ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ტურინის “იუვენტუსი” და “მილანი” ეიზიკელ ლავესისთვის იბრძვიან.სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს არგენტინელის აგენტი, ალეხანდრო მასონი “პსჟს” მთავარ მწვრთნელს, ჟან-კლოდ ბლანს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, გაირკვა, რომ ფრანგი სპეციალისტი 29 წლის ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი სულაც არაა.ბიანკონერებს ამ მხრივ უპირატესობა ნამდვილად აქვთ, ჯუზეპე მაროტა ლავესის 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობს და პლიუს ამას, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობას, რითაც მილანური გრანდი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და უახლოეს დღეებში, დეტალები უფრო კონკრეტულად უნდა გაირკვეს.

რაც შეეხება ნახევარდაცვის ხაზს, ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობას გუნდის გაძლიერება ფრედი გუარინით სურს, თუმცა ნერიაძურის დაყოლიება ადვილი სულაც არაა.კორეირე დელო სპორტის ცნობით, ერიკ ტოჰირიმ ჯუზეპე მაროტას შემოთავაზებაზე, 5 მილიონ ევროს პლიუს სებასტიან ჯიოვინკო უარი განაცხადა, დაიბლოკა ასევე “ტოტენჰემის” ოფერიც, 12 მილიონ ევროს პლიუს რობერტო სოლდადო, საბოლოოდ გაირკვა, რომ ნერიაძურის კოლუმბიელის სანაცვლოდ არანაკლებ 15 მილიონისა სურს, ბონუსების გაუთვალისწინებლად.

ლუიზაოს ტურინში სურს თამაში, ბრაზილიელმა მცველმა ამის შესახებ უკვე ამცნო “ბენფიკას” ხელმძღვანელობას.პორტუგალიელები 32 წლის უკანახაზელის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს ითხოვენ, თავად ფეხბურთელს კი კონტრაქტის გაწყვეტა და ბიანკონერებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგება სურს.შეგახსენებთ, რომ მაროტა მზადაა, ლუიზაოს 3 წლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს, 3 მილიონი ევრო ანაზღაურებით.

ამასობაში ტურინელები არ ივიწყებენ არც კოსტას მანოლასს, რომელიც მასიმილიანო ალეგრის ერთ-ერთი ფავორიტია სატრანსფერო სამიზნეებს შორის.უმთავრესი პრობლემა ბერძენის ფასია, “ოლიმპიაკოსი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს იხდის, ბებერი ქალბატონი კი მხოლოდ 11 მილიონზეა ყაბულს.მოლაპარაკებებს გუნდებს შორის ბერძენული კლუბის სპორტული დირექტორიც ადასტურებს, თუმცა როგორ გადაწყდება მანოლასის საკითხი, ჯერ-ჯერობით რთული სათქმელია.

წყარო : Tuttojuve; Football Italia

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

22 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
emzari beridze
10 years ago

ჯოვინკო არ გაყიდოთ.მაგარი ზამენის კაცია.ეტყობა რო კაი ფორმაშია.პოგბას გოლი მაგარი იყო

juve_10
10 years ago

კასერესი სახშია გასაშვები ოგბონა და ეს მოტები და ესენი აზე არარიან და დანარჩენი საგოლ მე ზან მომეწონა :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

10 years ago

პირველი სამი გოლი ვინ გაიანეს??

arseni
10 years ago

ალეგრის ჩაეძინაა .. ზამენები გააკეთე სვებსაც უნდა თამაში

valeri elisabedashvili
10 years ago

ვიცოდიო ეგეთშ რო გაუტანდა იმენაა :D:D:D:D პირლოოოო :forza: :forza:

jibojuve
10 years ago

აუ ძმურად ლინკი მომეცით რა ვერ მოვძებნე რომელია იმდერნ ლინკში

jibojuve
10 years ago

გაიხარე ძმა :forza: :forza: :forza: :forza:

valeri elisabedashvili
10 years ago
Reply to  jibojuve

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee:

arseni
10 years ago

ბენფიკას ხელმძღვანელობასთან ლუიზაოს გამო სერიოზული უსაიმოვნება ყოფილა .. სულელები არიან ლუიზაო 33 ისაა და 4 იხდიან ამ დროს ბენფიკამ 27 წლის ეზეკილ გარაი 6 მილიონად დაუთმო ზენიტს .. სად იყვნენ მაშინ – ეძინათ ? … გარაი ძალიან ძლიერი მცველია – მაგრამ რუსეთში გადასვლით თავის კარიერას თვითონ გამოუტანა განაჩენი

juve_10
10 years ago

http://www.hahasport.com/c-1.html…აქ ჩამოყევი და არის თამაშის ლინკი

valeri elisabedashvili
10 years ago
Reply to  juve_10

სპასიბაა :forza:

valeri elisabedashvili
10 years ago

14 : 00 თამაში გვაქ ლინკებს არ დადებთ?

juve_10
10 years ago

ეხა დაიწერა 40მილიონი და ჩიჩარიტო და ვიდალი დაგვითმეო მანუმ მემგონი ცუდი არა ჩემი აზრით :chuvak:

lasha jangavadze
10 years ago

მეეჭვება ეს გავიფორმოთ. თუმოხდა სასწაული და გადმოვიდა მერე დარწმუნებულივარ ტევესთან იჩხუბებს :blin:

arseni
10 years ago

francesco.gianello.com – ვინც იტალიური იცით კარგად ამ ელ ფოსტაზე მიწერეთ : რონი ვლაარი და ეზეკიელ ლავეცი შეიძინოს გუნდმა … ფორვარდის პოზიციაზე თუ “ჩიჩარიტო” არ გამოდის ვიდალის გასხვისების გარეშე დააბრუნონ გაბიადინიიი

valeri elisabedashvili
10 years ago

აუუ ესს დადონნნ და ხმას აღარ ვიღებ :დდ :forza:

arseni
10 years ago

ლავეცი აუცილებლად უნდა გაიფორმონ … ყოყმანის გარეშე – და მერე დაანებონ ამ ფრედი გუარინზე ხვეწნას თავი

10 years ago

ალეხანდრო მასონი არა ილუმინატი კიდე :D

მოდი მოდი ეზეკიელ <3

aleksloma
10 years ago

ციგლერი კიდევ გვყავს? დაბრუნდა არენდიდან?

badura_
10 years ago

ვა ლავესი მაგრად გვჭირდება.

mishka berianidze
10 years ago

მოიყვანონ
მანოლასი, ლავეცი, ერთი ცენტრალური მცველი რადგან მანოლასს ფლანგზეც შეუძლია თამასი ისევე როგორც ლავეცს ნახევარ დაცვაში ასევე გვინდა ერთი თავდამსხმელი და ერთი მარჯვენა ნახევარ მცველი
დააბრუნონ მასი, აპელტე, სორენსენი, სპინაცოლა, ბერარდი და გაბიადინი
გუნდიდან გაუშვან დე ჩელიე, მოტა, ჯოვინკო, პადოინი, ციგლერი.

| Newsphere by AF themes.
22
0
Would love your thoughts, please comment.x