ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სქოულზი : “ინგლისმა პირლო უნდა ჩაკეტოს”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ინგლისისა და იტალიის დაპირისპირებაზე ისაუბრა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფლეიმეიქერი იხსენებს არა ერთ მომენტს, რომელიც იტალიურ ფეხბურთს და იტალიელებს უკავშირდება, მაგალითად 2012 წლის 1/4 ფინალი, სადაც იტალიამ ინგლისს პენალტების სერიაში მოუგო. “პირლო მსოფლიოს საუკეთესო ფლეიმეიქერია, მოთამაშე, რომელსაც ყველაფერი აქვს. მიეცით მას დრო და ადგილი და ნახავთ როგორ განადგურდებით თქვენ. ის არის ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ინგლისელებმა ის ვერაფრით შეაწუხეს. 2010 წლის “იუნაიტედისა” და “მილანის” დაპირისპირებაზე ფერგიუსონმა დაგვარიგა თუ როგორ უნდა აგვეყვანა პირლო. ის აყვანითაც და აყვანის გარეშეც ძალიან ძლიერია, ნებისმიერ წამს შეუძლია თამაშის გადაწყვეეტა. 2007 წელს, როცა მას ისეთი ყურადღება მივაქციეთ როგორც ერთ რიგით ფეხბურთელს, მაშინ მილანმა 3-0 მოგვიგო, რაშიც მთავარი პირი პირლო იყო, მაგრამ 2010-ში უკვე ვიცოდით რა უნდა გვექნა და “იუნაიტედმა” “მილანს” ორი მატჩის ჯამში 7-2 მოუგო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პირლო აქედან გავაქრეთ. 2010-ში პირლოს პარკ ჯი-სუნგი იყვანდა, ახლა კი მის პოზიციაზე ინგლისის შემადგენლობაში დენი ველბეკს მივიჩნევ, ის შეტევეაშიც ძლიერია და პირლოს ასევე თავისი პიზიკური სიძლიერითად შეაწუხებს. მთავარია, ინგლისმა პირლო ჩაკეტოს და შემდეგ გამარჯვებასაც მიაღწევენ.”-აცხადებს ლეგენდარული პოლ სქოულზი.

წყარო : Goal

25 thoughts on “სქოულზი : “ინგლისმა პირლო უნდა ჩაკეტოს”

  1. ამას თუ მართლა ჰგონია რო 2010 წლის მილანს იმიტომ მოუგეს რომ პარკმა პირლო ჩაკეტა მაგარი გონებაჩლუნგი ყოფილაD: წარმოიდგინეთ 2007 წლის მილანი და 2010 წლის, მაშინ ჩემპიონები გახდნენ, ნესტა კაკა(თავის საუკეთესო ფორმაში) შევჩენკო, ინძაგი, ზეედოლფი, მალდინი ესენი ყველანი ახალგაზრდები და თურმე 2010 წელს მილანს
    7 – 2 იმიტომ მუგეს რომ პარკმა პირლო პერსონალურად ჩაკეტა :chuvak: ძალიან სასაცილოა. 2007 წელს პირლოს საერთოდ რომ არ ეთამაშა მილანს მაინც ვერ მოუგებდნენ. ამით არ ვაკნინებ პირლოს როლს მილანში, რა თქმა უნდა პირლოსთან ერთად და პირლოს გარეშე ნებისმიერი გუნდი სხვადასხვაა მაგრამ პარკის დედის პირი გავხიე, რა შუაშია.

  2. არტუროს იმდენჯე არქვს ბურთი ჩაჭრილი და ართმეული, რომ არცერთ რეალის ფეხბურთელს ისე არა! ბარსას ფანი=რეალის ფანი

  3. ახლა გადავხედე რეალის ქართულ საიტს და სიცილით კინაღამ გავიგუდე:D იმენა 98 % აზრზე არაა ფეხბურთის და დაემსგავსნენ ბარსას ფანებს:)) ვიდალი უკლასო ყოფილა თურმე და ჩაშლაში და ართმევაში 0:D

    1. არ გაგიკვიდეს ეგეთი პონტები ადრე იყო ხაბიალონსო თუ პირლოო ესეთი თემა გააკეთA ვიღაცამ და…..:D:D ხო ხვდები ნამუსი ახადეს იმენა ანდრეას:D:@ ბუფონი-კასილასზე არაფერს აღარ ვიძახი მაგაზე მთელი რაზბორკებია:D

  4. ეხლა წავიკითხე პოგბას 60 ლიმონად გაყიდვას აპირებენ და ამათ ხო არ აცახცახებთ??? და დელაურენტსმა ინსინე 60 70 ლიმონი ღირსო ეგ ჰო არ უბერავს?? და კვადრადოზე რამე ისმის ??? ბარსასთან შეათანხმა ტრანსფერიო მარტალია ?

    1. რავი პოგბას დარჩენა უნდა და ლაურენტისმა ალბათ იმიტო დაადო ეგ ფასი რო არ გაყიდის, კუადრადოზე არ ვიცი

  5. პირლო ჩვენი ჯოკერია და უნდა გამობიყენოთ. რაც შეეხება ტორინოს შენაძენს მართლაც მაგარი ბიჭი ჩანს ეგ მარტინესი

  6. პირლოს ჩაკეტვაზე გაკეთდება აქცენტი და ვერატი თუ პირლოს ნახევარს მაინც იჩალიჩებს გავღუნავთ ამ წარუმატებელ ნაკრებს..

    1. პირლოს ნახევარს ჩემი აზრით ვერც ინიესტა, ვერც ჯერარდი, ვერც ხავი და მით უმეტეს ვერც ვერატი ვერ გააკეთებს ვერასდროს
      ბოლო 10 წლის მანძილზე ესე მაგრად თამაშსს ვერავინ კითხულობს უბრალოდ კაცი იწყებს შეტევებს და ბოლო პასსაც აკეთებს ასევე შლის შეტევებს + კუთხურები ჯარიმები
      ჩემის აზრით პირლო არის გენია რომლის მსგავსი სტერეოტიპები 50 წელიწადში ერთხელ იბადებიან
      ვერატიმ თავის არსებობის მანძილზე 1-4 გააკეთოს რასაც პირლო აკეთებს და ევროპული ფეხბურთის ისტორიასი შევა როგორც მაგალითად
      ლემპარდი, სქოულზი, დეშამი, დუნგა, ხაბი ალონსო, ფაბრეგასი და სხვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.