ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინი იოვეტიჩის დამატებას განიხილავს

ტურინის ” იუვენტუსი ” საკმაოდ დიდი ხანია რაც სტეფან იოვეტიჩით არის დაინტერესებული. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ჩერნოგორიელი ფორვარდი ფლორენციული კლუბის ღირსებას იცავდა იუვეს ხელმძღვანელობა ცდილობდა მის გადმობირებას, თუმცა ორ კლუბს შორის არსებული მძიმე ურთიერთობის ფონზე გარიგება არ შედგა და სტეფანმა კარიერა სიტიში 26 მილიონ ევროდ განაგრძო. პრემიერ ლიგაში მას არცთუ სახარბიელოდ მისდის საქმეები. გაუთავებელმა ტრავმება და არა სასურველმა ფიზიკურმა კონდიციებმა შედეგად ის მოიტანა, რომ იოვეტიჩი სულ რამდენიმეჯერ გამოჩნდა მწვანე მინდორზე. თავის მხრივ ტურინელებს ახალი მთავარი მწვრთნელისთვის სწორედ მისი პროფილის მქონე მოთამაშის დამატება აქვთ გადაწყვეტილი და მზად არიან პრემიერ ლიგის ბინადრებს არენდა შესთავაზონ გამოსყიდვის უფლებით, რომელიც შესაძლებელი იქნება 20-25 მილიონ ევროდ. საქმეში ინტერიც არის ჩართული, მაგრამ იუვეს უპირატესობა მდგომარეობას იმაში, რომ მომავალ სეზონში იტალიის ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ, ხოლო ვალტერ მაცარის კრებული ევროპა ლიგას დაჯერდება. იოვეტიჩი ერთადერთი სიტის ფეხბურთელი არ არის ვისითაც მაროტა პარატიჩის დუეტია დაინტერესებული. მათ თვალთახედვის არეალში ასევე არის მატია ნასტასიჩი.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ეს და პასტორე რას დაგვხატავდა რა :forza: :juvee:

jek17
10 years ago

ამას სულ ტრამვები აქვს და თან ხოარ გავიწყდებათ მაშინ ეგრე რო თქვა სიტი მირჩევნია იუვესო,ეს არ უნდა იყიდონ

juve_10
10 years ago

ეს კარგია მარა მე პასტორე მირჩევნია ესეც იყოს რა მიდის ჩემი. :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x