხოლოდ ერთ კლიტეს აღებს. ღმერთმა ქნას ორივე გააღოს, მაგრამ ამისთვის…
ეჰ, ამისთვის ბობ პეისლი ან ბრაიან კლაფია საჭირო.“
P.S. ესეც ასე! რამდენჯერმე გადავიკითხე სვეტი და კიდევ არ მჯეროდა, რომ მართლა მაგარმა საფეხბურთო(და ზოგადადაც) მწერალმა შოტლანდიელ გენიაში ვერ განჭვრიტა მომავალი(თუმცა რაღა მომავალი – წერილის დაწერის მომენტში, მართალია ევროპული არა, მაგრამ სამი პრემიერლიგა და კიდევ არაერთი სხვა ინგლისური ჯილდო ჰქონდა მოგებული სერს) ტიტულთმხვეტელი.
P.S.S. ერთი ნატვრა მაქვს – მინდა აკაზე ორჯერ უფრო მეტად მე ვცდებოდე! ინატრეთ თქვენც!

კეთილი სურვილებით – მარად თქვენი „იუვე-ლირი“

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
pinturicchioo
10 years ago

რათქმაუნდა მორჩილაძის სტატიაზე არაფერი ვიცოდი მაგრამ, ის ხომ ცხადზე ცხადია იუვე კონტეთი თუ კონტეს გარეშე და კონტე იუვეთი და თუ მის გარეშე მომავალში ევროპასაც დაიპყრობს.
იმიტომ ,რომ ეს იუვენტუსია.
პ.ს. საღოლ ავტორ , კითხვის დაწყებისთანავე მივხვდი რაზეც იყო საუბარი.
Forza juveeeeee

delpieronedved
10 years ago

ავტორ გენაცვალე

jjj jjj
10 years ago

:love:

AKAKI nozadze
10 years ago

:up: :up: :forza: :forza:

irakli28
10 years ago

:love: :love: :love: საღოლ რა მართლა :love: :love: :love: საუკეთესო ადმინები ყავს ამ გვერდს მიუხედავად იმისა, რო იშვიათად იდება სიახლეები, ხანდახან ისეთი სტატია გაიჩითება რო ვაბშე გავიწყებს სიხალეების გვალვას :lool: :forza: :forza: :forza: :forza:

vaxo turqadze
10 years ago

მიუხედავად იმისა რომ მინდა კონტემ მოიგოს ევროპაში რამე ღირებული იუვესთან ერთად,ჯერჯერობით ამის ვერანაირ საფუძველს ვერ ვამჩნევ,რაც შეეხება აკა მორჩილაძეს,მისდამი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად ფერგიუსონს უკვე ქონდა ერთი ევროპული ჯილდო მოგებული,თასების მფლობელთა თასი 1991 წელს,რომელიც ბევრი დამეთანხმება რომ ახლანდელ ევროპა ლიგას აშკარად სჯობდა,ხოლო რაც შეეხება ლიგას ინგლისური გუნდები მოკვეთილნი იყვნენ ამ ტურნირზე 1985 წლიდან 1995 წლამდე და მხოლოდ მერე დაუშვეს,ასე რომ ფერგიმ 4 წელიწადში მოიგო ლიგა ასე გამოდის და პლიუს მანამდე სამარცხვინოდ არ რჩებოდა ჯგუფში,რეგულარულად თამაშობდა მეოთხედფინალს და ნახევარფინალს…

delpieronedved
10 years ago

ახლა ვნახე ფეისბუქზე Juventus Soccer Schools ასეა მთელ მსოფლიოში ქონიათ სკოლები და რა გახდა ერთი ვარსკვლავი ვერ მოძებნეს რო ათამაშონ თუ დიდ თანხებს ვერ იხდიან ფეხბურთელებში ვინმე ახალგაზრდა მაინც ნახონ

ALLENATORE
10 years ago

კარგი სტატიაა)) ყველანი ვიმედოვნებთ რო იუვე ღირსეულად ითამაშებს ევროპულ ასპარეზზე ) მომავალი წელი იქნება მნიშვნელოვანი ) პირველ რიგში კონტესთვის ვნახავთ თუ არა სიახლეს მის ტაკტიკაში და მიდგომაში ევრო ტურნირების მიმართ ) წელს მე ვერ დავინახე ვერაფერი ) გარდა მისი სიჯიუტისაა ) შარშან ბაიერნთან გამოვარდა გუნდი ) ნუ იქაც იყო შეცდომები მაგრამ დაიწყო ფინანსურ მხარეზე საუბარი და გაგებით შეილებოდა ადამიანი მოკიდებოდა მის ნათქვამს ) მაგრამ უკვე მომაბეზრებელი ხდება ეგ ყველაფერი ) წელს იუვეს ყავდა ის გუნდი და შემდაგენლობა რო პირველი ჯგუფში არ ჩარჩენილიყო ) მეოერე ფინალი ეთამაშა საკუთარ მოედანზე ) მაგრამ შედეგი ? არანაირი? მწვრთვნელის კომენტარები? აფსურდული ) ბენფიკამ დაიმსახურა ფინალში… Read more »

neko_neko.
10 years ago

ფარჩაკია ევროპაში და ბევრჯერ გამოჩნდება კიდე ეგ

gabriel_10
10 years ago

დიდი ხანია აქ არ დამიწერია, მაგრამ ყოველთვის ვკითხულობ და ვეცნობი სტატიებს. ეს უბრალოდ არის სიმართლე. საგოლ კარგია დავით.

vakhtang karchava
10 years ago

დღევანდელი იუვენტუსი მთლიანად კონტეს დამსახურებაა-მან სული შთაბერა და სიცოცხლე დაუბრუნა გუნდს,განა რატომ აირჩია პირველად ფერგიუსონმა კონტე?!ეს კაცი სერია ა-ში იყო ჩაძირული აზრებით და სუპერ შედეგს მიაღწია იტალიაში-ბრავო ანტონიო! აწი უკვე ევროპაზე გადაერთვება,ოღონდ ერთუცბად ეს ვერ იქნება,მთავარია გუნდის შენება გაგრძელდეს,ვარსკვლავები არ არის საჭირო კონტემ იცის ვინც სჭირდება იუვეს,თავში ავარდნილებს ეგრევე უშვებდნენ გუნდიდან,ამიტომ თუ ვინმე წასვლაზე ფიქრობს ჯობია გაუშვან არ არის ტრაგედია ფინანსურადაც ხომ უნდა იყოს გუნდი ძლიერი,ასეა ძმაო ეს ხომ დიდი ბიზნესია,რას იზამ! მოჯის მოუსმინეთ?

vakhtang karchava
10 years ago

მადლობა დათო ასეთი სტატიისთვის!ნაღდი იუვენტინო ხარ!გეტყობა მაგრად გიყვარს იუვე,განსხვავებით ზოგიერთებისგან რომლებიც აგრესიულად გამოხატავენ გულისწუხილს,იუვენტუსი-ეს ხომ დიდი სიყვარულის ისტორიაა! 1985 წლიდან ვგულშემატკივრობ იუვეს და ერთხელ არ მინანია,მაშინაც კი როცა ბ-ში გაუშვეს:მე მჯერა და ვიცი რომ ცოტაც და ისევ დავანგრევთ რეალს ბარსას ბავარიებს!!!უბრალოდ ცოტა მოთმენა ვისწავლოთ-3წლის წინ ამდენს წარმოიდგენდა ვინმე!მარტო ფულის ხარჯვა შედეგს ვერ მოიტანს სიტი,ჩელსი,პსჟ,მონაკო…რამდენს ხარჯავენ მაგრამ ყველა ვერ აღწევს მწვერვალს!

dito chanturia
10 years ago

სგ მაგარი სტატია იყო მე მჯერა კონტესი და ზუსტა ალექსი მომყავს როცა რამეს ამბობენ კონტეს ევროპაზე რამდენი წელი ვერაფერი ქნა ფეგის გუნდმა ევროპაში მაგრამ მერე ანხეთ რაც იყო და როგორც მჯერა რო უფრო ძლიერები ვიქნებით ჩვენ რადგან ერთხელ თუ მიაგნო კონტემ მერე მისი შეჩერება როგორიცაა ვნახეთ იტალიაში უკვვე

JuventinoToko
10 years ago

საუკეთესო სტატია, რაც კი ამ გვერდზე ოდესმე წამიკითხავს…

10 years ago

ვნატრობთ დავით ვნატრობთ
კაი იყო, გამისწორდა. :up: რაღაცა გვაკლდა და მგონი ამ სტატიით გაგვეხსნება მეორე დიხანია :mrgreen:

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x