ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” ვიდალი? იგი არსად არ წავა ”

” სკუდეტოს პრეტენდენტი გუნდებიდან, მხოლოდ “იუვენტუსმა” შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, რამაც ბუნებრივია გარკვეული სახის სირთულეები შეგვიქმნა. ალეგრიმ კი უნდა შეცვალოს სპეციალისტი, რომელმაც ბევრი რამ მოგვცა და რომლის მიმართაც უდიდესი მადლიერების გრძნობა გვაქვს. თავის მხრივ ალეგრი ერთ-ერთი საუკეთესოა საკუთარ სფეროში. გუნდი სეზონს 3-5-2 სქემით დაიწყებს? ვფიქრობ ეს კარგი გადაწყვეტილებაა. გამოიყენო ის მოდული, რომელმაც ასეთი წარმატებები მოგვიტანა არ უნდა გადავდოთ გვერდით, მაგრამ საჭიროებისამებრ უნდა შეგვეძლოს მოედანზე სურათის შეცვლა. საჭიროებისამებრ ჩვენ შევცვლით ყველაფერს. თუმცა, მთავარი არის მოტივაცია და არა ციფრები. რომულო? დღის მეორე ნახევარში ვესაუბრეთ ვერონას და იგი კვირას შემოგვიერთდება სინგაპურში გამგზავრებამდე”…

” იერარქია? გუნდი ვალდებულია მწვრთნელს მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადოს ყოველდღე. ბიანკონერის კი გამარჯვება სისხლში აქვს გამჯდარი და ამის უარყოფას ნამდვილად არ ვაპირებთ. ზედიზედ მოპოვებული მეოთხე სკუდეტო ფანტასტიური შედეგი იქნება. სატრანსფერო ციებ ცხელება? პადოინი ? იცით ასეთი უნივერსალური მოთამაშის ხილვა ნებისმიერ კლუბს სურს. ადამიანი, რომელიც მოედანზე ზედმიწევნით კარგად ასრულებს მწვრთნელის მითითებას და მზად არის იქ დაეხმაროს პროფესიონალურად კლუბს სადაც სიტუაცია მოითხოვს. ნამდვილად არ გვსურს ასეთი მოთამაშის გასხვისება, მაგრამ ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ვიდალი? ის არის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელი და ახლო წარსულში ჩვენ გადავხედეთ მის კონტრაქტს. მოხარულნი ვართ, რომ ის ჩვენთან არის, ხოლო არტურო იმით რომ იუვენტუსის წევრია. ის უკვე ატარებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსტიჟული კლუბის მაისურს. ნაკლებად ვფიქრობ იმაზე რომ რაიმე პრობლემა შეიძლება შეგვექმნას. არტურო არსად არ წავა”- განაცხადა ჯუზეპე მაროტამ.

წყარო: Calcionews24 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
10 years ago

წავიდეს ამის ჩლუნგი დედაც

neko_neko.
10 years ago

პადოინი შენ მოიფიქრე ხო ადმინ? ჰაჰაჰაჰაჰჰჰჰ

mishka berianidze
10 years ago

ტრანსფერები რატომ აღარ ხდება არადა გამოჩნდა რომ ფლანგელები სასწრაფოდ გვჭირდება ასევე ცენტრალური მცველი და 1 მარცხენა მცველი რა წელს რამდენი დახარჯეს დაახლოებით 30-35 ლიმონი და გამოიმუშავეს 20 ლიმონამდე გამოდის რომ დაიხარჯა მხოლოდ 15 ლიმონი ასე მაგალითად ტრანსფერებისთვის გამოყოფილი ხომ ექნებოდათ 70 მაინც და დარჩენილ 50 დაამატონ ერთი 30 და პასტორე, ბლინდი, დარმიანი და დე ბრუენი მოიყვანონ + დააბრუნონ გაბიადინი, ბერარდი, მასი.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x