ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა : “ალეგრისთან მუშაობა საინტერესო და სასიამოვნოა”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური ნახევარმცველი, პოლ პოგბა მასიმილიანო ალეგრისთან მუშაობას საკმაოდ საინტერესოდ ახასიათებს : “ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, სეზონისთვის იდეალურ პირობებში ვემზადებით.ჯაკარტაში საოცრად თბილად დაგვხვდნენ, ხვალინდელ შეხვედრას მოუთმენლად ველით.განსხვავება კონტესა და ალეგრის შორის ? – ორივე უმაღლესი დონის სპეციალისტია, ორივე მათგანთან თავს კომფორტულად ვგრძნობ.გუნდის მთავარი მიზანია მასიმილიანოსთან ერთად შედეგს მიაღწიოს, კონტე წავიდა, ახლა ჩვენი მწვრთნელი ალეგრია.რამდენიმე დღის წინ მას პირადად შევხვდი, შვებულებაში ყოფნისას კი ტელეფონით რამდენჯერმე ვისაუბრეთ.ჩემი აზრით, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ შეთანხმებულად მონდომებით ვიმუშავოთ.ჩემი მომავალი ? – “იუვენტუსში” თამაშით ბედნიერი ვარ და აქ ყოფნა მსურს, მომავალზე ფიქრის დრო არ მაქვს, აწმყოზე ვფიქრობ.მიუხედავად იმისა, რომ მაროტასა და ანიელის მალე შევხვდები, ახალ კონტრაქტზე არ ვნერვიულობ.ჩემი ამოცანა მოედანზე მაქსიმუმის გაღებაა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
amiran kurcxalidze
10 years ago

რა სისულელეა მე სულით და გულით იუვენტინო ვარ მარა აშკარაა რო ზიდანი რეალში უფრო ბევრს მიაგწევდა და ამიტომ გადავიდა, თორე ზიდანი არაფრით ჩამორჩებოდა დელ პიეროს მეტიც უფრო ძლიერი იყო ეგ ყველამ კარგად იცის

arseni
10 years ago

ზიდანი რომ დელ პიეროზე დიდი იყო საუბარი არაა …. მაგრამ აქ იუვესთან მიმართებაში იყო საუბარი ///// მაგრამ ტალანტით დელ პიერო უფრო ნიჭიერი იყო … მაგრამ იღბალი არ ჰქონდა – რისი დასტურიც 1998 წლის ოქტომბერში უდინეზესთან მატჩია

arseni
10 years ago

პოგბას მართლა ყველაზე დიდი შანსი აქვს დელ პიეროს, ედგარ დავიდსის და პაველ ნედვედის შემდეგ გახდეს იუვეს ფანების ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი …… ზიდანი მასას მაინც როგორც მადრიდის “რეალი”-ს იგროკი ისე დაამახსოვრდება / მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა მის მოქმედებებს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დავივივწყებ – რასაც ლიგიდან იუვეს გავარდნა მოჰყვა

dito chanturia
10 years ago

ზიდანი წავიდა რადგან სადაც დელპიეროა მე მთავარი ვერ ვიქნებოდიო ხოლო შენ ეგეთ დროს ხარ როცა შეგიძლია თვითონ გახდე მთავარი და იმედია ისეტ სიყვარულს და პატივისცემას მოიპოვებ და იმდენი ხნი იქნები რამდდენსაც დელპო იყო

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x