ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე ტრანსფერი დადასტურდება”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ ალვარო მორატას პრეზენტაციაზე ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა და იქვე დასძინა, რომ უახლოეს დღეებში ბიანკონერები კიდევ რამდენიმე ტრანსფერს გააოფიციალურებენ : “მორატა – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია, მან ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მოიგო და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, საკუთარი წვლილი შეიტანა მადრიდის “რეალის” მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში და დაამტკიცა, რომ გამარჯვების მენტალიტეტის მქონე მოთამაშეა.მოლაპარაკებები რამდენჯერმე შევიდა ჩიხში, ბუნებრივი იყო, ესპანელები ალვაროს ასე მარტივად არ დათმობდნენ.ვფიქრობ, მთავარი როლი სწორედ ფეხბურთელის სურვილმა ითამაშა, მას სურდა “იუვენტუსში” თამაში.მორატამ ჩვენთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.უახლოესი ორი წლის განმავლობაში ის ჩვენ გვეკუთვნის, ამის შემდეგ კი საკმაოდ რთული მომენტი დგება, რომელზე საუბარიც, ვფიქრობ, დღეს არ ღირს.”რეალთან” სერიოზული საქმიანი ურთიერთობა გვაქვს, მოლაპარაკებების მაგიდას კიდევ ერთხელ მივუსხდებით.ის ფაქტი, რომ ალვაროსთან ხუთწლიან კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას გრძელვადიანი პროექტის ნაწილად განვიხილავთ.მიუხედავად მწვრთნელის ცვლილებისა, სატრანსფერი ბაზარზე ჩვენი ამოცანები არ შეიცვლება, რევოლუცია არ სჭირდება იმ გუნდს, რომელმაც 3 წლის განმავლობაში ხუთი ტიტული იგდო ხელთ.კონტე ჩვენი ლიდერი იყო, ის უდიდეს გრანდში მუშაობდა გულშემატკივრების დახმარებით.ვეძებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩვენს დონეს და ხელმისაწვდომ ფასს, უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე ტრანსფერს დავადასტურებთ. “

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

იო იო მომიყვანე და არაფერი მინდა ნუ პასტორეს არ გვაძლევენ პარიზელები და :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x