ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო : “მაქს, შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს”

მასიმილიანო ალეგრიმ პირლოს დაურეკა – ანდრეამ მთავარი მწვრთნელი დაამშვიდა : “გაუგებრობა “მილანში” ? – პრობლემები მოგვარებულია, დავივიწყოთ წარსული”. დიპლომატი ჯუზეპე მაროტა, მშვიდი და გაწონასწორებული ალეგრი, ჭკვიანი პირლო.მაქს ალეგრიმ გუნდში მოსვლის დღისას განაცხადა : “პირლო ? – არანაირი პრობლემა, ყველაფერი მოგვარებული და დავიწყებულია”. იტალიელმა ნახევარმცველმა ჯერ შტატებში დაისვენა, შემდეგ კი იბიცაზე.ფიქრი ტურინის “იუვენტუსის” შესახებ ალბათ, არც შეწყვეტილა.აღსანიშნავია, ბიანკონერების ახალი სპეციალისტის სწორი ნაბიჯი, მან ზუსტად მაშინ აკრიფა პირლოს ნომერი, როცა საჭირო იყო : “ალო ? – სალამი ანდრეას”. მაშინ ადრიანო გალიანიმ თითქოს ყველაფერი ცხადყო, მზად ვიყავით, პირლოსთვის ერთწლიანი კონტრაქტი გაგვეფორმებინაო : “ზოგჯერ მეგონა, რომ ჩემი აფეთქება უნდოდათ” – წერს “მაესტრო” მის ავტობიოგრაფიაში.ამ შემთხვევაში ალეგრი მეტად მშვიდი, გაწონასწორებული და დინჯი აღმოჩნდა : “არ ინერვიულოთ, თქვენ შეგიძლიათ ჩემი იმედი იქონიოთ” – აი რა პასუხი მიიღო პირლოსგან ალეგრიმ.ფილმის ჩვენება იწყება, დაიკავეთ საკუთარი ადგილები, ვნახოთ, როგორ მოემზადნენ ბიანკონერები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : Tuttosport

10 thoughts on “პირლო : “მაქს, შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს”

    1. და ეშლი კოული, არ ვიცი ძველი ინფოა თუ არა მაგრამ ეხლა ვნახე თან უფასოდ. მგონი კი ჯობია უფასო ეშლი 1.2 მილიონიან ევრას, საერთოდ კოული ბევრად უფრო მაგრა მომწონდა ვიდრე ევრიკა.

      :forza:

  1. მთავარი ესაა… ბირთვი უნდა შენარჩუნდეს… კარგია კარგი, პირლო, ვიდალი, ტევესმაც კაი განცხადებები გააკეთა… პადოინი დარჩება თუ არა დავიკიდოთ, მთავარია ბირთვი დარჩეს…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.