ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინული ჭორები და სიახლეები

სულ რამდენიმე საათში ტურინის “იუვენტუსს” ოფიციალურად ორი ფეხბურთელი დატოვებს : მირკო ვუჩინიჩი და ფედერიკო პელუზო.სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონტენეგროელი ფორვარდი მის პირად აგენტთან დღეს დილით ესტუმრა აბუ დაბის და სამედიცინო შემოწმება გაიარა, “ალ ჯაზირა” მის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს გადაიხდის, თავად ვუჩინიჩი კი წელიწადში 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.რაც შეეხება ფედერიკო პელუზოს, იგი ფაქტობრივად “სასოულოს” ფეხბურთელია, დარჩა მხოლოდ ტრანსფერის ოფიციალური დადასტურება.ტურინელები იტალიელი მცველის სანაცვლოდ 4 მილიონს მიიღებენ, პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია.

“იუვენტუსისა” და “ვერონას” ხელმძღვანელებს კი ხუან მანუელ იტურბეს თაობაზე შეთანხმების მიღწევამდე სულ რამდენიმე მილიონი აშორებთ.გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბიანკონერები 23 მილიონს იხდიდნენ, “ვერონა” კი 27 – ს ითხოვდა, თუმცა დღეს ეს თანხა 25 მილიონამდე დაეცა.იმ შემთხვევაში, თუ გუნდები ფასზე ვერ შეთანხმდებიან, ფაბიო პარატიჩი და ჯუზეპე მაროტა ტრანსფერში ფაბიო კვალიარელას ჩართავენ და 21 მილიონს დაუმატებენ.შეგახსენებთ, რომ იტურბესთვის ბრძოლა “იუვესა” და “მილანს” შორის მიმდინარეობს, როსონერი თითქოს მზად იყო, 28 მილიონი გაეღო არგენტინელისთვის, თუმცა კონკრეტული წინადადება, როგორც სჩანს, ვერონელებს ჯერ არ მიუღიათ.

ანდრეა ბარძალის ტრავმით მიღებულ დანაკლისს კი ტურინის “იუვენტუსი” მატია ნასტასიჩით შეივსებს, ყოველ შემთხვევაში, ანტონიო კონტე სერბის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს.”მანჩესტერ სიტი” თანახმაა, “ფიორენტინას” ყოფილი უკანახაზელი არენდის წესით გააასხვისოს, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.ნასტასიჩის ალტერნატივად გერმანელი შკოდრან მუსტაფი ან კოლუმბიელი ედერ ბალანტა განიხილებიან.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
snuff-juve
10 years ago

სანჩესი ლუკაკუ ნეტა ესენი მოიყვანონ :love:

dito chanturia
10 years ago

მაზი დააბრუნონ ნასტასიჩი კი არა მაგრა მომკჯდა ეგ ფეხბურთელი

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ნასტატიჩი კაია არ გვინდა მუსტაფი იტურბეც მალე ჩვენი გახდება და მორატა ან ლუკაკუზე დაჩალიჩდნენ ეხლა :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x