ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “რომულო უახლოეს 24 საათში შემოგვიერთდება”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ იტალიურ პრესასთან საუბარში რომულოს ტრანსფერი ფაქტობრივად დაადასტურა და რამდენიმე სიტყვით არტურო ვიდალის გარშემო შექმნილ სიტუაციასაც შეეხო : “არ ღირს იმ ფაქტის უარყოფა, რომ რომულოს თაობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.მხოლოდ რამდენიმე დეტალია დაზასუსტებელი და უახლოეს 24 საათში, იგი ჩვენი მოთამაშე უნდა გახდეს.ვიდალი ? – ცოტა ხნის წინ ახალ კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ არტურო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.საუკეთესო ფეხბურთელების მიმართ ხშირად იჩენენ ინტერესს, მაგრამ “იუვე” მათ გასხვისებას ნამდვილად არ აპირებს.ვადასტურებ, რომ სატრანსფერო ბაზარზე ახლა მცველსა და ფორვარდს ვეძებთ, თუმცა კონკრეტული სახელებისგან თავს შევიკავებ.მეოთხე სკუდეტოს მოგებაზე გვაქვს პრეტენზია, კონკურენტებიდან რა თქმა უნდა “რომას” გამოვყოფ.ტავეკიო ? – იტალიის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტად მის კანდიდატურას არასდროს ვემხრობოდით, ჩვენი პოზიცია არც ახლა შეცვლილა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x