ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტეს უკანასკნელი 48 საათი იუვეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე

მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტეს წასვლიდან რამდენიმე დღე გავიდა, არ ცხრება აურზაური მისი მოულოდნელი გადაწყვეტილების გარშემო. თანდათანობით გულშემატკივრისთვის ცნობილი ხდება ფაქტები, რის გამოც ბიანკონერის ექს თავკაცმა დატოვა დაკავებული თანამდებობა. პოპულარულმა გამომცემლობებმა Republica”, „Stampa” და „Coriere dello Sport” ანტონიოს უკანასკნელი ტურინული 48 საათის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია…

Republica-ს ინფორმაციით ყველაფრის თავი და თავი იყო ფსიქოლოგიური გადაღლა სატრანსფერო პოლიტიკის გამო. უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა, როგორც ჩანს ხუან მანუელ იტურბეს საკითხი. მას შემდეგ რაც გუნდმა წარუმატებლობა განიცადა ალექსის სანჩესის ტრანსფერზე, მთელი ყურადღება გადატანილ იქნა ვერონას გარემარბზე, თუმცა გახდა თუ არა ცნობილი, რომ არგენტინელი კარიერას რომაში განაგრძობდა, ანტონიო კონტემ დაუყონებლივ მოითხოვა ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. ვნებათაღელვის პროცესში მხარეები ერთმანეთს ორშაბათს საღამოს შეხვდნენ და გვიანობამდე აგვარებდნენ ყველა საკითხს კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით. მეორე დღისით კი კონტემ დაკავებული პოსტიდან გადადგომის შესახებ პერსონალს და მერე უკვე გუნდს გაანდო. 18:30 წუთზე კი ორივე მხარემ მოაწერა ხელი კონტრაქტს რითაც ოფიციალურად გაუქმდა ხელშეკრულება. შედეგად ამიტომაც იყო, რომ ანიელის გამოსათხოვარი წერილი უმოკლეს პერიოდში გამოქვეყნდა. ეს არ იყო მოულოდნელი ინფორმაცია ხელმძღვანელობისთვის და რაიმე შოკის მომგვრელზე საუბარი ზედმეტია.

Stampa” და „Coriere dello Sport” თავის მხრივ აცხადებენ, რომ მის პოზიციაზე არანაირი კონკურსი არ არსებობდა და ყველაფერი წინასწარვე იყო ცნობილი. ჯერ კიდევ მაისის თვეში, როდესაც პირველ დაძაბულობას ჰქონდა ადგილი, არსებობს მოსაზრება რომ მაროტას უკვე ჰქონდა შეთანხმება მიღწეული მასიმილიანო ალეგრისთან. სხვათაშორის პაველ ნედვედს მანჩინის მოყვა სურდა გუნდში, რომელთანაც ჯერ კიდევ ლაციოდან მეგობრობს და მაროტას ამ გადაწყვეტილებამ მცირედი გაღიზიანება გამოიწვია, ისევე როგორც კონტეს მოულოდნელმა აბარგებამ, მაგრამ ყველაფერი უკვე მოგვარებული იყო. მანამდე ინფორმაცია შეთანხმდა პარატიჩისთან და ჯერი ანიელიზე მიდგა და მის დათანხმებაზე. და ბოლოს ჯუზეპემ პირად ნომერზე გაუგზავნა შემდეგი შინაარსის მქონე შეტყობინება მილანის ექს მთავარ მწვრთნელს: ” ტურინში გელოდები, საქმეზე უნდა დავილაპარაკოთ “.

ნიშნავს თუ არა ყოველივე ეს იმას, რომ ” იუვენტუსში ” უმთავრესი სიტყვა ჯუზეპე მაროტას ეკუთვნის?

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
misha77
10 years ago

წავიდოდა აბა რას იზავდა ერთი ფეხბურთელი ვერ უყიდეს ვისაც ითხოვდა, და მაგასტან ერტად ვიდალის და პოგბას გაყიდვაზე ბაზრობდნენ

svani
10 years ago

მე აბსოლიტურად ვეთანხმები პინტუს. გერმანიის და ბავარიის მაგალითი ცალსახაა. გუნდებმა სწორად გაწერეს სამომავლო გეგმა და შედეგიც მიიღეს. აქ ვიღაცეები ლიგის მოგებას რატომ ითხოვენ პადოინებით არ მესმის ( კომპეტენციის ნაკლებობაა სავარაუდოდ). გუნდი უნდა შეიკრას და ნელ ნელა ყველა პოზიცია გააძლიერო. ასევე სათადარიგო სკამიც. მე დაწრმუნებული ვარ კონტე მოიგებს ლიგას, ოღონდ იმედია იუვეს მწვრთელობით. კონტე დაბრუნდება და იტყვის თავის სათქმელს მაგრამ იმედია ეს მალე მოხდება. ხელმძღვანელობა კიდე მალე მიხვდება რა დედიმისისაც ჭამეს. აქ ზოგზოგიერთები ალეგრის ტაქტიკურად და უშიშრობით კონტეზე წინ აყენებენ. ბარსას რომ მოუგო ჩემო ძმებო, მერე ლიგაზეც კი ძლივს გავიდა ისე ითამაშა სერია ა-ში და თქვენ თუ გინდათ, რომ წელს იუვემ… Read more »

vakhtang karchava
10 years ago

ძმებო რა იყო იუვეს უმთავრესი მიზანი კონტე როცა მოიყვანეს? ღირსების აღდგნა,3 ვარსკვლავი მკერდზე!კალჩიოპოლის შემოქმედთათვის დამტკიცება იმისა,თუ ვინ არის აქ მთავარი!კონტემ ეს პირველივე 3 წელს შეასრულა,თან როგორ,მთელი თავისი რეკორდებიანად,რომელსაც ვერ მოხსნის ვერავინ!!!ამით იუვემ შუა თითი უჩვენა მაგათ!კონტე მთელი არსით ჩართული იყო სერია ა-ში,ლიგაზე არ იყო კონცენტრირებული,ნუ რაც გამოუვიდოდა ეგ იყო.ამით კონტემ დაამტკიცა თავისი გენიალობა!მისი კრედოა გამარჯვება,ეს მის ხასიათშია.ამიერიდან ის უკვე ლიგაზე იყო გადართული,ამიტომაც იცოდა რა ამ სასტავით წარმატებას ვერ მიაღწევდა,სურდა გუნდის გაძლიერება,რეალობის ფარგლებში,რა თქმა უნდა.მჯერა ერთ-ორ წელიწადში ის ლიგას დადებდა,და თან შეიძლება რამდენიმე მიეყოლებინა კიდეც,რადგან ის მაქსიმალისტია!ასე რომ მისი გაშვება დიდი შეცდომა იყო,ჩემი აზრით… :forza: :juvee:

10 years ago

იასნა, კონტეს მიზანი იყო ლიგის მოგება და როგორც იუვეს გულშემატკივარი და იუვენტინო, მისთვის მთავარი არ იყო ის რომ ლიჟბი ემონაწილევა მაგ ტურნირზე… უნდა მოეგო კიდეც… აი მაროტას და კომპანიის მიზანია ლიჟბი იმონაწილეონ და მეოთხედფინალმდე მისვლით აკეთონ ის ფული, რასაც მაგ ეტაპმდე იძლევა უეფა… შარშანწინ იუვემ ლიგის მფლობელ ბაიერნზე მეტი შემოსავალი მიიღო ლიგიდან, მაგრამ რამდენი დაიხარჯა სეზონის ბოლოს ტრანსფერებზე? იყიდეს ერთი სხვებთან შედარებით ნორმალური ტევესი, რომელიც 10 მილიონი დაჯდა სულ მგონი… ალეგრიმ რომ ლიგა მოიგოს წელს, ეს იქნება გავარდნა და არა ის რომ იუვეს ჰეგემონია დაბრუნდა ევროპაში. ჰეგემონიას სწორედ კონტე აბრუნდება ნელ ნელა…ჯერ იტალიაში გააკეთა ეგ და მალე ევროპის დროც მოვიდოდა…… Read more »

Vega
10 years ago
Reply to 

არასოდეს ვიყავი ალეგრის ბალეშიკი მაგრამ მგონია კონტეზე უფრო თამამ თამაშს ათამაშებს ალეგრი.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

კიდევ 1 მოთამაშეს უკავშირებენ იუვეს რომლის ყიდვას რომა უკვე თვეებია ცდილობს საუბარია მონაკოს ახალგაზრდა ბელგიელ ტალარნტზე ფერეირა კარასკო მგონი ასე წარმოითქმება მისი სახელი და გვარი

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ინტერი პატოსაც ყიდულობს როგორც ჩანს
ეხა ჩვენ კანდრევას მოყვანას ჯჯობია იო იო და პასტორე მოვიყვანოთ ან ლამელა რომელიც სულ რაღაც 15 ლიმონი ღირს და საკმაოდ კარგი ტეხნარია :forza:

10 years ago

ნანი რო ნანია, ის ვერ უყიდეს კაცს სამი წელი ითხოვდა, როგორც იწერებოდა… სანჩესი დაკარგეს, იტურბე დაკარგეს და წავიდა რა, და მაინც წავიდა იმიტო, რომ მიხვდა რომ ამ შემადგენლობით თვითონ ანუ თავად კონტე ლიგას ვერ მოიგებდა და წავიდა როგორც გამარჯვებული მწვრთნელი და ამაზე ყოველთვის იქნება სალაპარაკო…

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to 

ნანი რა საყიდი ფეხბურთელია მაგაზე ზარმაცი და ღორი მეორე არ მეგულება ნუ იტურბე დაკარგეს მარა იტურბეს ინტერვიუში გამოჩნდა რო რომში უნდოდა თან არგენტინელების ფაქტორმაც ითამაშა როლი რომა ინტერი უფრო ახლოსაა მაინც არგენტინელებთან და მარა ეგ მაინც დაკარგულია ნუ მე იტურბეს მოსვლას პასტორეს მოსვლა მირჩევნია და ეხა სანჩესმა თვითონ თქვა სერია A ში არ მინდაო ეგ კი არა ლივერპულში არ გადავიდა ისე უნდოდა არსენალში თამაში და რა ექნათ?

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

კანდრევას თრეულობენ მგონი არადა რა იმედი მქონდა პასტორესი ეგეთი კრეატივი უფრო გვჭირდებოდა მარა კანდრევაც არაა ცუდი ნუ

10 years ago

ელამი და ბრუციანი ეძახე შენ :loool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to 

100% დარწმუნებული ვარ რო ალეგრის გაცილებით მეტს უყიდის ვიდრე იუვეს და ამის მიზეზებზე ქვემოთ ვილაპარაკე :forza:

Vega
10 years ago

+ ამ ყველაფერს ცოტაც თავზეც აუვარდა ბოლო დროს ძალიან თავხედობდა რქებით აწვებოდა ყველაფერს მერე კი ბოდიშებს იხდიდა. თავხედობა კი იუვეში არავის პატიობენ, კონტეს კი არა დავიდს დააუმტვრიეს რქები თავზე.

მე მაინც მჯერა კონტე ლიგაზე ვერაფერს იზამდა არც როტაციებს მიმართავდა და მშიშარა იყო ცვლილებებზეც ყველაფერმა ამან გამოიოწვია ის რაც მოხდა. კონტეს წასვლით ტრაგედია ნამდვილად არ მომხდარა და ტრაგედიის შექმნა არის დიდი სისულელე. კონტე კი არა ლიპი მოჯი და დელპო წავიდნენ და თავი არავის მოუკლავს.

10 years ago
Reply to 

არა, რა თქმა უნდა ტრაგედია არც კონტეს და არც მაროტას და ანიელის წასვლით შეიქმნება, მაგრამ კონტეს გუნდი სტაბილურობით გამოირჩეოდა… ალეგრის გუნდი ჩემი აზრით ადგება და სიტყვაზე მილანს გასვლას მოუგებს და მერე სახლში სასუოლოსთან წააგებს…

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to 

მაგაში გეთანხმები მარა ალეგრი მე ვფიქრობ მაინც ლიგის პონტშია მოყვანილი რო გუნდმა კარგი შედეგი ნახოს ფინანსურად ლიგიდან კაი მაყუთი მოდის რასაც სერია A ზე იმდენად ვერ ვიტყვით ალეგრის 1 კონკრეტული მატჩის მოგება კარგად გამოდის

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მარტა რო მართავს იუვეში მთელ მენეჯმენტს მაგაში ახალი არაფერია მარა ასე მგონია რო ალეგრის გაცილებით მეტ მოთამაშეს უყიდის იუვე ყველა ხედავდა რო კონტე არ იყო იმ ყაიდის სპეციალისტი რო ლიგა მოეგო იტალიის სერია Aს მოგება კიდე ამ კონტიგენტიდაც შესაძლებელი იყო კონტეს ტიპის მწვრთნელები უფრო გრძელი ტურნირების მოსაგებად არიან დაბადებულები მარა ლიგას ისეთი სპეციალისტი ვერ მოიგებს რომელიც როტაციების ერიდება და ცვლილებებსაც დიდად არ მიმართავს ალეგრი ამ მხრივ სხვა თემაა მუდმივ როტაციებშია და მილანში სერია Aც მოიგო ლიგაზე ბარსელოანც დაიხია თავის დროზე და ვფიქრობ ალეგრის მოყვანა პირველ რიგში ლიგაზე წარმატებით გამოსვლის სურვილმა განაპირობა სადაც წინა წელს ჯგუფში ჩავრჩით და ფინანსურად გუნდს სერიოზული… Read more »

10 years ago

კონტე ვერ მოიგებდა ლიგას და ალეგრი მოიგებს? ლიგის მოგება დიდი ხნით გადაიწია… ან ჩელსის ვარიანტში, მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლმა რო მოიგო ლიგა, ეგ თუ გვიშველის… ანუ თუ გაგვივარდება ეგაა… როგორც მონაკოს ან პორტოს გაუვარდა გასულ წლებში… კონტეს გუნდი იყო სტაბილური და ძლიერი და ისევე როგორც გერმანიის ნაკრები, ნელ ნელა მივიდა მსოფლიო თასამდე, და არ შეუცვლიათ მწვრთნელი ისე ნელ ნელა მივიდოდა კონტე ლიგის თასამდე. გასული წარუმატებლობებისთვის რომ ლიოვი შეეცვალათ, არ მგონია მსოფლიო გერმანიას მოეგო… ასე რომ მე იმის თქმა მინდა, რომ ყველა მწვრთნელს უნდა აცალო და მისცე დრო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პადოინით ვინმე ლიგას მოიგებს, რამდენი ხანიც არ უნდა… Read more »

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to 

კონტე არავისზე ნაკლებად არ მიყვარს როგორც იუვენტინო მომწონდა იუვეს რო წვრთნიდა მარა მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ რო ალეგრი კონტეზე კარგია ტაქტიკაში და საჭირო შემთხვევაში შეტევაც შეულია და დაცვაც ანუ რისკი არ აშინებს ლიგა კიდე პატარა ტურნირია სადაცმის მოსაგებად ეს ყველაფერი საჭიროა ალეგრის როცა ყავდა გუნდი ლიგაზე ბარცელონებს უგებდა და საკმაოდ კარად ათამაშებდა მილანს კონტეს წასვლას არ ვამართლებ მარა ალეგრის გაცილებით მეტი შანსი აქ ლიგაზე უკეთესი შედეგი დადოს სერია Aს კი ისე მარტივად ვერ მოიგებს ვნახოთ იმედია იო იოს და პასტორეს უყიდიან კიდე ასტორი შეილება 8 ლიმონად მოვიდესო და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას :forza:

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x