ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის სატრანსფერო ციებ ცხელება

ანტონიო კონტეს მოულოდნელმა წასვლამ და მის ადგილზე მასიმილიანო ალეგრის დანიშვნამ გარკვეული სახის კითხვის ნიშნები დაბადა სატრანსფერო ბაზარზე. ბოლო პერიოდში ტურინელებს სამ ფეხბურთელს უკავშირებდნენ. ევრა, მორატა და იტურბე. ეს უკანასკნელი დღეს ოფიციალურად გახდა 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ რომას ფეხბურთელი. მთელი რიგი კითხვის ნიშნები გაჩნდა თუ რას აპირებდა კლუბი არტურო ვიდალის და პოლ პოგბას საკითხზე, თუმცა გუშინდელმა პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ ტურინელები არ გეგმავენ წამყვანი მოთამაშეების გაშვებას და პირიქით გუნდის გაძლიერებაზე დაიწყებენ ზრუნვას. ევრა და მორატას საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ისინი მალე მოირგებენ შავ თეთრ მაისურს. ალეგრი ორივე მათგანის ხილვას მიესალმება გუნდში. მორატა სავარაუდოდ უკვე სამშაბათს უნდა შეუერთდეს გუნდს. მისი ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაჯდება და რეალს ექნება საშუალება სურვილის შემთხვევაში 35 მილიონ ევროდ გამოისყიდოს რამოდენიმე სეზონში. მათ გარდა ბიანკონერის უკავშირებენ სიმონე პასტორეს, ეიზიკელ ლავეცის,სტეფან იოვეტიჩს, დავიდე ასტორის და სტეფანო სავიჩს. ჟურნალისტების მტკიცებით ალეგრი ტრეკუარტისტას ეძებს 4-3-1-2 ტაქტიკური მონახაზისთვის და ამ როლში ყველაზე მეტად ხავიერ პასტორეს ხილვა სურს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
misha77
10 years ago

პასტორე თუ გადმოვიდა კაი ტრანსპერი იქნება, თან იტალიაში ნათამაშები აქ და არ გაუჭირდება ადაპტაცია

lasha jangavadze
10 years ago

იო იო და პასტორე მაიყვანოს მაგრამევასება ორივე და მაგრამინდა ტურინში მათი ხილვა

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ეს არ ღირს ძან ძვირი + პსჟს ვიღაცის გაყიდვა უნდა რო დი მარია იყიდოს და უნად მიაწვნენ რა + იო იო დაიდოს და დაცვაში კაცი უყიდონ 1თი :forza: :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ძალიან საინტერესო მოთამაშეები არიან ამ სიაში ამრტო ლავეცი არ გვინდა რა უჟე 29 წლისაა მგონი იო იო და პასტერე + ასტორი მოიყვანე და ევრა მოდისო მორატას თუ 18 ად ვყიდულობთ და მერე 35 აქ უფლება ნუ 17 მილიონი არ არი ცოტა მოგება თუ არ იყიდა და დარჩება ჩვენთან მოკლედ ველი ტრანსფერებს და ლიგაზე უკეთეს გამოსვლას :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x