ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” და “რეალი” ფასზე შეთანხმდნენ

იტალიური და ესპანური პრესა ალვარო მორატას არაოფიციალურად თვლის ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელად.გუშინ გვიან ღამით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდებმა საერთო ენა გამონახეს და ბიანკონერები ახალგაზრდა ესპანელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 22 მილიონ ევროს გადაიხდიან, გამოსყიდვის სურვილის შემთხვევაში კი სამეფო კლუბს 30-33 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბებერ ქალბატონთან ოთხ წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი წლიური ანაზღაურება 2,2 მილიონი ევრო იქნება.აღსანიშნავია, რომ მორატათი ისეთი გუნდები ინტერესდებოდნენ, როგორებიცაა ლონდონის “არსენალი”, “ვილიარეალი”, “ლივერპული” და “ინტერი”, თუმცა თავად ფეხბურთელის სურვილი ბიანკონერებში თამაშია.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vega
10 years ago

ამათ პოლიტიკას მართლა ვერ გაუგებს კაცი რა. რას ბოდიალობენ თვითონაც არ იციან. სხვის დაწუნბულ ფეხბურთელებს რას დასდევენ ვა როცა ჩვენი ახალგაზრდები გვყავს. თუ ეს იმსახურებს შანშს არ ჯობია ჩვენებმა მიიღოს ეს შანსი? ვინ ბურთის მბერავები მოჰყავთ ვულკანიზაცია ხო არ აქვთ გახსნილი ამ დაბოლილებს?

vakhtang karchava
10 years ago

იუვენტინო17 გეთანხმები ფსიქოლოგიურად მზად არი ეს ბიჭი დიდი ფეხბურთის სათამაშოდ!იტურბეს თამაშებს გადავხედე და გავგიჟდი ძაან მაგარი ყოფილა 28 კიარა 50 ლიმონიც რომ გადაიხადონ არ უნდა დათმონ ეგ მაგარი ტალანტია,აი ვიდალი და პოგბადან ერთერთი აუცილებლად უნდა დაიტოვონ უფრო პოგბა!!! :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

Juventino17
10 years ago

ხო არ ღადაობთ თქვენ???
რეალის სკოლა გავლილი, პრიმერაში და ჩემპიონთა ლგიაზე ნათამაშევი, მაღალი კლასის მოთამაშეა!!!! ფლანგზეც შეუძლია თამაში და ფანტაზისტადაც. რა გაბიადინი რის გაბიადინი ახლოს ვერ მოვა ამასთან. რა თქმა უნდა ამაზე არ უნდა გაჩერდნენ და კიდევ მინიმუმ 2 მაღალი დონის ფეხბურთელი დაიმატონ

d a v i d
10 years ago

22 ლიმონი ამაშI რაამბავია :lool: ისე ეს უნდა ღირდეს 22 ლიმონი და იმობილე 18? :lool: :lool: :lool:

ეს 22 მილიონი სანჩესის ტრანსფერს მოახმარეეეეთ :blin: :blin: :blin:

Giorgi kasrashvili
10 years ago

ეს რა ტრანსფერია ხალხნო…

22 მილიონს დაამატონ 8 მილიონი და სანჩესი იყიდონ…
ანაც მორატა რით ჯობია გაბიადინს რა!!!

გამაგიჟებენ რა ესენი!!!

ანაც ამ იტურბეზე რომ იკლავენ თავს ფუიიიიი :blin:

პადოინი დროზე მოაშორონ გუნდიდან კიდევ!!!

გაბიადინი-ბონავენტურა-მაზი-სორენსენი საკუთარ კადრებს მიხედეეეეთ

Samtrediel90
10 years ago

კიდევ ერთი ნაგავი შემოგვტენეს :blin: 22 მილიონი ტან :lool:
მაქსიმუმ 5 მილიონი ღირდეს ეს…
სანჩესისთვის ან დიმარიასთვის მოეხმარებინათ ეგ ფული არ ჯობდა? ვაი ვაიი

Vega
10 years ago

იმედია გაამართლებს. მაგრამ რეალის დაწუნებული რა უნდა იქნეს. არ ჯობდა ჩვენი ახალგაზრდებისთვის მიგვეცა შანსი?

10 years ago

ეს რა პონტია ტო, 22 მილიონი უნდა გადავიხადოთ და მერე რეალს გამოსყიდვა შეუძლია ? :no

mishka gogrichiani
10 years ago

:blin:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x