ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტესთვის თუ კონტეს წინააღმდეგ?

საკმაოდ საინტერესო სიტუაცია არის შექმნილი ტურინის ” იუვენტუსის ” მთავარი მწვრთნელის გარშემო. კარგად გახსოვთ ის პერიოდი როდესაც ანტონიო კონტე თავს იკავებდა კითხვაზე დარჩებოდა თუ არა ტურინში. შემდგომ ანდრეა ანიელის ინიციატივით გაიმართა მთელი რიგი შეხვედრები სადაც შედგა პრინციპული შეთანხმება და ანტონიო მომავალ სეზონშიც უთავკაცებს შავ თეთრებს. პირველი რისი გარანტიაც მაშინ ანტონიომ მიიღო იყო ის, რომ გუნდი არაფრის დიდებით არ შეელეოდა წამყვან მოთამაშეებს. ის რაც უკანასკნელ დღეებში ხდება ფრიად დამაფიქრებელია კონტესთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც. პოლ პოგბას გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მალევე ჩაცხრა და ეს დიდწილად თავად ნახევარმცველის დამსახურებაა, რომელმაც არა ერთხელ განაცხადა კარიერის ტურინში გაგრძელების თაობაზე. მიუხედავად ამისა ტიფოზებს ამოსუნთქვის საშუალება არ დასცალდა, რადგან ეხლა არტურო ვიდალის პერსონაა მასმედიის საშუალებების მთავარი სალაპარაკო თემა. ლუი ვან გაალი და საკმაოდ შეძლებული მანჩესტერ იუნაიტედი ცდას არ აკლებს ჩილელის ხელში ჩასაგდებად. ამის გარდა მაროტა აქტიურად განიხილავს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის სტეფან ლიხტშაინერის გაცვლას პერსპექტიულ პსჟ-ს მცველ რაბიოში…

ჟურნალისტების მოსაზრებით საქმის ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა სერიოზული დაძაბულობა გამოიწვიოს გუნდის შიდა სამზარეულოში, იმის ნაცვლად რომ კლუბმა გაძლიერებაზე იფიქროს წინასასეზონოდ ძირითადი მოთამაშეების გასხვისებით არის თითქოს დაკავებული. კომანის და ევრას გარდა შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ალვარო მორატაც იუვეში იასპარეზებს, მაგრამ გაურკვეველი რჩება იტურბეს საკითხი. არადა მაისის ბოლოს უმთავრეს მიზნად ალექსის სანჩესი სახელდებოდა, თუმცა მისმა სატრანსფერო ღირებულებამ ტურინელები დააფრთხო. დღეისათვის ვერონელები 30 მილიონ ევროს ითხოვენ იტურბეში. მაროტა და კომპანია ცდილობდნენ სხვადასხვა ფეხბურთელის ჩართვას ტრანსფერში, რითაც მიზანს ვერ მიაღწიეს თუმცა მადრიდის ატლეტიკოს გააქტიურება ნამდვილად გამოიწვიეს. შესაძლოა სწორედ აქ ჩაერთო კონტე რომელმაც დაუყონებლივ მოითხოვა შეხვედრა ხელმძღვანელობასთან და შედეგად ტურინელთა შეთავაზება 27 მილიონამდე გაიზარდა.

ერთი სიტყვით წლევანდელი სატრანსფერო პოლიტიკა სავარაუდოდ გადაწყვიტავს ანტონიო კონტეს ბედსაც. თუ ხელმძღვანელობა შესძლებს წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნებას და მის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, ახალგაზრდა სპეციალისტის ხელთ საკმაოდ მრისხანე გუნდი იქნება და წარუმატებლობის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მასსზე იქნება. მაგრამ , რა სურათსაც ეხლა ვუყურებთ ხელმძღვანელობა ანტონიოს ნერვებზე უფრო თამაშობს, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს წინასასეზონო მომზადებაზე…

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

38 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
10 years ago

რა გვეშველება

kirsona
10 years ago

ბიჭებო პეპემ მენეჯმენტში გადაინაცვლა თუ ისევ ფეხბურთელია? :)

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to  kirsona
d a v i d
10 years ago

პეპე რა კაცია :chuvak: ნეტა იტოვებენ თუ უშვებენ? ხომ არ იცით რამე ინფო? :juvee:

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to  d a v i d

ალბათ რჩება, საერთოდ არ ახსენებენ სატრანსფერო ბაზარზე პეპეს

Di Francesco # 1
10 years ago

d a v i d
ჩემთვისაც ვიდალი უფრო მისაღებია, პიროვნულადაც და მოედანზე საქმიდან გამომდინარედაც

d a v i d
10 years ago

+1

vakhtang karchava
10 years ago

ახალი ამბავი დაიდო ვიდალის ტრანსფერი ჩაიშალაო,მაგრა გამიხარდა.ვიდალი და პოგბა არ უნდა გაყიდონ თუ ძლიერ გუნდს აშენებენ,ამ დონის ფეხბურთელს ესენი ვერ იყიდიან და გუნდი აშკარად დასუსტდება.იტურბეს ყიდვას მივესალმები,ძაან მაგარია!კონტესი მეიმედება ეგ იმ პირობით დარჩა რომ,თუ მაგარ ტრანსფერებს ვერ გააკეთებდნენ,წამყვანებს მაინც დატოვებდნენ! :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

kirsona
10 years ago

ჯერ ვიდალის გაყიდვის გადატანა იქნება ჩემთვის ძალიან რთული, და მაგ ფულით თუ მართლა პაულინიო იყიდეს, ეგ ვაბშე კატასტროფა იქნება!

Di Francesco # 1
10 years ago

d a v i d
ვერატი რას გააკეთებს ვიდალის მაგივრად?
ვიდალი ასრულებს სულ სხვა ფუნქციას იუვეში, თუ ვინმე აკავშირებს შეტევას და დაცვას პირველკი არი ვიდალი, ხო უნდა ხედავდეთ კაცი რამხელა სამუშაოს ასრულებს
70 მეტრიდან დარტყმა და გავარდნა არაა ფეხბურთის თამაში, ფეხბურთს თამაშობს ვიდალი, ყველა კომპონენტი აქ რაც დიდ ფეხბურთელს ჭოირდება და ყველა მაღლ დონეზე აქ განვითარებული
მაღალი კლასის ჩამშლელი არი ყველაზე საჭირო პოზიცია დღევანდელ ფეხბურთში

d a v i d
10 years ago

თოკო ძმა თუ არ გაყიდიან მაგას რა ჯობია? მეც ვხედავ თუ რამხელა სამუშაოს ასრულებს ეგ ბიჭი მარა თუ გადაწყვეტილი აქვენ რო გინდა თუ არა უნდა გაიყიდოსო მე მის ნაცვლად ვერატი მინდა რო მოიყვანონ ასე რო ვთქვათ პოგბა და დგება ვიდალის მაგივრად და ვერატი პირლოს სეცვლის ხან პოგბას და ა.შ :kenwvla: აბა ძმა ვიდალი თუ გაყიდეს შენ ვინ გესახება მის შემცვლელად? დე როსი? 30 წელს გადამხტარი?! :boli:

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to  d a v i d

ვერც პოგბა ვერ შეცვლის, ვიდალმა რაც ითამაშა კონტეს იუვეს მეორე წელს ის იყო იდეალური თამაში, პოგბა და ვერატო ორივე კაი ფეხბურთელია მარა ჩემი აზრით არც ერთი და არც მეორე იმას ვერ გააკეთებს რასაც ვიდალი აკეთებს, პოგბას მე უფრო შემტევად გამოვიყენებდი და ვერატის პირლოს ადგილზე, ვიდალის შემცვლელად კიდე ან თვითონ ვიდალი უნდა დარჩეს ან ვინმე მისნაირი უნდა ვნახოთ, გამოკვეთილი ჩამშლი ოღონდ ვიდალივით მრავალმხრივი, პოგბასაც შეუძლია ჩამშლელზე დადგომა მარა მისი პირველადი ფუნქცია ჩამშლელობა არაა, კაცი ბურთთან ერთად რო არი და განსაკუთრებით შეტავაში მაშინაა ყველაზე კარგი, ვიდალის პლიუსები კიდე უბურთოდ სწორად მოძრაობა, ზონების გადაკეტვა, ართმევაზე თამაში და პოზიციის სწორად შერჩევაა, ტაქტიკურად ვიდალი და… Read more »

d a v i d
10 years ago

მტავარია არ გაყიდონ ჩვენი მეფე :love: მე ლიჩნად პოგბას შეველევი და ვიდალს ვერა, იმიტო რო პოლი ადრე თუ გვიან მაინც წავა :boli: აი ვიდალი კი ისეთ ასაკშია არამგონია თუ დატოვებენ სადმე მოინდომოს წასვლა :love:

d a v i d
10 years ago

ვიდალის ტრანსფერს იმ შემთხვევაში მივესალმები თუ მის მაგივრად ვერატის მოიყვანენ :kenwvla: ასეთ შემთხვევაში ღირს დაფიქრება თქვენ რას იტყვით?+ ამას ცოტა ფულიც დაგვრჩება და კიდო ვიღაცას ვიყიდით :love:

BESO BARAMIA
10 years ago

თუ ვიდალი წავიდა პირობით 60 მლნ + ნანი და ლიხტა გაიცვალა რუბიოში და ეს დისპოზიცია გამოყენებულ იქნა სწორად, კერძოდ დი მარიას შეძენა+კარგი მცველი (ჰუმელსი ან ვლაარი ან დე ვრეი)სადაც გამოყენებული იქნება პადოინის, ისლას, კვალის, მირკოს, პელუზოს, ოგბონას გაყიდვებიდან ამონაგები ფული–ეს აბსოლუტურად ოპტიმუმი ვარიანტია.
1. დაცვა– გაძლიერდება ორი მაღალი დონის მცველით(რუბიო,ჰუმელსი ან დე ვრეი) ფორმაცია სუპერ–მადგრადია, ვინაიდან გუნდში არის კასერესი–საკმაოდ მაღალი დონის იგროკი, კიელინი–ბარძალი–ბონუჩისთან ერთად ევრაც დამატებული;
2. ნახევარდაცვა გამონოლითდება–პირლო, პოგბა, მარკიზიო, დი მარია, იქვე ნანი,ასამოა –აბსოლუტური მეგა–მდგრადობა;
3. თავდასხმა–ტევესი, მორატა, იტურბე, ლორენტე, ჯოვინკო–ესეთი ფუფუნება ბევრ ტოპ–გუნდებს არა აქვთ!!

მარად და ყველგან ფოორცა უვეე!! :juvee: :juvee:

bibobibo
10 years ago

Xooo ukve xarisxzea aq saubariiiii 4 celia ukve movidnen egeni gundshiiiii axaliii ideebit gaizaxodnen mashin rogorc barsa aris ise viqnebit maleo gavida 4 celiii ki batono tavidan arevin arapers gtxsovs ramden pegburtelshiii gadayaret tyvila pulii mara rgoliiii hoo sheikra gundis amas exla chirdeba gadzlierebaa da dadeben shedeqs da ar viciiiii ratom ar undat…gunds eyida sanchesi fumelsi iturbe evra aqedan 2 iyides marto aseve maronec tevezi sanchesi iturbe magari sheteva iqneboda aseve skamidan jovinko lorente naxevardac magariiii gvyavs da dadebda shedegs mara vis esmis:D rac ar unda iyos forza juve :forza: 66

10 years ago

ვიდალი პოგბა ლიხტი< ესენი არ უნდა წავიდნენ . და კიდევ ნახევარდაცვა საკმაოფ ძლიერი გამოგვივა . ევრაც მოვა მორატა ჩვენია იტურბეც მოვა . ყველანაირად როცა დაკომპლექტებული ვიქნებით მაინდამაინც მაშინ უნდათ ხო გუნდის დაშლა? :blin:

Di Francesco # 1
10 years ago

ტევესი მისი ხასიათის გამო არ წაიყვანა, დაძაბული ურთიერთობა ქონდათ და არევს სიტოაციასო იფიქრა ალბათ, ზოგი იძახის სკამზე დასმას მოერიდაო, მარა სკამიდანაც გამოიყენებდა ტევესს

10 years ago

მწვრთნელს რომ იმის თავი არ გაქვს ფეხბურტელი მოთოკო, არ უნდა იყო ამ დონის ნაკრების მწვრთნელი. კონტემ მშვენივრად მოთოკა კარლიტო… მითუმეტეს ნაკრები სხვა თემაა და აუცილებლად უნდა გამოიყენო ასეთი კაცი, ტანაც ფორმაში იყო და 19 გოლი სერია ა-ში ცოტა არაა… ყოველშემტხვევაში როდრიგო პალასიოს ყველაფერში აჯობებს კარლიტო…
ხასიათი მარადონასაც არ ქონდა კანფეტი, მარა . . .

bibobibo
10 years ago

Sanchesi pulis gamo dakarges eyidat manamde sanam msoplio daicyeboda mashin itxovda barsa 30 ml da sul ar ekida vis miyidida mere ki msoplioze kargat itamasha da ki miyida arsenals 50mde gaixades ise sanches juveshi undoda tamashiii….fumelsi kide rogor da, arges rom mishyides imobile dortmunds ezrunat magaze ramenairat xelshi chaegdot fumelshi mara ar varga marota verati kide aramgonia dabrundes seria ashi roca sachiro iyo mashin dakarges egec uvicobis bralia moiyvanes exla iturbe morata romelic perspeqtiuli axalgazrdebiiii arian mara egeniiii ligas 1 da 2 celshi ver dadeben esaa cudiiii …ar fobga da arc vidali ar unda gayidon tu undat carmatebis migceva tu… Read more »

10 years ago
Reply to  bibobibo

ხო, ფულის თემაა… ასეტი დამოკიდებულება აქვს ამ გუნდს… პრინციპში სულ ასე იყო, მაგრამ ეხლა ამათმა რომ გაყიდონ პოგბა ან ვიდალი, და აიღონ 60-70 მილიონი, ამ ფულს არ დახარჯავენ და საქმე მაგაშია, თორე თუ დახარჯავენ კიდე ჯანდაბას… ან დახარჯავენ და მოიყვანეც 6 ცალ 10 მილიონიან ჯართს…
იყო დრო, რომ რაოდენობა მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის, მაგრამ ეხლა უკვე ალბათ დროა რომ ხარისხზეც იზრუნონ

Di Francesco # 1
10 years ago

pintu-ricchio
წელსაც ხო იგივე სიტოაცია იყო? და მარკიზიო არ იჯდა სკამზე? ხვისი ტრამვის იმედზე უნდა იყოს მარკიზიო? პადოინი ხო არაა?
ერთერთი ნახევარმცველი წავა უეჭველი, მე მინდა რო მარკიზიო წავიდეს
მისთვისაც უკეთესია და იუვეს რამდენი დააკლდება მერე ნახოს კონტემ

10 years ago

არ წავა არცერთი…

10 years ago

აუცილებელია პოგბა ვიდალი მარკიზიო პირლო იყოს და შეენაცვლებიან ერთმანეთს, ხან მცირე ტრავმაა, ხან ყვითელია, ხან ლიგაა, ხან სერია ა და შესაბამისად სკამზე ჯდომა არცერთს არ მოუწევს…
პადოინის ირგვლივ არ შენდება იუვე, უბრალოდ სხვა შემცვლელი ფიზიკურად არ ყავდა გუნდს შარშან ნახევრდაცვაში

Di Francesco # 1
10 years ago

დათკა
ფინალშიც კაი ტაქტიკა ქონდა არგენტინას, როხო და ზაბალეტა ძან წინ ადიოდა და მასკერანო ხშირად იწევდა უკან, არგენტინამ საერთოდ ყველაზე სწორი ფეხბურთი ითამაშა ჩემი აზრით, უბრალოდ გერმანელი ფეხბურთელების უფრო მაღალი კლასის ხარჯზე წააგეს, შემსრულებლები გერმანელებს უკეთესები ყავდათ
პრანდელიც არ თამაშობდა ბოლო თამაშამდე გამოკვეთი 3-5-2ს მარა დე როსი ხშირად იწევდა მესამე მცველად და ფლანგები ზევით ადიოდა

10 years ago

მკაცრად ორგანიზებული გუნდი გაჩითა პლეიოფებიდან საბელიამ და ცოტა არ იყოს არ ველოდი… არადა ტევესი დახატავდა მაგ გუნდს, სწორედ ეგეთი სეზონი ჩაატარა კარლიტომ წელს, რომ მსგავსი ორგანიზებული გუნდის შემადგენლობაში იყო თავის წინ და უკან სირბილით…

10 years ago

დათკა

კი 10 წელი დასჭირდა ლიოვს, მაგრამ ტრაპოატონიმ თქვა ამასწინათ, იტალიაში მოთმენის უნარი არ აქვთო და პირველივე წლებში მაქსიმუმს ითხოვენო…
ქართველებიც მასე ვართ

Di Francesco # 1
10 years ago

_______________________________ბუფონი______________________

______________ბარძალი_________ბონუჩი___________კიელინი______

ლიხშტაინერი________ვიდალი______პირლო______მარკიზიო______ევრა

________________________მორატა______ტევესი__________________

არაა იუვე მორატას მყიდველი, სეიძლება ვაფშე კონტემ სეაჩერა ტრანსფერი იმიტო რო მის სქემაში მორატა ვერ ჯდება, კაცს უკვე მიგნებული აქ წარმატებული ტაქტიკა და მაგას შეცვლის? აგერ კოსტარიკამ და ჰოლანდიამ სასწაული მოახდინეს მაგ ტაქტიკით

Di Francesco # 1
10 years ago

მორატას კიარა იტურბეს

Di Francesco # 1
10 years ago

პოგბასა და ვიდალს შორის ერთერთს რო უშვებდნენ ახალი ამბავია? შარშანდელიდან მოყოლებული მაგაზე იწერება
თქვეი აზრით პოგბა – ვიდალს შორის ერთერთის გაშვებით მეტი დააკლდება იუვეს თუ მარკიზიოს სკამზე ჯდომით დააკლდა უკვე? რა მნიშვნალობა აქ ვინმე გაუშვებენ თუ მთელი სეზონი სკამზე იჯდება?
პირლო – ვიდალი – მარკიზიო არი 3 ფეხბურთელი რომლის ირგვლივაც იუვე აშენდა და კონტე თუ თვლის რო რუბინიოს და პადოიის ირგვლივ აშენდა იუვე მაშინ ეს ორი დატოვოს და შეუძლია ნახევარმცველები გაყიდოს
ვიდალს რო ყიდი მაშინ დე როსიზე ნაკლები არუ ნდა მოგყავდეს მის შემცველლად, დღეს იუვეში ვიდალის ნახევარიც არ თამაშობს, რო შეცვალოს

jjj jjj
10 years ago

ცოდოა კონტე

10 years ago
Reply to  Dutch

სათანადო გამოსვლა არ გვყოფნის და მიდის მერე კონტეს გინება და ყველაფერი მას ბრალდება… :lool: ჩმონტე, ყლონტე და ა.შ. კომენტარები :lool:

10 years ago

ვიდალი და პოგბა თუ გაუშვეს წელს ესენი გუნდს ვერასოდეს ააწყობენ…დანარჩენი კიდე არაუშავს…
მორატას და იტურბეს მოყვანა არ ნიშნავს იმას, რომ კონტეს უნდა დაბრალდეს შესაძლო წარუმატებლობა…

სანჩესი, ჰუმელსი და ვერატი მოიყვანონ და თუ შედეგი არ დაიდო, პირველი ვიტყვი კონტეს საწინააღმდეგოს, მარა მორატა და იტურბე პირველივე სეზონში ლიგას ვერ მოგვაგებინებს და ეს ყველასთვის ნათელი უნდა იყოს…

| Newsphere by AF themes.
38
0
Would love your thoughts, please comment.x