ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იმობილეს “ბორუსიაში” ტრანსფერი დასრულდა

ჩირო იმობილე მზადაა “ბორუსიას” ფეხბურთელი გახდეს, მას მხოლოდ ფორმალობებიღა დარჩა. ის დროებით იტალიის საწრთვნელ ბაზას დატოვებს, რადგან გერმანელებთან კონტრაქტს ხელი მოაწეროს, მაგრამ მანამდე მას სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს. ის განიხილება რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად, რომელიც “ბაიერნში” გადადის. “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში მოვხვდი. მოუთმენლად ველი დებიუტს.”-აცხადებს იტალიელი. მოთამაშის სანაცვლოდ 19,5 მილიონი ევრო იქნა გადახდილი გერმანელების მიერ, ამ თანხას ტურინული გრანდები ორად გაიყოფენ, “ტორინო” და “იუვენტუსი”.

წყარო : Football Italia

13 thoughts on “იმობილეს “ბორუსიაში” ტრანსფერი დასრულდა

  1. მოღალატე რა შუააშია ) ერთხელაც არ გამოუთქვამს იუვეს სურვილი იმისა რო იმობილესთვის შანსი მიეცა ) ეხლა უყურონ დორტმუნდში როგორ ითამაშებს ) მორიგი შეცდომა იუვენტუსის მხრიდან ) სრული იმპონეტციაა გამოავლინა იუვემ იმობილეს გაშვებით ) ეგრე შეაფასა იტალიელმა ჯურნალისტმა ეგ ტრასფერი ) და სრულიად ვეთანხმები )

  2. წარმატებები ჩირო. ამ კაცის პერსონალური ბალეშიკი ვარ ჯერ კიდევ პრიმავერადან მოყოლებული. დარწმუნებული ვარ მაგრად შეუბერავს გერმანიაში. მარცხნიდან როისი, მარჯვნიდან ბლაშიკოვსკი, უკან მხითარიანი და წინ იმობილე. მშვენიერი კამანდაა. ნუ გასაგებია რო ცუდია იუვეში რო არ დაბრუნდა, მარა მხოლოდ ამიტომ ხომ ვერ ვუსურვებთ 24 წლის ასაკში კარიერის დამთავრებას? რატო ვერ უნდა ითამაშოს დიდი ფეხბურთი არ მესმის. რატო უნდა ელაპარაკა თბილი სიტყვები იუვეს მისამართით, კაცს განათხოვრებებით ამოხადეს სული, იუვეს აღზრდილს თუ იუვე უნდა უყვარდეს, იუვეს რატო არ უყვარს თავის აღზრდილები ერთი? სავსეა სერია ბ და უფრო ქვედა დივიზიონები იუვეს ფეხბურთელებით. რომელმა ითამაშა დიდი ფეხბურთი და რომელს მიეცა შანსი იუვეში დაბრუნების? არცერთს. ერთად ერთი იუვენტინო რომელიც სტაბილურად თამაშობს არის მარკიზიო? სხვები სად არიან? ფოჯაში, კარარეზეში, ჩიტადელაში, პიზაში და ასე უსასრულოდ. საზიზღარი პოლიტიკა აქვს იუვეს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან დაკავშირებით და ღირსიც არიან იუვეს ბოსები, რო აღარავის აღარ უნდა უკან დაბრუნება. ბუნდესლიგის ბომბარდირი რო გახდება იმობილე მერე ირტყავს თავში ხელები მაროტამ და კომპანიამ.

  3. თუ ამას არ უნდოდა მოსვლა მაროტას ბრალია? :chuvak: ვნახოთ რა ჩიტს დაიჭერს ბორუსიაში, მე მაგრად გამიხარდა რო იუვეში არ მოვიდა… :vashaa: :vashaa: :vashaa:

    1. უთხრა მაროტამ წამო იუვეშიო და არ წამოვიდა?

      რა ჩიტს და ევროპის ერტერთი საუკეთესო ცენტრი გახდება,აი ნახავ…

      ნუ ეხლა ოსვალდოს ლორენტეს და მსგავსი სუპერფორვარდების შემყურეს არც მე მინდოდა დიდად იუვეში ამის მოსვლა :chuvak:

      1. ვნახოთ ძმა რასაც იზამს, მე დიდად არც მეიმედება ამ ფეხბურტელის და არც მინდოდა მოსულიყო იუვეში, ტიპი ერთ თბილ სიტყვასაც რო ვერ გაიმეტებს იუვეს მიმართ იმას ჩვენტან არაფერი ესაქმება, დაავიწყდა ვინ აღზარდა მარა არაუშავს… :chuvak: :blin:

  4. რა მორალატე კაით რაა,იუვეს ხელმძღვანელობამ უკანალი არ გაანძრია ამის დასაბრუნებლად რა ჩიროს ბრალია,ადგა და წავიდა უკეთეს ადგილას უკეთეს ჩემპიონატში უკეთეს გუნდში…
    გამიხარდა მაგრად… წარმატებები :love:
    ისე 10 მილიონად ამის გაყიდვას მაროტას გარდა ვერავინ მოახერხებდა,ბრავო კიდევ ერთხელ,შეუდარებელია
    სამაგიეროდ ოსვალდოს გამოისყიდიან,ან მორატას შეიტენიან რავი ბევრი ვარიანტია :blin:

  5. ამას რო უარი ეთქვა და არ დახამდებოდა დორტმუნდზეე იუვეს გაზრდილი მაინც არ იყოს გამზრდელი უნდა დააფასოს მაგ ჩათლახმა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.