ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები ( ნასტასიჩი, მანოლასი )

ელიაკიმ მანგალას ტრანსფერის შემდეგ მატია ნასტასიჩის მომავალი მანჩესტერ “სიტიში” კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მით უმეტეს, სერბის მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული გრანდი იჩენს.”ფიორენტინას” ყოფილი ფეხბურთელი ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობისთვის დაცვის გაძლიერების საუკეთესო ვარიანტია, ჯუზეპე მაროტა მზადაა, ფეხბურთელის არენდისა და გამოსყიდვის სანაცვლოდ 12-14  მილიონი ევრო გადაიხადოს.21 წლის უკანახაზელის მთავარი ალტერნატივა ბერძენი კოსტას მანოლასია, რომლისთვისაც იტალიაში სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული.მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა “ოლიმპიაკოსის” დატოვებას აუცილებლად აპირებს და იგი იმ გუნდს შეუერთდება, რომელიც მის სანაცვლოდ მეტ თანხად გადაიხდის.რაც შეეხება ბიანკონერებს, მათ ფეხბურთელის აყვანა იჯარის წესით სურთ, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით 11 მილიონ ევროდ.

წყარო : Tuttojuve

1 thought on “სატრანსფერო ჭორები ( ნასტასიჩი, მანოლასი )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.