ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “ვიდალის სურვილზე ბევრი რამაა დამოკიდებული”

ადგილობრივი დროით 15:00 სთ – ზე ტურინის “იუვენტუსმა” გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული, რომულო წარადგინა.პრეზენტაციას ბიანკონერების გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტაც ესწრებოდა, რომელმაც რამდენიმე სიტყვით სხვა თემებზეც ისაუბრა : “უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო “ვერონას” ხელმძღვანელობას, რომლებმაც ჩიხში არ შეიყვანეს მოლაპარაკებები და ტრანსფერის მალე მოსაგვარებლად ყველაფერი გააკეთეს.რომულო არენდის წესით ავიყვანეთ და მისი გამოსასყიდი თანხა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ შეხვედრას ჩაატარებს სეზონის მასშტაბით.ვიდალი ? – არაერთხელ ვთქვით, რომ მის გაყიდვას არ ვაპირებთ, მაგრამ მთავარი რა თქმა უნდა მისი სურვილი იქნება.არტუროს არასდროს უთქვამს, რომ ტურინიდან აბარგება სურს, თუ იგი ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს, ვალდებულნი ვიქნებით, ასე მოვიქცეთ.ეტო’ო ? – ძალიან ტიტულოვანი ფეხბურთელია, მაგრამ მის მიმართ ინტერესს არ ვიჩენთ.შემადგენლობა ასე თუ ისე კონკურენტუნარიანია, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა.ფაქტია, რომ მცველი და ფორვარდი გვჭირდება.”

წყარო : Football Italia

3 thoughts on “მაროტა : “ვიდალის სურვილზე ბევრი რამაა დამოკიდებული”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.