მანოლასი იტალიაში ჩაფრინდა, “იუვენტუსი” თუ “რომა” ?
საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მცველი, კოსტას მანოლასი დღეს საღამოს იტალიაში ჩაფრინდა, თუმცა უცნობია, რომელ გუნდთან აფორმებს იგი კონტრაქტს, “იუვენტუსთან” თუ “რომასთან”, ორივე კლუბი 23 წლის ფეხბურთელით სერიოზულადაა დაინტერესებული.იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბერძენი ფეხბურთელი უფრო ახლოს ბიანკონერებთან უნდა იყოს, რამეთუ ჯუზეპე მაროტა აქტიურად ეძებს ცენტრალურ მცველს, მანოლასი კი ერთ-ერთი სასურველი კანდიდატია ტურინელთათვის.გამოცემა “ტემპო” ამ ინფორმაციას უარყოფს და ამტკიცებს, რომ რომის აეროპორტში კოსტასს “რომას” წარმომადგენლები დახვდნენ, ვნახოთ, რომელი აღმონჩდება სიმართლე.