ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები ( ევრა, მორატა, იტურბე )

პატრის ევრა, ხუან იტურბე და ალვარო მორატა – ეს ის სახელებია, რომლებსაც ბოლო დღეებია ტურინის “იუვენტუსს” აქტიურად უკავშირებენ.მანჩესტერ “იუნაიტედის” მარცხენა მცველს პირადი კონტრაქტის დეტალები ბიანკონერებთან უკვე შეთანხმებული აქვს, ევრა 2 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი წლიური ანაზღაურება 3,5 მილიონი ევრო იქნება.გასარკვევია მხოლოდ თანხა, რომელსაც “ეშმაკები” 33 წლის ფულბექის გასხვისებით მიიღებენ, ლუის ვან გაალის გუნდი დაახლოებით 3-4 მილიონს ითხოვს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებებში გადამწყვეტი დღე შეიძლება სწორედ დღევანდელი დღე გამოდგეს.

ალვარო მორატა კი ტურინში შესაძლოა არენდის წესით გადმობარგდეს.საქმე იმაშია, რომ ფლორენტინო პერესს ახალგაზრდა ესპანელის გაშვება არ სურს და თანახმაა, ბიანკონერებს იგი იჯარით დაუთმოს.ამ შემთხვევაში ჯუზეპე მაროტას 2 მილიონის გადახდა მოუწევს, მისი გამოსყიდვა 18 მილიონი ევრო დაჯდება.მოლაპარაკებები გუნდებს შორის მადრიდში მიმდინარეობს და იტალიელებს დიდი სურვილი აქვთ, სამშობლოში წარმატებით დაბრუნდნენ.შეგახსენებთ, რომ თავად მორატას ბებერ ქალბატონში სურს თამაში, თუ მხარეები საერთო ენას მიმდინარე კვირაში გამონახავენ, ალვარო ახალ გუნდთან ერთად უკვე ორშაბათს იქნება.

ხუან იტურბე ტურინელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, შესაძლოა, სწორედ არგენტინელი გახდეს ჯუზეპე მაროტას ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ტურინში მუშაობისას.”ვერონა” ფეხბურთელის სანაცვლოდ 28 მილიონს იხდის, ბიანკონერები ამ თანხას ან სრულად გადაიხდიან, ან ბარტერის სახით 23 მილიონსა და ფაბიო კვალიარელას დაუთმობენ ვერონელებს.თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეტა-ბეტას მიმართ სერიოზულ ინტერესს “ტორინო” იჩენს, აღებული ხუთი მილიონით შესაძლოა სრულად დაიფაროს იტურბეს 28 მილიონი.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
10 years ago

პოგბა ცალსახად უნდა იქნას შენარჩუნებული, თუ ვიდალში იძლევიან 63 ლიმონს და ნანის-ეს კარგი ვარიანტია, ამ ფულით უნდა დავიმატოთ სანჩესი, დარჩენილ თანხას დავამატოთ ე/წ “უსარჰებლო იგროკების” გაყიდვებიდან ამონაგები თანხა და ვიყიდოთ დი მარია,და თუ ევრა უკვე ჩვენია-მეტის დამატება არცაა აუცილებელი!!
მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee:

ბენიამინ

დი-მარია პოგბას გაცვლაზეა სერიოზული საუბარი, თავისთავად თანხის დამატებით. იმედია არ გაუშვებენ რა, იტურბე მორატა რო დაითრიონ და ვიდალი-პოგბა შეინარჩუნონ არაფერს არ ვიტვყი. ვინმე უფრო მაგარის დათრევის ტ… რო არ აქვთ შევეგუე უკვე.

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x