“იუვენტუსს” რაბიოს შეძენა სურს
“იუვენტუსს” სურს შეიძინოს “პსჟ”-ს ახალგაზრდა ფრანგი ტალანტი ადრიენ რაბიო. ცნობილმა იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნა: “იუვენტუსმა” უკვე გააფორმა კონტრაქტი ერთ პარიზელთან, კინგსლი კომანთან, რომელიც “იუვეში” თავისუფალი აგენტის სახით გადადის. ახლა კი ტურინელები მორიგი უფასო ტრანსფერისთვის ემზადებიან – ესაა 1995 წელს დაბადებული ადრიენ რაბიო. “იუვეს” მუდმივი კონტაქტი აქვს ფეხბურთელის დედასთან, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა. ადრიენი უარს ამბობს “პსჟ”-სთან კონტრაქტის გაგრძელებაზე. ამიტომ, მისი გადასვლა ბიანკონერის რიგებში საკმაოდ რეალურია. ”
წყარო: Tuttojuve
აი ძან მაგარია ტალანტია რა სწორედ თუ გაზრდიან ერთ ორ წელში სერიოზული იგროკი დადგება პატარა გამოცდილება ჭირდება და დახვეწა