ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პერეირა სამედიცინო შემოწმებას გადის

რობერტო პერეირა ამ წამისთვის ტურინში სამედიცინო შემოწმებას გადის. მაროტამ ყველა აუცილებელი დეტალი შეათანხმა ” უდინეზესთან ” და თავად არგენტინელ ფეხბურთელთანაც. რივერ პლეიტის ექს ნახევარმცველი არენდის წესით იასპარეზებს იტალიის მოქმედ ჩემპიონთა რიგებში 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ხოლო სეზონის ბოლოს მაროტას ექნება უფლება 11 მილიონად გამოისყიდოს 23 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი. რობერტო ამპლუით მარცხენა ნახევარმცველია, რომელსაც თანაბრად კარგად შეუძლია მოედნის ცენტრში ნებისმიერ პოზიციაზე ასპარეზობა, მათ შორის შემტევ ტრეკუარტისტად.

წყარო: TuttoSport

11 thoughts on “პერეირა სამედიცინო შემოწმებას გადის

  1. პესეჟემ პასტორეს გავყიდით თუ ჩვენც და თვითონაც იხეირებსო ასე რომ ამის ყიდვა შეიძლება ასე დაახლოებით 18 ლიმონად ან ლიხშტაინერს + 10 ლიმონი მემგონი ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს
    და შტეფანის ადგილას კასერესი დადგება ან სულაც დარმიანი მოიყვანონ.

  2. ეხლა გუნდს 2 ფლანგელი ნახევარ მცველი 1 ცენტრალური მცველი 1 თავდამსხმელი და 1 მარცხენა მცველი გვინდა + 2-3 ახალგაზრდა მოთამაშე.

  3. სავარაუდოდ ეს სკამის გასამაგრებლად მოდის. ძალიან კარგი კადრია და სხვადასხვა პოზიციაზე შეიძლება გამოყენება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.