ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იოვეტიჩმა “ინტერს” “იუვენტუსი” ამჯობინა, ჯერი მაროტაზეა

მიუხედავად იმისა, რომ “იუვენტუსმა” მადრიდის “რეალიდან” ალვარო მორატა შეიძინა “ბებერი ქალბატონი” მაინც აპირებს შეტევის გაძლიერებას და შესაძლოა “იუვეს” მომდევნო შენაძენი “მანჩესტერ სიტის” მონტონეგროელი ფორვარდი სტევან იოვეტიჩი გახდეს. როგორც იცით, იოვეტიჩი “სიტიში” ერთი წლის წინ გადავიდა “ფიორენტინადან”, მაგრამ ტრავმებმა მას ხელი შეუშალა საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფილად გამოვლენაში. ამ ყველაფრის მიუხედავად იოვეტიჩის შეძენა ისეთ კლუბებს სურთ როგორებიცაა მილანის “ინტერი” და ტურინის “იუვენტუსი”. როგორც იტალიური პრესა იტყობინება თავად ფეხბურთელმა ევროპა ლიგაში მოასპარეზე “ინტერს”, ჩემპიონთა ლიგაში მოასპარეზე “იუვენტუსი” ამჯობინა და “ბიანკონერის” მწვანე შუქი აუნთო. ახლა ჯერი მაროტაზეა, რომელმაც “ქალაქელებთან” უნდა მოაგვაროს ტრანსფერის დეტალები. პრესაში ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რამდენ მილიონიან შეთავაზებას გააკეტებსტურინული მხარე, მაგრამ ცნობილია ფეხბურთელის სავარაუდო ფასი რომელიც მაქსიმუმ 25 მილიონ ევროს შეადგენს.

წყარო:tuttojuve.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
10 years ago

თუ იოიოს ფასი 25 ია .. მაშინ ამ ეტაპზე ისკოს ვარიანტი უფრო ხელსაყრელია (რიგი მიზეზების გამო) და ცოტა უნდა იაქტიურონ

aleksloma
10 years ago

http://juventus.ru/news.php?readmore=22225

ძალიან კარგი სტატიაა.

Dutch
ადმინისტრატორი
10 years ago

დი მარია ამისგან განსხვავებით ორი ამდენი ღირს.

იოვეტიჩი 4-3-3 შიც და 4-3-1-2 შიც წინ ნებისმიერ პოზიციაზე კარგად დაჯდება. ტევესის ალტერნატივად შეიძლება განიხილებოდეს… სეზონი გრძელია და კონკურენცია გაიზრდება. თავდაპირველად თან არენდაზეა საუბარი გამოსყიდვის უფლებით.

BESO BARAMIA
10 years ago

თანაც გუნდში 4 მაღალი დონის თავდამსხმელია, ამის საჭიროება არ არსებობს, ამას სჯობდა ემუშავათ და დი მარია გადმოეყვანათ!!

მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee:

mishka berianidze
10 years ago
Reply to  BESO BARAMIA

4 ვის გულისხმობ ტევესი ლორენტე და შეიძლება თქვა რომ პერსპექტიული მორატა მაგრამ მეოთხე ანუ დარტანიანი ჩემი აზრით ჯოვინკო ვერასდროს ვერ გახდება მაღალი დონის თავდამსხმელი.

BESO BARAMIA
10 years ago

ჯოვინკოს ვგულისხმობ, რომელიც ზამენისთვის იდეალურია, აი, ეს იოვეტიჩი კი პეპესავით ან ლაზარეთის ბინადარი გახდება ანაც როგორც ვუჩინიჩი იყო ბოლო პერიოდში ისე ბალეტმეისტერობით დაგვამახსოვრებს თავს;
ჯობია ერთ ტოპ-ცენტრალურ მცველზე იფიქრონ და დი მარია მოიყვანონ რაც არ უნდა დაუჯდეთ+კადრევა და არცაა საჭირო გუნდში მეტი არავინ!!

მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee:

BESO BARAMIA
10 years ago

აი, ამ იგროკს ნაღდად ვერ ვხედავ იუვეში, თანაც სულ ტრავმები აწუხებს, ასეთი ავადმყოფი პეპე გვყავს და ლაზარეთის ბინადარია და არა გუნდის!!
ამაში გადახდილი თანხა-ვეჭვობ გადაყრილი იქნება!!

მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee:

mishka berianidze
10 years ago

რეალი ისკოში 30 ლიმონს ითხოვსო ეხლა ვნახე ჰალლა მადრიდზე
და ხომშეგვიძლია დავიმატოთ ნუთუ კანდრევაზე მეტს ვერ გააკეთებს.

levani gordadze
10 years ago

:up: :up: :up: :up: :up:

mishka berianidze
10 years ago

ეს თუ 18-20 დაითრიეს კარგი იქნება მეტი მართლაც არ ღირს
ისე რამდენი 23 წლამდელი მოთამაშეა და თავისუფლად რომ შეგვიძლია მათი გადმოყვანა აი თუნდაც ორიჯი, იანუზაი, ტელემანსი, მიტროვიჩი, დურიჩიჩი, რაბიო, რომანიოლი, დურმი
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული დიდი სიამოვნებით დავიმატებდი
მიტროვიჩი, კოვაჩიჩი, იანუზაი, რაბიოს თუნდაც ეს ტრანსფერები დაახლოებით 50 ლიმონი დამჯდარიყო.

levani gordadze
10 years ago

იანუზაის ვინ მოგვცემს ძმა თორემ დიდი სიამოვნებით მეც ვიხილავდი

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x