ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იწყება !

აბა, როგორ ხართ ძმებო?
ხომ ხართ ფორმაში?
ემზადებით და ელოდებით კბილების კაწკაწით მოახლოებულ საღამოებს, სადაც კათხა ლუდით და თავისი მისაყოლებლის თანხლებით შემოიკრებთ თქვენი ჭკუისებს, მოკალათდებით სავარძლებში, მოიმარჯვებთ პულტს და წავიდაა ხო?!

ვიცი, ვიცი, ერთნაირები ვართ ჩვენ, ერთნაირად შეშლილები ამ ლამაზ თამაშზე. სანატრელი 30 დღის განმავლობაში ხომ საერთოდ ერთი–ერთში გავდივართ. მიუხედავად ყველა პრობლემისა თუ ყოველდღიური ფაციფუცისა, დილიდანვე ვიწყებთ მზადებას საღამოსთვის: ვიღვიძებთ, ვჭამთ, ვსვამთ, ვმუშაობთ, ვსწავლობთ, ვისვენებთ კინკილა ფიქრით – საღამოს უნდა მივუჯდეთ ცისფერ ეკრანებს და ვუყუროთ სპექტაკლებს.   სხვანაირად არ გამოგვივა. ასეთები ვართ ჩვენ და მორჩა!

კი ბატონო, განებივრებული ვართ სხვადასხვა ტურნირებით(„იუვეს“ ყველა თამაშს რომ დამშეული ველოდებით ეს საერთოდ ცალკე თემაა), აქეთ ლიგა ჩემპიონთა თუ ევროპის, იქეთ “სერია A” და ჯიგრული პრემიერლიგური ჯახები, ბუნდესლიგური თრილერები თუ პრიმერადივიზიონის მიდი–მოვდივარ, მაგრამ… მაგრამ, ეს სულ სხვაა! 4 წელიწადი ველოდებით ჩვენ ამას. სრული ოთხი ერთეული წელიწადი! ვუცდით ამდენი ხანი იმ განცდით, რომ აქ უბრალო რამეებს არ ველით. აქ ცოტა სხვა სიმაღლეა, სხვა ჯიგარი და სხვა ემოციაა. ამაზე დიადი რამ ფეხბურთში არ არსებობს! ალბათ, ვერც იარსებებს!

ეს ხომ მუნდიალია – ხელოვნებამდე აყვანილი ფეხბურთის  ფესტივალი!

ჩვენ, იუვენტინოების 95% „სკუადრა აძურას“ ვგულშემატკივრობთ. პირადად მე, ფეხბურთი და იტალია ბაჯომ შემაყვარა, მცირედ მოგვიანებით გავხდი იუვენტინოც(რასაკვირველია, ისევ და ისევ „ღვთაებრივი ცხენისკუდას“ ზეგავლენით).

ყველაფერი პირველი ადამიანს განსაკუთრებულად ამახსოვრდება და მეც, ამდენი ხნის შემდეგ, ცხადლივ მიდგას თვალწინ ამერიკის მუნდიალის პერიპეტიები. მართალია, ბოლომდე ვერ ვერკვეოდი თუნდაც ელემენტარულ საფეხბურთო წესებში, მაგრამ რა დამავიწყებს კონგენიალურ მარადონას და მისი კარიერის უკანასკნელ გოლს(შემდეგშიც ითამაშა ფეხბურთის ღმერთმა, მაგრამ ეს გართობას უფრო ჰგავდა) , სიმპათიურ და მებრძოლ ბულგარეთს თავისი ბალაკოვით და სტოიჩკოვით, ბებეტოს „იავნანას“ და სალენკოს აყვავებას, თმაბუდნარა ვალდერამას და ულამაზესი გოლის გამტან შავ კაცს საუდეთიდან, რომელმაც ნახევარი ბელგია „მაწონზე გაუშვა“…  და მივადექი სუსტ წერტილს, ჩემი და მჯერა ბევრი თქვენგანის დიდ ტკივილს, ზოგისთვის დღემდე სევდანარევ მოგონებასთან ასოცირებულ გენიალურ ბაჯოს და  მის კოხტა „აძურას“.

როგორ იტალიურად გავიდნენ ჯგუფიდან(ბურთების უკეთესი სხვაობით) და შემდეგ როგორ ამოქოქეს ჩვეულად. ფინალი ალბათ ცალკე წიგნს იმსახურებს თავისი პაპანაქება სიცხით, იმჟამინდელი მსოფლიოს ორი სუპერვარსკვლავის დუელით, მწვრთნელთა ტაქტიკური ჭიდილით და უდრამატულესი პენალტების სერიით. ეს იყო საფეხბურთო ფილოსოფიების, რადიკალურად სხვადასხვა მიმართულებების ჯახი.  ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ბრძოლა წავაგეთ!

ასე გავხდი წაგებულის გულშემატკივარი და მოყოლებული აქედან იწყება ისტორია, რომელიც პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც, დიდ იმედგაცრუებებთან ერთად, დიდი გამარჯვებების ისტორიაცაა. ჩვენ გვინახავს ტრიუმფი და შევსწრებივართ ჯგუფში უსახელოდ ჩარჩენასაც, გვახსოვს ეპოქალური, თამამად ვიტყვი, ფეხბურთის სახელმძღვანელოში შესატანი მატჩი გერმანიასთან თავისი ბოლო წუთების დრამით  და რა დაგვავიწყებს 30 წამში დაკარგულ ევროტიტულსაც.

რამდენიმე საათში მორიგი მუნდიალი დაიწყება. ვისთვის ოცნებების სასაფლაო იქნება და ვისთვის კიდევ სიხარულის ცრემლის მომტანი. ჩვენთვის –  ნამდვილი ქომაგებისთვის – მთავარია ვიხილოთ  სპექტაკლები ჩვენი საყვარელი გუნდების შესრულებით, დაუვიწყარი წარმოდგენები უმაღლესი კლასის ოსტატებისგან და ის ჭეშმარიტი ემოცია მივიღოთ თითოეული მატჩისგან, რის გამოც ასეულობით მილიონები აფანატებენ და გიჟდებიან ამ ულამაზეს სპორტის სახეობაზე.

დასასრულს  გაგიმხელთ ერთ ჩუმ ნატვრას. განსაკუთრებით მინდა, იმ პატარა გულშემატკივრებისთვის, ვისთვისაც ეს პირველი მუნდიალი იქნება და ვის გულებსაც იტალიის ნაკრები დაიპყრობს, ჩემგან განსხვავებით ვუსურვო, რომ „აძურამ“ მათი პატარა გულები ბოლომდე გაახაროს!

მაშ ასე, იწყება სანახაობა და ჩვენც აქ ვართ – მოლოდინებით, იმედებით და ცხელი გულებით!

F O R Z A     I T A L I A!!!

“კეთილი სურვილებით – მარად თქვენი იუვე-ლირი “

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
AKAKI nozadze
10 years ago

მარა რავიცი რა გუშინდელი თამაშიდან გამომდინარე ვერ გაიგებ რა მოხდება კაცმა არ იცის სუდია რას გადაწყვეტს

shota kupatadze
10 years ago

ბიჭებო რაგაც მეიმედება აძურის. ნახევარდაცვა – პირლო ვერატი მარკიზიო
წინ – ბალოტელი იმობილე ინსინიე

AKAKI nozadze
10 years ago

მეც ტოო ცუდი სასტავი არ გვყავს და დაცვაში რო იდგეს კანავარო-მალდინის მეოთხედი ვინმე ვაბშე დაგვხატავდა ნუ კარში განუმეორებელი

10 years ago

ფორცა იტალია!!! ჩემი მეორე სამშობლოა :italy: :vashaa:

ALLENATORE
10 years ago

F O R Z A I T A L I A!!!

mishka berianidze
10 years ago

ბუფონისთვის ეს მსოფლიო 5 მაგრამ ერთი რამ საინტერესო 1998 წელს ჯიჯის არცერთი წუთი არ უთამაშია 1998 – 0 2002 – 4 2006 – 7 2010 – 1 სულ ევროზე და მსოფლიოზე ჩაატარა 25 მატჩი ამ მაცვენებლიტ ის იტალიაში 3 ადგილზე იმყოფება მასზე წინ მალდინი – 36 და კანავარო არიან – 26 მესამეზე კი დელ პიეროა – 25 მატჩით სულ კი მსოფლიო რეიტინგი ასე გამოიყურება მალდინი – 36 მათეუსი – 36 ტურამი – 32 კლოზე – 32 კლინსმანი – 32 კასილასი – 29 ანრი – 28 ვან დერ საარი – 27 ზიდანი – 26 ბარტეზი – 26 კანავარო – 26 ბუფონი… Read more »

10 years ago

:up:

alexandre intskirveli
10 years ago

FORZA AZZURRI!!!

gela kulikovi
10 years ago

რატკმაუნდა იტალიას ვბალეჰიკობ მაგრამ ინგლის ვტოვებ ჯგუფსჰი და ურუგვაი გამყავს ტკვენი აზრი არ მაინტერესებს ურუგვაი გამყავს

10 years ago

:love: :italy:

AKAKI nozadze
10 years ago

ხალხო რა მაინტერესებს ადრე ხო იყო საიტი სერია აზე? როგორც premierleague.geა და ლა ლიგასაც აქვს და ეგეთი აღარ არის იტალიაზე?

Samtrediel90
10 years ago

არ მჯერაა,როგორც იქნა იწყება რაა,შემდეგი 1 თვე საფეხბურთო სამოთხე იქნება ჩემთვის… ყველაზე მაგარი რაღაცაა ვერანაირი ლიგა და ევროპა ვერ მივა მსოფლიოსთან
ფორცა იტალიააა :love:
:italy: :italy: :italy: :italy:

AKAKI nozadze
10 years ago

მშვენიერი სტატია დავაი ბიჭებოო :italy: :italy: უნდა თქვათ თქვენი სიტყვა ჯიჯის ბოლო მსოფლიო დღეს წავიკითხე პირლო ამთავრებს სანაკრებოს მსოფლიოს მერე

JuventinoToko
10 years ago
Reply to  AKAKI nozadze

თავად ჯიჯიმ თქვა არამგონია ბოლო მსოფლიო იყოს, 40 წლამდე ვაპირებ თამაშსო

AKAKI nozadze
10 years ago
Reply to  JuventinoToko

ვაიმე მართლააა??? ეგ იქნება აბსოლიტური რეკორდი ექვსჯერ არავის არაქ ნათამაშები მეექვსე იქნება ეგ

10 years ago
Reply to  AKAKI nozadze

მეხუთე იქნება )

AKAKI nozadze
10 years ago
Reply to 

მე წაყვანას ვამბობ თორე ვიცი რო 98ში არ უთამაშია დალშე სუ იყო 2010შიც ერთი თამაში იყო მერე ვიცით რაც მოხდა… მარკეტი:: ხოდა თუ 2018შიც იყო მსოფლიოზე ეგ იქნება აბსოლიტური რეკორდი :love:

| Newsphere by AF themes.
17
0
Would love your thoughts, please comment.x