ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტევესი: “ჩემთვის კონტეს წასვლა არ იყო სიურპრიზი”

გუშინ ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე პრესსკონფერენცია გამართა ბიანკონერის არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა. ბოლო პერიოდში სხვადასხვა ცვლილებების გამო ჟურნალისტებს არა ერთი კითხვა დაუგროვდათ კლუბის მიმართ და ტევესი შეეცადა გარკვეული ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა მათთვის…

იყავით თუ არა ინფორმირებული ალეგრის სამწვრთნელო მეთოდიკის შესახებ? და რას განიცდიდი მუნდიალზე როდესაც შენი ქვეყნის ნაკრებს ტელევიზორის მეშვეობით ადევნებდი თვალყურს?

“არ ვიცნობდი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. არგენტინაზე კი ძნელია უბრალო სიტყვებით გადმოგცეთ ემოცია. უბრალოდ მწამდა, რომ შევძლებდით თასის აღმართვას”.

შეწუხებული ხომ არ იმ ფაქტით, რომ მწვრთნელმა რომელმაც ამ გუნდს ბევრი რამ მისცა მოულოდნელად წასვლა გადაწყვიტა? ბუფონმა ერთ ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს იყო მეხის გავარდნა მშვიდ ცაზე, მაგრამ ეხლა ფეხბურთელებზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა არის დაკისრებული.

“აუცილებელია იმის დამტკიცება, რომ გუნდს კვლავინდებურად შესწევს ძალა მოიპოვოს თასები, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. კონტე უბრალო მწვრთნელი არ არის, მაგრამ ფეხბურთელებმა უნდა დავამტკიცოთ რომ გამარჯვებულები ვართ”.

გიფიქრია სულ ერთი წამით მაინც, რომ დატოვებდი ტურინს?

” არასოდეს არ მიფიქრია ეს. გუნდთან სამ წლიანი ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული და მინიმუმ მის ამოწურვამდე ნამდვილად არ სურს ადგილის შეცვლა”.

კულუარებში დადის ინფორმაცია, თითქოს მაროტასთან დაპირისპირება გქონდა მანჩინის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამბობენ თითქოს ტევესი წასვლით იმუქრებოდა…

“სისულელეა. არაფერი მსგავსი არ მილაპარაკია და მითუმეტეს კლუბის გენერალური დირექტორი საერთოდ არ უნდა განიხილავდეს ფეხბურთელებთან ასეთ საკითხებს. ვფიქრობ, ჟურნალისტები, რომლებიც ასეთი სახის ინფორმაციას ავრცელებენ პრესაში უბრალოდ ცდილობენ დისკომფორტი შეიტანონ კლუბის რიგებში. უდიდესი პატივს ვცემ ანიელის, მაროტას და პარატიჩის და მწამს, რომ ეს ადამიანები სულ მცირედ დაფასებას მაინც იმსახურებენ ჟურნალისტების მხრიდან”.

გაგაკვირვა ტიფოზების რეაქციამ? დღეისათვის მათი რაოდენობა ვინოვოზე საკმაოდ მცირეა…

“ყველას კარგად გვესმის, თუ რაოდენ დიდი ტკივილი გამოიწვია მასაში ამ გადაწყვეტილება, მაგრამ ამ წამისთვის კონცენტრირებულნი ვართ იტალიის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის სტარტზე. მალე მომზადება აქტიურ ფაზაში გადაიზრდება, როდესაც ვინოვოზე უკვე სრულად მოიყრის თავს გუნდი. შედეგზე საუბარი ჩემპიონატის მსვლელობისას შეგვეძლება”.

გქონდა თუ არა იმედ გაცრუება, როდესაც შეიტყვე კონტეს გადადგომის შესახებ?

“არა. სოციალური ქსელის დახმარებით მას შემდეგი ტექსტი მივწერე:” შენ ხარ ჩემპიონი, როგორც მწვრთნელი და ასევე როგორც ადამიანი”. ვწუხვარ მისი წასვლის გამო, მაგრამ ვეჭვობ ეს გადაწყვეტილება მან ადრევე მიიღო”.

პერეირაზე გვსურს კითხვის დასმა. მან უკვე გაიარა რივერის სკოლა, შენ კი ბოკასი… იზიარებ თუ არა ტიფოზების შიშს, თითქოს ალვარო ვიდალის შემცვლელად არის მოსული?

“პერეირას ტრანსფერი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა, ამიტომ უმჯობესია თუ მოვიცდით. რაც შეეხება ვიდალს, ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიო დონის ვარსვკლავზე. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები უნდა რჩებოდნენ გუნდში”.

ფიქრობ, რომ იუვენტუსი კვლავინდებურად არის ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი? სპეციალისტებს ასეთად ნაპოლი და რომა მიაჩნიათ…

“მშვენიერია, თუ ყველას მიაჩნია, რომ ნაპოლი და რომა ჩვენზე უკეთეს სიტუაციაში იმყოფებიან. მოედანზე ყველაფერი გაირკვევა. არ ღირს იმის დავიწყება, რომ ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები სწორედ ჩვენ ვართ”.

ესაუბრე უკვე ევრას?

“დიახ, ის ტურინს 31 ივლისს ეწვევა. ბედნიერი ვარ, რადგან გარდა იმისა, რომ ჩემი კარგი მეგობარია პატრისი აუცილებლად დაეხმარება გუნდს წარმატების მიღწევაში”.

ფიქრობ რთული იქნება ზედიზედ მეოთხედ სკუდეტოს მოპოვება? თან მწვრთნელის ფაქტორიდან გამომდინარე…

“ბუნებრივია რთული იქნება, მაგრამ ეს კონტეს წასვლის გამო ნამდვილად არ არის. უბრალოდ რთულია მწვერვალზე ასე დიდხანს ყოფნა”.

მორატამ განაცხადა, რომ სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება ბიანკონერის მაისურით. როგორ ფიქრობ ეს შესაძლებელია?

“ვფიქრობ, იმ კონტიგენტით რაც ჩვენს ხელთ არის ნამდვილად შეგვწევს ძალა დიდი სიხარული მივანიჭოთ იუვენტუსის ტიფოზერიას”.

როგორ გრძნობ თავს ჩემპიონატის წინ? მზად ხარ საბრძოლველად?

“დიახ, სრულად. მთელი რვა კილოგრამით მოვიმატე ამისთვის( იცინის ). მალე პარტნიორები დაგვიბრუნდებიან და მათთან ერთად სრული დატვირთვით დავიწყებთ მომზადებას. ამ რვა კილოგრამის დაგდება მომიწევს, მანამ სანამ თამაშს დავიწყდებე”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

21 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Tornike Iosava
10 years ago

ძაძა სრულად გამოისყიდა მე როგორც ვიცი სასუოლომ

karlo
10 years ago

Ara naxevarmcveli

dito chanturia
10 years ago

მაგრა მევასება ეს კაცი მინდა რო კდიე ერთხელ აწიო ლიგა ჩვენთან ერტად ოღონდაც ახლა

arseni
10 years ago

კინგსლი კომანი თავდამსხმელია ..?

10 years ago

ბოლო წლებში რაც თავდასხმა გვყავდა ვგულისხმობ ბოლო 7 წელს ეს არის საუკეთესო . ლორენტე, მორატა, ტევესი ,კომანი ,მეტრა20 და კიდევ ვინმე გვინდა ეხლა რაა მე პასტორე მინდა მაგრამ ზოგს შაქირი ურჩევნია
რომელიმე მოვიდეს და არ ვარ წინააღმდეგი

giorgi
10 years ago

FACE_ZE წავიკითხე ვიდალმა გააფორმა კონტრაქტი მან_იუსთანო :

d a v i d
10 years ago

იმობილე თუ გაქაცავს ბუნდეს ლიგაში მაგას რა ჯობია? იტალიას წაადგება მაგრად მარა მე დიდად არ მეიმედება მაგ ბიჭის :boli: ჩემი აზრით რარაც აკლია დიდ ფეხბურთელად რომ ჩამოყალიბდეს :kenwvla:

d a v i d
10 years ago
Reply to  d a v i d

ძაძაში უფრო ვხედავ დიდ პოტენციალს ვიდრე იმობილეშI :chuvak: ეხლა მტავარია ნდობა გამოუცხადონ ძაძას და ეგ არი მერე მასზე იქნება ყველაფერი დამოკიდბული :kenwvla: :kenwvla: :kenwvla:

ალეკო კოკაია
Reply to  d a v i d

ძაძა მოყავთ?

d a v i d
10 years ago

არ ვიცი ძმა მგონი არა :boli:

Di Francesco # 1
10 years ago

arseni
შურლეს და გიოტცეს რაის დებიუტი ქონდა? კაცმა პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა იმ თამაშში სადაც უეჭველი მოგება გვინდოდა და რო ვერ მოვიგეთ მაგის ბრალია?
დაველოდოთ ბუნდესლიგას და ვნახოთ რას იზამს
უბრალოდ ცუდი რაარი თუიცი? იუვეს ფანების უმეტესობას რო გაუხარდებათ იმობილეს შესაძლო წარუმატებლობა
მე მინდა რო დიდი ფეხბურთი ითამაშოს და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება

arseni
10 years ago

ამიტომ უნდა ჰქონოდა ბალოტელის “ნატურა” მხედველობაში პრანდელის … კვალიარელა რომ “გააქრეს” ამაში სამწუხაროდ კონტეს როლიც არის / კვალისნაირი თავდამსხმელი იტალიას არ ჰყავს ამჟამად … ყველას ჯობია / ასაკი თორემ …

Di Francesco # 1
10 years ago

ბალოტელის წაყვანა გამართლებული იყო? ცერციმ რა გააკეთა? კასანომ? არცერტ იტალიელ ფორვარდს იმობილეზე უკეთესად არ უთამაშია
პრანდელის კიდე იმობილე არ წაუყვანია მუნდიალზე, პრანდელიმ წაიყვანა სერი ა_ს ბომბარდირი და ვალდებულიც იყო ეს გაეკეთებია

arseni
10 years ago

დესტროსთან შედარებით იმობოლე არის 0 … ბალოტელიზე უარს ვერ იტყოდა .. ჩერჩიმ რამდენი წუთი ითამაშა ? ჯერ ერთი ჩერჩი ფორვარდი არ არის

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to  arseni

დესტროს რატო ადარებ? სერია ა_ში უყურე მაგის თამაშებს? მუნდიალზე დებიუტი ქონდა და რა უნდა გაეკეთებია? მე არც მქონდა რამის მოლოდინი მაგისგან
იმობილეს არც ათამასებდა პრანდელი რო არა ბალოს უსაქმურობა, მეხუთე ფორვარდად იყო კაცი წაყვანილი და ამ კაცის საჭიროება რო გახდება იმობილეში კიარაა პრობლემა, სხვა რამეშია პრობლემა

arseni
10 years ago

ეჰეეე .. დებიუტი რა შუაშია … შურლეს და გიოტცესაც დებიუტი ჰქონდათ / მაგრამ …

arseni
10 years ago

ჰოდა იმიტომ დაბრუნდა იტალია მედლებით რომ იმობილესნაირი მშრალი თავდამსხმელი ეჯდა რეზერვში

arseni
10 years ago

1juve – იმობილეს წაყვანა მსოფლიოზე იყო უდიდესი შეცდომა … ერთი კლოპის იმედი თუ ექნება აწი / რომ ფორვარდად ჩამოაყალიბებს /// არანაირი ტალანტი მასში არ ჩანდა

arseni
10 years ago

სულელმა ალეხანდრო საბელიამ აგუერო არჩია ტევესს – აგუერომ ეს სეზონი სიტიში ფაქტიურად ჩააგდო / ტევესმა კი 25 მდე გოლი გაიტანა იუვეს რიგებში … ტეევსი რომ ყოფილიყო სხვანაირ ფწეხბურთ ითამაშებდა არგენტინა

Di Francesco # 1
10 years ago

იმობილე ერთადერტი ფეხბურთელია მემგონი ვინც უვარი თქვა მსოფლიო ცემპიონატის სემდეგ დასვებებაზე და პირდაპირ კლუბში წავიდა, ეს კიდე წონაში წაულა
იუვეს ხელმძღვანელობას კაი მიდგომა აქ ახალგაზრდა იტალიელები მიმართ, ფაქტია იმობილე ბევრად დიდი ფეხბურთელი გახდება დორტმუნდში და ამაში არ სეუშალეს ხელ, ჩვენთან კიდე ჩამოწერილი თავგასული “ვარკვლავები” მოიყვანეს

10 years ago

მიდი კარლიტოს <3 დღემდე გაკვირვებული ვარ, როგორ შეძლო იუვემ ამ ფეხბურთელში მხოლოდ 10 მილიონის გადახდა. ბევრი ვიცი, როცა გავიგე, რომ ეს მაში 10 გადავიხადეთ, მატრი კი 12ად გავყიდეთ :დ :დ :დ

| Newsphere by AF themes.
21
0
Would love your thoughts, please comment.x