ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ტურინის “იუვენტუსი” და “მილანი” ეიზიკელ ლავესისთვის იბრძვიან.სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს არგენტინელის აგენტი, ალეხანდრო მასონი “პსჟს” მთავარ მწვრთნელს, ჟან-კლოდ ბლანს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, გაირკვა, რომ ფრანგი სპეციალისტი 29 წლის ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი სულაც არაა.ბიანკონერებს ამ მხრივ უპირატესობა ნამდვილად აქვთ, ჯუზეპე მაროტა ლავესის 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობს და პლიუს ამას, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობას, რითაც მილანური გრანდი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და უახლოეს დღეებში, დეტალები უფრო კონკრეტულად უნდა გაირკვეს.

რაც შეეხება ნახევარდაცვის ხაზს, ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობას გუნდის გაძლიერება ფრედი გუარინით სურს, თუმცა ნერიაძურის დაყოლიება ადვილი სულაც არაა.კორეირე დელო სპორტის ცნობით, ერიკ ტოჰირიმ ჯუზეპე მაროტას შემოთავაზებაზე, 5 მილიონ ევროს პლიუს სებასტიან ჯიოვინკო უარი განაცხადა, დაიბლოკა ასევე “ტოტენჰემის” ოფერიც, 12 მილიონ ევროს პლიუს რობერტო სოლდადო, საბოლოოდ გაირკვა, რომ ნერიაძურის კოლუმბიელის სანაცვლოდ არანაკლებ 15 მილიონისა სურს, ბონუსების გაუთვალისწინებლად.

ლუიზაოს ტურინში სურს თამაში, ბრაზილიელმა მცველმა ამის შესახებ უკვე ამცნო “ბენფიკას” ხელმძღვანელობას.პორტუგალიელები 32 წლის უკანახაზელის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს ითხოვენ, თავად ფეხბურთელს კი კონტრაქტის გაწყვეტა და ბიანკონერებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგება სურს.შეგახსენებთ, რომ მაროტა მზადაა, ლუიზაოს 3 წლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს, 3 მილიონი ევრო ანაზღაურებით.

ამასობაში ტურინელები არ ივიწყებენ არც კოსტას მანოლასს, რომელიც მასიმილიანო ალეგრის ერთ-ერთი ფავორიტია სატრანსფერო სამიზნეებს შორის.უმთავრესი პრობლემა ბერძენის ფასია, “ოლიმპიაკოსი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს იხდის, ბებერი ქალბატონი კი მხოლოდ 11 მილიონზეა ყაბულს.მოლაპარაკებებს გუნდებს შორის ბერძენული კლუბის სპორტული დირექტორიც ადასტურებს, თუმცა როგორ გადაწყდება მანოლასის საკითხი, ჯერ-ჯერობით რთული სათქმელია.

წყარო : Tuttojuve; Football Italia

 

22 thoughts on “სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

  1. კასერესი სახშია გასაშვები ოგბონა და ეს მოტები და ესენი აზე არარიან და დანარჩენი საგოლ მე ზან მომეწონა :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  2. ბენფიკას ხელმძღვანელობასთან ლუიზაოს გამო სერიოზული უსაიმოვნება ყოფილა .. სულელები არიან ლუიზაო 33 ისაა და 4 იხდიან ამ დროს ბენფიკამ 27 წლის ეზეკილ გარაი 6 მილიონად დაუთმო ზენიტს .. სად იყვნენ მაშინ – ეძინათ ? … გარაი ძალიან ძლიერი მცველია – მაგრამ რუსეთში გადასვლით თავის კარიერას თვითონ გამოუტანა განაჩენი

  3. francesco.gianello@juventus.com – ვინც იტალიური იცით კარგად ამ ელ ფოსტაზე მიწერეთ : რონი ვლაარი და ეზეკიელ ლავეცი შეიძინოს გუნდმა … ფორვარდის პოზიციაზე თუ “ჩიჩარიტო” არ გამოდის ვიდალის გასხვისების გარეშე დააბრუნონ გაბიადინიიი

  4. ლავეცი აუცილებლად უნდა გაიფორმონ … ყოყმანის გარეშე – და მერე დაანებონ ამ ფრედი გუარინზე ხვეწნას თავი

  5. მოიყვანონ
    მანოლასი, ლავეცი, ერთი ცენტრალური მცველი რადგან მანოლასს ფლანგზეც შეუძლია თამასი ისევე როგორც ლავეცს ნახევარ დაცვაში ასევე გვინდა ერთი თავდამსხმელი და ერთი მარჯვენა ნახევარ მცველი
    დააბრუნონ მასი, აპელტე, სორენსენი, სპინაცოლა, ბერარდი და გაბიადინი
    გუნდიდან გაუშვან დე ჩელიე, მოტა, ჯოვინკო, პადოინი, ციგლერი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.