ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ბრძოლა ალვარო მორატას ხელში ჩასაგდებად გრძელდება.სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ორშაბათს დილით მადრიდში გაფრენას აპირებს მადრიდელებთან მოლაპარაკებების გასამართად, გუნდები ფეხბურთელის ფასზე ვერ თახნმდებიან, თავად ესპანელს კი, კარიერის გაგრძელება ბიანკონერებში სურთ.შეგახსენებთ, რომ ფლორენტინო პერესი რადამელ ფალკაოს შეძენას აპირებს, რის შემდეგაც, მორატას ყიდვა “იუვესთვის” სავარაუდოდ გაცილებით მარტივი გახდება.

საინტერესოა სიტუაცია ხუან მანუელ იტურბეს გარშემოც.სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ჯანლუკა დი მარციომ საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ისაუბრა : “იტურბეს მიმართ ინტერესს კვლავ იჩენენ “იუვენტუსი” და “მილანი”, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, უპირატესობას ბიანკონერები ფლობენ.კლუბების წარმომადგენლები მილანში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და არგენტინელის ფასზე მიაღწიონ შეთანხმებას, მომავალ კვირას ბევრი რამ გაირკვევა.”

რაც შეეხება პატრის ევრას, როგორც სჩანს “მანჩესტერ იუნაიტედი” მის გაყიდვას მაინც აპირებს.ლუკ შოუს დამატების შემდეგ, გამოცდილ ფრანგს სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება ნამდვილად მოუწევს და გასაკვირი არ იქნება, თუ ევრა ტურინს მიაშურებს.გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის უკანახაზელს პირადი კონტრაქტის დეტალები ჯუზეპე მაროტასთან შეთანხმებული აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ეშმაკებთან ახალი ხელშეკრულება სულ ახლახან გააფორმა, ევრა კარიერას მაინც იტალიაში გააგრძელებს.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Samtrediel90
10 years ago

მორატა მორატა… რა შეუდეს ამ მორატას
ამას ბევრად ჯობია ხესე,თან ბევრად… იმაზე რატო არ ჩალიჩობენ?
იმიტო რო ის კაია და თავისთვის უნდა რეალს და ამ ნაგავს გვტენიან ჩვენ :blin:
კაროჩე რაა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x