ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მუნდიალზე 12 ბიანკონერო ისპარეზებს

ტურინის “იუვენტუსის” შემადგენლობიდან მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება, 12 ფეხბურთელი იასპარეზებს.მართალია, საკუთარი ნაკრერებების გაფართოებულ შემადგებლობებში ბიანკონერებიდან 13 მოთამაშე იყო, თუმცა ფერნანდო ლორენტე ფურია როხას საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა და ეს რიცხვი, შესაბამისად, ერთით შემცირდა.ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა პირლო და კლაუდიო მარკიზიო იტალიის ეროვნული ნაკრების რიგებში იასპარეზებენ, არტურო ვიდალი და მაურისიო ისლა ჩილეს ღირსებას დაიცავენ, შტეფან ლიხტშტაინერი შვეიცარიის ეროვნული გუნდის მცველია, კვადვო ასამოა განას შემადგენლობაში მოხვდა, მარტინ კასერესი ურუგვაის ნაკრებშია გამოძახებული, პოლ პოგბაზე კი იმედებს საფრანგეთში ამყარებენ.

წყარო : Juventus.com

4 thoughts on “მუნდიალზე 12 ბიანკონერო ისპარეზებს

  1. თუ 3-5-2 ითამაშა პრანდელიმ მაშინ ექვსივე იტალიელი იუვენტინო მოხვდება ძირითად სასტავში უეჭველი… თუმცა 4 მცველიან სისტემაზეც შესაძლებელია ექვსივე სასტავში იყოს სასტარტოდანვე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.