“იუვენტუსი” და “რეალი” ფასზე შეთანხმდნენ
იტალიური და ესპანური პრესა ალვარო მორატას არაოფიციალურად თვლის ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელად.გუშინ გვიან ღამით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდებმა საერთო ენა გამონახეს და ბიანკონერები ახალგაზრდა ესპანელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 22 მილიონ ევროს გადაიხდიან, გამოსყიდვის სურვილის შემთხვევაში კი სამეფო კლუბს 30-33 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბებერ ქალბატონთან ოთხ წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი წლიური ანაზღაურება 2,2 მილიონი ევრო იქნება.აღსანიშნავია, რომ მორატათი ისეთი გუნდები ინტერესდებოდნენ, როგორებიცაა ლონდონის “არსენალი”, “ვილიარეალი”, “ლივერპული” და “ინტერი”, თუმცა თავად ფეხბურთელის სურვილი ბიანკონერებში თამაშია.
ამათ პოლიტიკას მართლა ვერ გაუგებს კაცი რა. რას ბოდიალობენ თვითონაც არ იციან. სხვის დაწუნბულ ფეხბურთელებს რას დასდევენ ვა როცა ჩვენი ახალგაზრდები გვყავს. თუ ეს იმსახურებს შანშს არ ჯობია ჩვენებმა მიიღოს ეს შანსი? ვინ ბურთის მბერავები მოჰყავთ ვულკანიზაცია ხო არ აქვთ გახსნილი ამ დაბოლილებს?
იუვენტინო17 გეთანხმები ფსიქოლოგიურად მზად არი ეს ბიჭი დიდი ფეხბურთის სათამაშოდ!იტურბეს თამაშებს გადავხედე და გავგიჟდი ძაან მაგარი ყოფილა 28 კიარა 50 ლიმონიც რომ გადაიხადონ არ უნდა დათმონ ეგ მაგარი ტალანტია,აი ვიდალი და პოგბადან ერთერთი აუცილებლად უნდა დაიტოვონ უფრო პოგბა!!!

ხო არ ღადაობთ თქვენ???
რეალის სკოლა გავლილი, პრიმერაში და ჩემპიონთა ლგიაზე ნათამაშევი, მაღალი კლასის მოთამაშეა!!!! ფლანგზეც შეუძლია თამაში და ფანტაზისტადაც. რა გაბიადინი რის გაბიადინი ახლოს ვერ მოვა ამასთან. რა თქმა უნდა ამაზე არ უნდა გაჩერდნენ და კიდევ მინიმუმ 2 მაღალი დონის ფეხბურთელი დაიმატონ
22 ლიმონი ამაშI რაამბავია
ისე ეს უნდა ღირდეს 22 ლიმონი და იმობილე 18?
ეს 22 მილიონი სანჩესის ტრანსფერს მოახმარეეეეთ

ეს რა ტრანსფერია ხალხნო…
22 მილიონს დაამატონ 8 მილიონი და სანჩესი იყიდონ…
ანაც მორატა რით ჯობია გაბიადინს რა!!!
გამაგიჟებენ რა ესენი!!!
ანაც ამ იტურბეზე რომ იკლავენ თავს ფუიიიიი
პადოინი დროზე მოაშორონ გუნდიდან კიდევ!!!
გაბიადინი-ბონავენტურა-მაზი-სორენსენი საკუთარ კადრებს მიხედეეეეთ
კიდევ ერთი ნაგავი შემოგვტენეს
22 მილიონი ტან 
მაქსიმუმ 5 მილიონი ღირდეს ეს…
სანჩესისთვის ან დიმარიასთვის მოეხმარებინათ ეგ ფული არ ჯობდა? ვაი ვაიი
იმედია გაამართლებს. მაგრამ რეალის დაწუნებული რა უნდა იქნეს. არ ჯობდა ჩვენი ახალგაზრდებისთვის მიგვეცა შანსი?
ეს რა პონტია ტო, 22 მილიონი უნდა გადავიხადოთ და მერე რეალს გამოსყიდვა შეუძლია ?