ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ვიდალი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, ის ჩვენთან დარჩება”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “ჩეზენასთან” მეგობრულ მატჩამდე ჟურნალისტებს შეხვდა და მცირე პრესსკომფერენცია გამართა : “ლუჩენტოსთან მარცხი პრესამ მომენტალურად აიტაცა, თუმცა ხვალ, სხვა მატჩი გველის.ვარჯიშები ორშაბათს დილით დაიწყო და გასაკვირი არაა, რომ იდეალურ ფორმაში ჯერ არ ვართ, ხვალ ყველა ფეხბურთელს მიეცემა შანსი, მათაც კი, ვინც მუნდიალზე იასპარეზა.ჩემს განკარგულებაში მყოფმა ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ დრო გვჭირდება, ამიტომ მშვიდად ვემზადებით.ვიდალი ? – მას პირადად ვესაუბრე, რათა გამეგო, როგორ გრძნობს თავს ფიზიკურად.იგი მოტივირებულია და მოხარული ვარ, რომ ტურინში რჩება.მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 32 დღით ადრე მან ოპერაცია გადაიტანა, ამიტომ ინდივიდუალური პროგრამით მოუწია ვარჯიში.ვიმეორებ, არტურო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და “იუვეში” დარჩება.”მილანთან” მატჩი მესამე ტურში ? – დიდი გამოწვევაა, იმ გუნდების დაპირისპირება, რომლებსაც სკუდეტოს მოგება სურთ.ჩემთვის, ჩემი შეგირდებისთვის და მთლიანად კლუბისთვის ეს იქნება რთული სეზონი, გავითვალისწინოთ, რომ მეტოქეები ძლიერდებიან, ვგულისხმობ “მილანს” და “ინტერს”, რომლებმაც საკმაო შევსება მიიღეს.ბებერ ქალბატონში კი სიახლე მე ვარ, ერთიანი კოლექტივი უნდა შევკრა და ფეხბურთელებს მოტივაცია ავუმაღლო.პირლო ? – მასთან 10 დღის წინ ვისაუბრე, ჩვენ ხომ პროფესიონალები ვართ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
JuventinoToko
10 years ago

შენც ისეთი სიახლე ხარ რომ სუარესს და როდრიგესს უდრიხარ ერთად აღებულს :blin: :blin: :blin:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x