ლუის ენრიკე თანახმაა სანჩესის გაშვებაზე
მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას სატრანსფერო აურზაური ოდნავ უკანა პლანზეა გადაწეული. თუმცა, გუშინ კვლავ გაიჟღერა ინფორმაციამ, რომელიც ტურინის ” იუვენტუს ” და ჩილელ ფორვარდ ალექსის სანჩეს ეხებათ. იმ შემთხვევაში თუ მოახლოებულ დაპირისპირებაში ჩილეს ეროვნული გუნდი ვერ მოახერხებს სელესაოს ბარიერის დაძლევას, აპენინელები ახალი იერიშის განხორციელებას გეგმავენ კატალონიელთა წინააღმდეგ. თავად მოთამაშესთან მიღწეულია შეთანხმება 5 წლიან კონტრაქტზე, რომლის განმავლობაში სანჩესი წელიწადში 4 მილიონი ევროთი გაიზრდის ჯიბეს. კატალონიელთა ახალი თავკაცი სრულებით არ არის წინააღმდეგი შეელიოს სამხრეთ ამერიკელს, მაგრამ მისი მოთხოვნით ნებისმიერ მსურველ კლუბს მოუწევს ბარსელონას მოთხოვნის დაკმაყოფილება. 25 მილიონი ევრო – ეს სწორედ ის თანხაა რის სანაცვლოდაც შეელევიან ჩილელს. თავის მხრივ მაროტა 18-20 მილიონიან რადიუსში იმყოფება. სანჩესით დაინტერესებული იყო ასევე ლივერპული, მაგრამ გამომდინარე სუარესის ბოლო დროინდელი უხამსი საქციელისა მისი გასხვისება ბრიტანელებს ძალზედ გაუჭირდებათ ( სუარეს 4 თვიანი დისკვალიფიკაცია აქვს ) და შესაბამისად სანჩესის გაფორმება ამ ეტაპზე დაბლოკილია. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის სახელიც დაუკავშირეს ბებერ ქალბატონს გახლავთ 1994 წელს დაბადებული ჰოლანდიელი მემფის დეპაი. ახალგაზრდა მოთამაშე პსვ-ს საკუთრებაა და მისი ტრანსფერი 20 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
წყარო : TuttoJuve
ეხლა მაროტას ჟმოტობის გამო არ დავკარგოთ
დაამატოს ის 5 მილიონი არაფერი უჭირს
სანჩესი უნდა დავითრიოთ 30 ლიმონი რომც დაჯდეს მაინც

სანჩესის ყიდვა აუცილებელია!
მაგარი ბიჭია ძააან… და 5 მილიონის გამო არ ჩააგდებენ იმედია ამ ტრანსფერს… მითუმეტეს თავად სანჩესს სურვილი აქვს იუვეში მოსვლის…