ევრამ “იუნაიტედი” გაშვებაზე დაითანხმა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინის “იუვენტუსის” მორიგ ტრანსფერად პატრის ევრა შეიძლება ჩაითვალოს.საქმე იმაშია, რომ ფრანგი მცველი დღეს მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს მანჩესტერ “იუნაიტედის” ხელმძღვანელებთან და როგორც სჩანს, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.”ეშმაკები” ბიანკონერების მიერ გაკეთებულ შეთავაზებას დათანხმდებიან, 33 წლის მარცხენა ფულბექი კი ტურინს მიაშურებს.აღსანიშნავია, რომ ევრამ უარი თქვა ინგლისელების 4 მილიონიან კონტრაქტზე და განაცხადა, რომ იტალიაში სურს თამაში, სადაც მისი ანაზღაურება 3,5 მილიონი ევრო იქნება.ტრანსფერის ოფიციალურ დასტურს ორშაბათს უნდა ველოდოთ, თავად მოთამაშე კი, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალის მონაწილე, გუნდს თვის ბოლოს შეუერთდება.წყარო : Tuttojuve
იტურბეზე რა ხდება ან მორატაზე
სავარაუდოდ 2 ივე ძალიან მალე გაოფიციალურდება მარა მორატას ტრანსფერში დევს ერთი პუნქტი რო თუ 5წლის განმავლობაში რეალი სურვილს გამოთქვამს მის დასაბრუნებლად 30-35 ლიმონად სეეძლება მისი გამოსყიდვა
ახალი ის ხდება რო ევრა მგონი უკვე იუვეს საკუთრებაა ასევე უდინეზედან რობერტო პერეირას შეძენა უნდათ რომელსაც ინტერიც აკვირდება და არ იქნება ცუდი თუ კონკურენტს წავართმევთ პერეირას მეორე ის რო პრანდელის გალათასარაიში ჯოვინკოს წაყვანა უნდა და ნეტა 7 ლიმონად მოგვაშორებინა ეგ უნიჭო მორბენალი
იტურბეს გარდა ვერონიდან შეილება რომულო სოუზაც გადავიბიროთ