ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი, ლიორენტე და ბუფონი ჟურნალისტებს შეხვდნენ

ტურინის “იუვენტუსი” აზია-ავსტრალიური ტურნეს ბოლო ეტაპზე სინგაპურს ეწვია.დღეს ბიანკონერების დამრიგებელი რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა, მასიმილიანო ალეგრი მისი შეგირდების განწყობით კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ გუნდი წარმატებულ სვლას განაგრძობს : “ჩემი შეგირდები მზად არიან, სერიოზული მიზნებისთვის იბრძოლონ.”იუვენტუსმა” ზედიზედ სამი სკუდეტო მოიგო და ახლა ყველაფერს თავიდან იწყებს, მეოთხედ მოგება რთული, თუმცა ხელმისაწვდომი იქნება.ერთადერთი გზა, რომელიც გამარჯვებაზე გადის, მუხლჩაუხრელად შრომაა.კვირას გასამართი შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხვალ უკეთ შევეჩვევით მინდორს, დღეს ბიჭები მხოლოდ მსუბუქად დავტვირთე.მაქსიმალურად ვცდილობ, ფიზიკურ ფორმაში შევხვდეთ იტალიაში გასამართ დაპირისპირებებს, სეზონის დაწყებამდე დიდი დრო არ დარჩა.ვიდალი ? – არტურო არსად არ მიდის, ის ჩვენთან დარჩება.”

ამის შემდეგ საუბარში ფერნანდო ლიორენტე ჩაერთო : “საჭიროა მომზადება გავაგრძელოთ ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით.ჩვენი გუნდი უმაღლესი დონის მოთამაშებითაა დაკომპლექტებული, გვაქვს შესაძლებლობები იმისა, რომ ტიტულები მოვიგოთ.იტალიის ჩემპიონატი გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდა, მოწინააღმდეგეები გაძლიერდნენ, თუმცა შევსება “იუვენტუსმაც” შესანიშნავი მოთამაშებიით მიიღო.კინგსლი კომანი ? – ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა, ვფიქრობ, დიდი მომავალი აქვს.”

ჯიჯი ბუფონი მზადაა, კიდევ რამდენიმე ტიტული აღმართოს ბიანკონერების კაპიტნის რანგში : “გასული სეზონი ძალიან საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა, “რომამ” და “ნაპოლიმ” სატრანსფერო ბაზარზე სწორი სვლები გააკეტეს და საგრძნობლად გაძლიერდნენ, ისინი დიდ კონკურენციას გაგვიწევენ.ჩემპიონთა ლიგა ? – ეს თემა ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესია, ევროპაში წარმატება დიდხნიანი შრომის იდეალური დადასრული იქნებოდა.ძალებს არ დავიშურებ.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x