ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირველი ტურინული გოლი მუნდიალზე და დამარცხებული კასერესი

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ ასპარეზობაში ერთდროულად რამდენიმე იუვენტინო ჩაერთო.უპირველეს ყოვლისა, იტალიელების კარგი გამოსვლა უნდა აღინიშნოს, აპენინელებმა ინგლისის ეროვნული ნაკრები 2-1 დაამარცხეს და ამ სამ ქულაში, დიდი წვლილი ბიანკონერებმა შეიტანეს.ძირითად შემადგენლობაში ოთხი მათგანი გამოჩნდა : ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა პირლო და კლაუდიო მარკიზიო, ჯიჯი ბუფონი ტრავმირებულია, ლეონარდო ბონუჩი კი სკამიდან არც წამომადგარა.მატჩში ანგარიში კლაუდიო მარკიზიომ გახსნა, სხვათაშორის, ეს პირველი ტურინული გოლია მუნდიალზე, სტარიჯის გათანაბრებულს მარიო ბალოტელიმ უპასუხა და პრანდელის გუნდს სამი ქულა მოუტანა.მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყო მარტინ კასერერის ურუგვაიმ, რომელმაც კოსტა რიკის ნაკრებთან წაგებით გამოაცხო პირველი სენსაცია და ახლა სამხრეთ ამერიკელებს, პლეიოფში გასასვლელად, დიდი ოფლის ღვრა მოუწევთ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nika chigladze
10 years ago

ურუგვაი დაემშვიდობება მსოფლიო ჩემპიონატს. არ შეაფასეს მეტოქე და სუარესი სკამზე დასვეს

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x