ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ტურინის “იუვენტუსი” რადამელ ფალკაოს დასამატებლად ემზადება, იტალიურ პრესაში ამ ინფორმაციის შესახებ დღეს არაერთი სტატია დაიწერა.La Gazzetta Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯუზეპე მაროტა ცდილობს “მონაკოს” ხელმძღვანელები კოლუმბიელი ფორვარდის არენდით აყვანაზე დაითანხმოს, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით, ჯამში ეს თანხა დაახლოებით ოცი მილიონი ევრო იქნება.ბიანკონერები მზად არიან, “პორტუს” ყოფილ შემტევს ძირითადი შემადგენლობა და დამაკმაყოფილებელი ხელფასი შესთავაზონ, თუმცა მანამ გაცილებით მნიშვნელოვანი ფერნანდო ლიორენტეს გასხვისებაა, რომელიც ფალკაოს გადმობირების შემთხვევაში კარიერას ესპანურ “ვალენსიაში” გააგრძელებს.

პარალელურად ტურინელები ეიზიკელ ლავესის სიტუაციას აკვირდებიან.მასიმილიანო ალეგრი არგენტინელის სერია ა – ში დაბრუნების წინააღმდეგი ნამდვილად არაა, ჯუზეპე მაროტა მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ლავესის აგენტთან და გასაკვირი არ იქნება, თუ საქმე საბოლოოდ ტრანსფერით დასრულდება.აქვე გეტყვით, რომ ტურინელები მზად არიან 29 წლის შემტევს 4 წლიანი ხელშეკრულება გაუფორმონ.

ჩიჩარიტო “იუვენტუსის” შემოთავაზების მოლოდინშია.ბრიტანული პრესის ცნობით, მექსიკელმა წინახაზელმა არაერთი გუნდი გაისტუმრა უარით იმის გამო, რომ კარიერის გაგრძელება ტურინში სურს.წითელი ეშმაკები მზად არიან, ხავიერ ერნანდესს შეელიონ, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერია, საჭიროების შემთხვევაში ჯუზეპე მაროტა 26 წლის ფორვარდს არენდის წესით აიყვანს, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით.ისიც აღსანიშნავია, რომ ბიანკონერები ახლა უფრო მეტს რადამელ ფალკაოზე ან ეიზიკელ ლავესიზე ფიქრობენ, ვიდრე ჩიჩარიტოზე, მექსიკელი უფრო ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების ალტერნატივებად უნდა განვიხილოთ.

მარკო სტორარის “სასოულოში” ტრანსფერის შემთხვევაში ბიანკონერები კრისტიან აბიატის ვერ შეიძენენ.ლა სტამპას ცნობით, ჯუზეპე მაროტას შემოთავაზება ადრიანო გალიანიმ უარით გაისტუმრა და ტურინელებს განუცხადა, რომ აბიატი მილანში დარჩება.ამ შემთხვევაში, ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობა ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელად ფედერიკო მარკეტის განიხილავს, რომელიც ამჟამად “ლაციოს” ღირსებას იცავს.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi Gorgadze
10 years ago

ჩიჩარიტოც არ გვაწყენდა :)

Giorgi Gorgadze
10 years ago

ძალიან მაგარი იქნება ეს იუვეში :forza: :forza: :forza: :juvee: :forza:

svani
10 years ago

მინიმუმ 3 კაცს ვერანაირად ვერ დაიმატებენ.

გუნდს ყავს 22 მოთამაშე რომლისგანაც უნდა შეირჩეს 11 ძირითადის მოთამაშე. მაქსიმუმ დაიმატონ 2 კაცი, ერთი თავდასხმა და ერთი მცველი. გამოდის 24 კაცი. ლიგაზე კიდე თუ არ ვცდები 23 ფეხბურთელი შედის განაცხადში. ანუ 1 გარეთ რჩება. ეხლა თუ გაჩარხეს ფალკაო ან ლავეცი მაგარია, თუ არადა მეხუთედ ჩიჩარიტო მოვა. მცველზე კიდე ვაჭრობენ, ამის განვადებებმა ხომ ტვინი წაიღო რა. გადაიხადე მოიყვანე რააა

mishka berianidze
10 years ago

ერტი სიტყვით თუ ფალკაო მოიყვანეს ჩემი აზრით ეს იქნება წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკა + ლორენტე უნდა დაიტოვონ რადგან ერთი თავზე მოთამაშე გუნდში საჭიროა თან უკვე შეეწყო და ეხლა ამის გაშვება იგივე შეცდომაა როგორც ტევესის გუნდმა აუცილებლად უნდა დაიმატოს მინიმუმ 3 კაცი აქედან 2 ფლანგელი ნახევარ მცველი და ერთი ცენტრალური მცველი
მაგალითად
ლავეცი და ფალკაოს მოსვლით გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდება რადგან ლავეცის გამოყენება ფლანგზე შეიძლება ასევე უნდა მისცენ დრო იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს რომლებიც ამჟამად ირიცხებიან გუნდში თუნდაც ვიტალეს, ბუენასკას და სორენსენს.

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x