ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ვარჯიშზე “ლუჩენტოს” გაეჯიბრა და 2-3 დამარცხდა

ტურინის “იუვენტუსი” დღევანდელ ვარჯიშზე მოყვარულთა გუნდ “ლუჩენტოს” გაეჯიბრა და ანგარიშით 2-3 დამარცხდა.ბიანკონერების მხრიდან დუბლით თავი ფერნანდო ლიორენტემ გამოიჩინა.მასიმილიანო ალეგრიმ გუნდი 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშა, შეტევის მარჯვენა ფლანგზე სიმონე პეპე ირჯებოდა, მარცხნივ სება ჯიოვინკო, წინ ფერნანდო ლიორენტე, მის უკან კი კარლოს ტევესი.ანგარიში სტუმართა მხრიდან ჯანლუკა ბომ გახსნა, წონასწორობა პეპეს პასით ბასკმა ფორვარდმა აღადგინა.რობერტო პერეირა ვარჯიშს ოდნავ მოგვიანებით შეუერთდა, თუმცა მატჩში მონაწილეობის მიღება მაინც მოასწრო.ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ძალიან ბევრი ცვლილება გააკეთა, “ლუჩენტომ” საბოლოო ჯამში 2-3 იმარჯვა, ჯიოვინკომ და პერეირამ კი მეორე ტაიმში ძელს გაარტყეს ბურთი.

“იუვენტუსი” ( 4-2-3-1 ) – სტორარი; მოტა, სორენსენი, ოგბონა, ბარლოკო; პადოინი, მარონე; პეპე, ჯიოვინკო, ტევესი; ლიორენტე

შეცვლაზე შემოვიდნენ : სპინაცოლა, ლივიერო, ბუი, პერეირა, ჯერბაუდო, კომან კინგსლი, ბიუხელი, ვიტალი

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
davit zivzivadze
10 years ago

::

d a v i d
10 years ago

ალეგრი არ გაჩერდე წაუსნიკერსე :lool: :lool: :lool:

ალეკო კოკაია
Reply to  d a v i d

:up: :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x