ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ეს მხოლოდ პირველი დღეებია”

ტურინის “იუვენტუსმა” პირველი ამხანაგური მატჩი მარცხით დაასრულა, თუმცა შეხვედრა მოსამზადებელი ხასიათის იყო და მოედანზე უმეტესწილად ახალგაზრდა ფეხბურთელები იმყოფებოდნენ : “ეს უფრო ვარჯიში იყო, ვიდრე მატჩი.მაინტერესებდა იმ ფეხბურთელების თამაში, რომლებთან ერთადაც სულ რამდენიმე დღეა ვმუშაობთ.ინტენსიური ვარჯიშების შემდეგ სიმძიმე იგრძნეს ფეხებში, რაც ლოგიკურია, ეს ხომ მათი პირველი დღეებია.ორშაბათიდან მზადება გაცილებით სერიოზულ სახეს იღებს, “ჩეზენასთან” მეგობრულ მატჩს გუნდისთვის მნიშვნელობა აქვს.ვიდალი ? – მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ ის ჩვენი ფეხბურთელია.მასთან, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებთან, უკვე ვისაუბრე, მათი უმეტესობა ამ მომენტისთვის შვებულებაშია.გუნდის ფილოსოფია არ შეცვლილა, რა თქმა უნდა, კონტემ უდიდეს წარმატებას მიაღწია, მაგრამ სიტუაცია ფეხბურთში ხშირად იცვლება.რობერტო პერეირა დამატებითი ვარიანტების საშუალებას მაძლევს, მისი ტექნიკური მახასიათებლებით იგი მარკიზიოს ჩამოგავს.მთლიანი გუნდი ჩემს განკარგულებაში ჯერ არაა, ასე რომ, ველით მათ.მთავარი კონკურენტები ? – “რომა” და “ნაპოლი”, მათთან ერთად “ინტერიც”, “მილანიც” და “ფიორენტინაც”, რთული ბრძოლები გველის, მაგრამ არ დავივიწყოთ, ბოლო სამი ტიტული სწორედ ბიანკონერების ხელთაა.”

წყარო : Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
10 years ago

სამეულში თუ გაგვიყვანა წარმატებულ სეზონად ჩავუთვლი დონ მაკსიმილიანო :chuvak:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x