ტურინული სატრანსფერო ციებ-ცხელება
რობერტო პერეირას ტრანსფერი ხვალ ოფიციალურად დადასტურდება, თუმცა ბიანკონერის ხელმძღვანელობა ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს. შენაძებთან ერთად მაროტა იმ ფეხბურთელების გასხვისებასაც აპირებს, რომლებიც არ შედიან მასიმილიანო ალეგრის სამომავლო გეგმებში. ერთ ერთი ასეთი კი როგორც ჩანს გახლავთ მაურისიო ისლა. ჩილელი ნახევარმცველით სერიოზულად არის დაინტერესები პრემიერ ლიგის ბინადარი ” ნიუკასლი ” . 26 წლის სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ ბრიტანელები 10 მილიონ ევროს იხდიან …
მას შემდეგ რაც ლონდონის არსენალმა ბიანკონერის ალექსის სანჩესი ცხვირწინ ააცილა, ისინი არ აპირებენ შეჩერებას და ტურინელთა მორიგ სატრანსფერო მიზანზე აპირებენ შეტევას. არსენ ვენგერი მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა მატეა ნასტასიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით. ტურინელებს ძალზედ სურთ მოთამაშის არენდით აყვანა, რადგან ანდრეა ბარძალის ტრავმამ კითხვის ნიშნები დაბადება დაცვის ცენტრალურ ზონაზე.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელები აუცილებლად დაიმატებენ მეხუთე ფორვარდს. უმთავრეს კანდიდატად კი ბელგიელი რომალუ ლუკაკუ სახელდება. აღსანიშნავია, რომ ფორვარდით დაინტერესებულია ევერტონი და მადრიდის ატლეტიკო. ჯუზეპე მაროტა ჩელსის საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის არენდით აყვანას გეგმავს გამოსყიდვის უფლებით.
წყარო: Football-Italia, Tuttosport
ვინმემ იცის?პირლო მიდის ტუ არა?
პირლომ თქვა ალეგრის მისამართით ვრჩები და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვისო.