ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პატრის ევრას პრეზენტაცია და პრესს-კონფერენცია

ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე დღეს პატრის ევრას პრეზენტაცია შედგა.პრესს-კონფერენია ბიანკონერების გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ დაიწყო და ფრანგი მცველი ასე დაახასიათა : “ევრას მთელი ევროპა იცნობს, მოხარულნი ვართ, რომ ის ჩვენს გუნდში ითამაშებს.უდიდესი გამოცდილების მქონე ფეხბურთელია, მანჩესტერ “იუნაიტედში” წლების მანძილზე თამაშობდა და მისი სურვილები ჩვენსას ემთხვევა – გამარჯვება.”

შემდეგ თავად ტურინელთა ახალწვეულმა განაგრძო : “როცა “იუვენტუსის” დაინტერესების შესახებ შევიტყვე, ეგრევე მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ჩემს კარიერაში სწორი ნაბიჯი.ყველასთვის ცნობილია, რომ ბებერი ქალბატონი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ბრიტანეთში არაერთი ტიტული მოვიგე, იგივეს გაკეთებას ტურინში ვაპირებ.ამ მიწაზე ჩემი პროფესიონალური კარიერა დაიწყო, იტალიასთან ბედნიერი მოგონებები მაკავშირებს.ეშმაკებში კარიერის საუკეთესო პერიოდი დავყავი, მარსალი კი ჩემი სახლია, 17 წლის ასაკში ფეხბურთის სათამაშოდ სწორედ იქ მივედი.”

“გულმოდგინედ მომიწევს ვარჯიში, ჩემს წინაშე სერიოზული დავალებებია.”იუნაიტედთან” ერთად სამი ტიტული ზედიზედ მომიგია, თუმცა მეოთხეს მოგება ძალიან რთულია.რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, უდიდეს ტურნირზე ასპარეზობა ყოველთვის სასიამოვნო და დამატებითი მოტივაციაა, მთავარია ასპარეზობა დამაჯერებლად დაიწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში გადააწყდები სერიოზულ პრობლემებს.ამ ტურნირის ფინალში ოთხჯერ მითამაშია და შემიძლია ვთქვა, გამარჯვებასა და მარცხს შორის საოცარი განსხვავებაა, უდიდესი ბედნიერება გულისტკივილის წინააღმდეგ.”

პატრის ევრამ მოსკოვის ფინალი კარლოს ტევესთან ერთად მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მფლობელი გახდა : “მოედნის მიღმაც ჩვენ მეგობრები ვართ, მისმა წარმატებებმა ბიანკონერებში ძალიან გამახარა.კარლოტისი – ნამდვილი ჩემპიონია, რომელსაც ყოველთვის აქ გამარჯვებაზე პრეტენზია.სულ რამდენიმე საათია ჩამოვედი, ის კი უკვე შემხვდა და მითხრა, რომ ერთად უნდა ვიმუშავოთ და შედეგს მივაღწიოთ.ტევესს შეუძლია თავად გადაწყვიტოს თამაშის ბედი, ნებისმიერ მომენტში. “

პრეზენტაციის ბოლოს ჯუზეპე მაროტას სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებით დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა : “რომულო ? – “იუვენტუსის”ფეხბურთელი იგი სავარაუდოდ ხვალ გახდება, მისი აგენტის  ჩამოფრენას ველით.ვიდალი “იუნაიტედში” ? – არა, ის ხომ გუშინ ჩვენთან ერთად იყო.რაბიო ? – უდავოდ საინტერესო ფეხბურთელია, რომელსაც დიდი ხანია ვაკვირდებით, სამწუხაროდ, ის ფრანგული კლუბის ღირსებას იცავს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

28 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
WALL
10 years ago

Darja tu chemi cerilis mimart gamoxate ukmakofileba agixsni rom mcvane shuqi da oficialuri gancxadebebi kvelaze bolos ketdeba,chorebs adevneba ki ar mchvevia,vtqvi is rac cavikitxe da saitic davcere es sadac vnaxe,chori sitkvasitkvit gamojonil informacias qvia rasac umravles shemtxvevashi saguldagulod malaven magram vigac mainc ambobs pirveli

| Newsphere by AF themes.
28
0
Would love your thoughts, please comment.x