ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევრა : “აქ გამარჯვებებისთვის მოვედი”

11:45  – პატრის ევრამ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმების მეორე ნაწილიც, ახლა ფეხბურთელს ისღა დარჩენია, ბიანკონერების მთავარ ოფისში ოფიციალურად მოაწეროს კონტრაქტს ხელი.ვინოვოს პრეს-ცენტრში დაგეგმილი პრეზენტაციის შემდეგ ფრანგი მცველი ახალ გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს ჩაატარებს და მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში იქნება.

10:30 – ფორნაკას კლინიკაში ჩასატარებელი გამოკვლევები პატრის ევრამ წარმატებით გაიარა.ამ წუთებში ფრანგი მცველი სპორტის სამედიცინო ცენტრში მიემართება, სადაც სამედიცინო შემოწმების მეორე ნაწილს ჩაიტარებს.ოფიციალურად კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ადგილობრივი დროით 15:00 სთ – ზე ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელის პრეზენტაციაა დაგეგმილი.

გუშინ გვიან ღამით იტალიაში პატრის ევრა ჩაფრინდა, იქ, სადაც საფეხბურთო კარიერა 17 წლისამ დაიწყო.ფრანგი მცველი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი მისი პრეზენტაციაა დაგეგმილი.გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ევრას აეროპორტში ჩამოართვეს : “მოგესალმებით, 17 წლის ასაკში, ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში, ბედნიერი ვარ, ხვალიდან ახალ სამსახურს ვიწყებ.როცა “იუვედან” შემოთავაზება მივიღე, არც დავფიქრებულვარ, გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიადვილდა.თავს ისე ვგრძნობ, როგორც ნამდვილი ახალწვეული, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს.”იუნაიტედთან” ერთად თითქმის ყველაფერი მოვიგე, თუმცა ახლა ბიანკონერების ფეხბურთელი ვარ.მერე რა, რომ 33 წლის ვარ, ამ ასაკშიც შემიძლია ბევრის სწავლა.კლუბისთვის, გულშემატკივრებისთვის, მწვრთნელისთვის და თანაგუნდელებისთვის ყველაფერს გავიღებ, რაც მაქვს.დაპირებები ? – არ მიყვარს წინასწარ რაიმეს დაგეგმვა, თუმცა დარწმუნებული იყავით, რომ 100 პროცენტით დავიხარჯები.ტიფოზერიას მადლობას ჩემი თამაშით გადავუხდი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობ.ფორცა იუვე ! აქ გამარჯვებებისთვის მოვედი.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
10 years ago

ამათ ისე “ბალანსი” აქვთ მგონი – ვუჩინიჩში ხო 6 მილიონი აიღეს არაბებისგან …
იმობილეში რამდენი აიღეს – 9.5 მილიონი როგორც მახსოვს ან მეტი ..
კვალიარელა უფასოდ იყო თუ …?

შეიძლება ითქვას რომ ალვარო მორატას ტრანსფერში დახარჯული ფულს უთანაბრდება ეს ტანხები …ევრა/ რომულო/ პერეირა – ამ სამ ფეხბურთელში კაპიკები აქვთ გადახდილი ანუ ანიელის გუნდი არ აპირებს ჯიბეზე ხელის გაკვრას ასე კი შედეგს 100 წელი ვერ ვაჩვენებთ

lasha tsasidze
10 years ago

ჩემი აზრით ამათ აქვთ ფაფის ბიზნესი !! და ამიტომაც მოყავთ პენსიონერები ერთგვარი ბიზნესია ამდენ ფაფას გასაღება ხომ უნდა. მე სხვა დასკვნა ვერ გამომაქ :P ისე საინტერესოა იუვეს მაისურზე წარწერით ფაფა :D

jjj jjj
10 years ago

არა ძმაო არ მესმის თქვენი რა… :no მაშინ არ დაუვარდა ფასი ერთი წელი სკამს რო ხეხავდა საუთჰემპტონში და 16 ად ნაყიდ ოსვალდოს 19 ად რო გვტენიდნენ? ან მაშინ სად ქონდათ თალები გრიზმანი 23 მილიონად რო გადაიდა ატლეტიკოში? რომას შეხედეთ რეებს შვება? სტროტმანი რო იყიდეს მაშინ 16 მილიონად ჩვენ სად ვიყავით? იუვე გახდა სერედნიაკი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! და კონტეზე იძახის აქ ბევრი ჩმონტეო, კაით რა… ის უნდოდა გუნდის წინსვლა გამოჩნდება უახლოეს ერთ წელში. ლიგას ბაი ბაი შემდეგ წელს

jjj jjj
10 years ago

დაუვარდა ფასი? საუთჰემტონმა 16 მილიონად იყიდა ოსვალდო, ჩავარდნა ჰქონდა იმ სეზონში რო გადავიდა ინგლისში და დებილმა მაროტამ 19 ად გამოსყიდვით წამოიყვანა? მაშინ არ ჰქონდა ჩავარდნა? ეს ლოგიკა?:D

arseni
10 years ago

პასკუატო ჰყავს იუვეს ისე გაბნაცხადში … ცენტრფორვარდია

arseni
10 years ago

მაშინ გაბიადინი უნდა დააბრუნონ აუცილებლად და ის იქნება მეორე 9 ნომერი და კონკურენციას გაუწევს ლორენტეს …

Di Francesco # 1
10 years ago

იუვე გაბიადინი დესრო ბერარდის შორის აირჩევს, როცა ასეთი არჩევანი გაქ და ლუკაკოზე ფიქრობ ჩემი აზრით მთლად სწორი არაა, მილანის რო იყოს ბერარდი და გაბიადინი კაი შეიძლება იფიქრო ლუკაკოზე მარა როცა შენია ორივე მაშინ ელემენტარული უთავმაყვარეობაა როცა ამათზე მეტად ლუკაკოს ენდობი, მარა არც მოხდა ასე და ალბათ ალეგრი გაბიადინს მოიყვანს

arseni
10 years ago

აქ ლამის აქცია გაიმართა არ გვინდა ეს უნიჭო ლუკაკუო .. ვინ არის მისი შემძენი- გადაიხადა ევერტონმა 30 მილიონი და გაიფორმა ….
იოვეტიჩი თავის დროზე ვერ გაიფორმეს და აწი ..? წყვილად გააქვს გოლები და ვინ გაუშვებს აწი ….

Di Francesco # 1
10 years ago

იუვესაც რო მოეყვანა არენდით 7 მილიონი იქნებოდა გამოსასყიდი
მასე რეალმა რონალდო 5 წლის უკან 80 მილიონად იყიდა მარა 5 წლის მერე 80ად კი ვერ გაყიდის, ოსვალდოს ფასი დაუვარდა 1 წლიანი ჩავარდნის მერე

jjj jjj
10 years ago

დაუვარდა? საუთჰემტონმა 16 მილიონად იყიდა ოსვალდო, ჩავარდნა ჰქონდა იმ სეზონში რო გადავიდა ინგლისში და დებილმა მაროტამ 19 ად გამოსყიდვით წამოიყვანა? მაშინ არ ჰქონდა ჩავარდნა?

jjj jjj
10 years ago

სად ხართ მაროტას დამცველები? ინტერმა ოსვალდო არენდით აიყვანა და გამოსყიდვა 7 ლიმონად შეეძლება და მაროტამ არენდაში 2 მილიონი გადაიხადა და 19 ლიმონად გამოსყიდვაო:D:D:D:D აი რა უსუსურია ბეპე მაროტა

Vega
10 years ago

გილოცავთ ბიჭებო ჩვენს კათარძისს კიდევ ერთი ბებერი უპატრონო დაემატაააააა….:))))))))))))

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x