ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: ” რთულია სამ დღეში რაიმე შეცვალო ”

” ჩეზენასთან მატჩი, არაჩვეულებრივი სავარაჯიშო პროცესი იყო ჩვენთვის. ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელები რამდენიმე დღის წინ დაგვიბრუნდნენ და შეიძლება ითქვას, სულ რაღაც სამი დღეა რაც ერთად ვართ. შესაძლოა ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა, მაგრამ თავიდა ავიცილეთ ტრავმები და ვაჩვენეთ საქმესთან სწორი მიდგომა. ოთხი მნიშვნელოვანი მიზანი დავისახეთ მიმდინარე სეზონში ამიტომ მუხლჩაუხრელად მოგვიწევს შრომა რათა სეზონის მიმდინარეობისას მაქსიმუმი ვაჩვენოთ. გუნდი მოტივირებულია და მზად არის ყველაფერი გაიღოს წარმატებისთვის. მშვიდად გავაგრძელებთ მუშაობას და ვიპოვით საუკეთესო გზას პროგრესირებისთვის. რთულია სამ დღეში სათამაშო მოდულის შეცვლა. ამიტომ გარკვეული ცვლილებები შევიტანე უკვე არსებულ ტაქტიკაში. იმ შემთხვევაში თუ ოთხი მცველით უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ, მაშინ გადასვლას წინ არაფერი დაუდგება. მიუხედავად ყველაფრის, მთავარი სწორედ საბოლოო შედეგია”- განაცხადა ჩეზენასთან მატჩის შემდგომ მასიმილიანო ალეგრიმ.

წყარო: ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
10 years ago

იცი კონტე რატო ჯობია ამას? სხვა თუ არაფერი კონტეს მიზანი იყო მაქსიმალურად კარგად ეთამაშა და ტიტულებზე არ ფიქრობდა, ისინი კარგი თამაშით მოდიოდნენ! სხვა თუ არაფერი კაცი გულით და სულით თამაშში იყო ყვიროდა, ბღაოდა და ეს კიდე სუფთა სამ ასოიანი არსებაა! მაროტაზე აღარ დავწერ რამეს ყველამ იცით რა ყაზილარიცაა

Di Francesco # 1
10 years ago

არ ცვლის მემგონი ტაქტიკას
მეორე ტაიმზე არ მიყურებია გუშინ მარონემ როგორ ითამაშა დაცვაში? მემგონი ჯობია მცველად ითამაშოს ბარძალის მაგივრად

10 years ago

ხო, ეგ თქვა, მე 4 მცველი მირჩევნია, მაგრამ თუ არ გამოვიდა მაშინ 3 მცველიანს დავუბრუნდებითო…

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to 

არ ცდის და საინდან გავიგოთ გაამართლებს თუ არა? მემგონი ჯობდა გუშინ 4 მცველით ეთამაშა

10 years ago

ნუ გუშინ არ იყო ის მეტოქე, რომ დაცვა გამოეცადა

10 years ago

შენ უკვე სამ დღეში ბევრი რამ შეცვალე მაქს!
ვეღარ ვუგებთ ჩეზენას და ლუჩენტოსთან საერთოდ ვაგებთ :lool:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x