ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ცენტრალურ მცველს ეძებს

ტურინის “იუვენტუსის” ახლალმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჯუზეპე მაროტას დაცვის გაძლიერება სთხოვა. იტალიური პრესა რამდენიმე ფეხბურთელს აკავშირებს “იუვენტუსთან”. ბოლო დღეებია წერენ იმაზე, რომ “ფიორენტინა” და “იუვენტუსი” სტაფან სავიჩისა და მაურისიო ისლას გაცვლას აპირებენ, ასევე იწერება “მანჩესტერ სიტის” სერბ მცველზე მატია ნასტასიჩზე, რომლის შეძენა ანტონიო კონტეს სურდა. აქტიურად განიხილება “კალიარიდან” დავიდე ასტორის შეძენის საკითხიც. ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა “იუვენტუსს” “რივერ პლეიტიდან” ედერ ალვარეს ბალანტა ან “მილანიდან” კრისტიან ზაპატა შეუერთდეს.
წყარო: tuttojuve.com

8 thoughts on ““იუვენტუსი” ცენტრალურ მცველს ეძებს

  1. პირველ რიგში ბალანტა მინდა რომ მოიყვანონ მომწონს ამ ბიჭის თამაშით 21 წლისაა, ნასტასიჩის 21 წლისაა კარგია რომელიმეს თუ დაითრევენ

  2. არ არიან ზაპატას მომყვანები ხო იცით, ტყუილად რატო იშლით ნერვებს, ვის რაში სჭირდება ზაპატა )) ასტორის მიმართ იჩენენ ინტერესს, ნასტასიჩიც კაი მცველია ან სავიჩი – ისლას ბარტერი გაიჩარხოს )) მაინც მგონია ცენტრალურ მცველს იმ შემთხვევაში მოიყვანენ, თუ ოგბონას კანდრევას ტრანსფერში ჩართავენ

  3. ბლინდი, დე ვრეი, დარმიანი მოიყვანონ თუ ვერტონგენი, ჰუმელსი და კოენტრაო ვერ მოყავთ ესენი მგონია რომ გაამართლებენ თან სამივე ჩემი აზრით 25 ლიმონს არ გაცდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.